6 თვეზე მეტი თუ იცხოვრებთ საქართველოს ფარგლებს გარეთ, ვერ მიიღებთ საქართველოში უფასო სამედიცინო დახმარებას.
2026 წლის 1 ივნისიდან ყოველთვიურად, განმახორციელებლის მიერ განხორციელდეს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის გეგმური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში ბენეფიციართა რეგისტრაციის მოდულიდან იმ ბენეფიციართა რეგისტრაციის შეჩერება, რომლებიც იმყოფებიან ქვეყნის ფარგლებს გარეთ 6 თვე და მეტი ვადით უწყვეტად.“.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისბრძანება №36/ნ2025 წლის 31 დეკემბერიქ. თბილისი
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მოცულობის, დაფინანსების მეთოდოლოგიისა და ანაზღაურების წესის, ასევე შედეგზე დაფუძნებული ანაზღაურების მეთოდოლოგიის დანერგვის ადმინისტრირებისთვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2025 წლის 30 აპრილის №9/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მოცულობის, დაფინანსების მეთოდოლოგიისა და ანაზღაურების წესის, ასევე შედეგზე დაფუძნებული ანაზღაურების მეთოდოლოგიის დანერგვის ადმინისტრირებისთვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2025 წლის 30 აპრილის №9/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 30/04/2025; 470230000.22.035.017170) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის („საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მოცულობის, დაფინანსების მეთოდოლოგიისა და ანაზღაურების წესის, ასევე შედეგზე დაფუძნებული ანაზღაურების მეთოდოლოგიის დანერგვის ადმინისტრირებისთვის შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფა და ეტაპები):
1. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„5. 2026 წლის 1 ივნისიდან ყოველთვიურად, განმახორციელებლის მიერ განხორციელდეს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის გეგმური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში ბენეფიციართა რეგისტრაციის მოდულიდან იმ ბენეფიციართა რეგისტრაციის შეჩერება, რომლებიც იმყოფებიან ქვეყნის ფარგლებს გარეთ 6 თვე და მეტი ვადით უწყვეტად.“.
2. მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს 51 და 52 პუნქტები შემდეგი რედაქციით:„51. მოსარგებლის ხელახალი რეგისტრაცია ხორციელდება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.52. ბენეფიციართა რეგისტრაციის სტატუსის გადამოწმების დამატებითი კრიტერიუმები დამტკიცდეს მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტით 2026 წლის 1 ივნისამდე.“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი