ჩვენ გაგიწევთ მომსახურებას და შეგივსებთ განაცხადს დიდი ბრიტანეთის ვიზაზე. უნდა იცოდეთ, რომ ძალიან დიდი და რთული ანკეტა აქვს ბრიტანეთს, ითხოვენ ყველანაირ და დეტალურ ინფორმაცია, ძალიან სწორად უნდა იყოს გაცემული კითხვებზე პასუხები, ამიტომ ეს ანკეტა უნდა შეავსოს მცოდნემ და მაღალი დონის სპეციალისტმა.

თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი მომსახურბის ფასები (ტარიფები), ასევე რა დაჯდება ჯამში და რა რა ღირს, დააჭირეთ აქ.

რა გვჭირდება ჩვენ თქვენსგან, რომ შეგივსოთ განაცხადი ბრიტანეთის ვიზაზე:

გვინდა თქვენი ელექტრონული ფოსტა, ჩვენ დაგარეგისტრირებთ განაცხადების ბრიტანეთის სავიზო ვებ პორტალზე.

გადმოიწერეთ ეს MS Word-ის ფაილი (ეს არის ბრიტანეთის ვიზისთვის კითხვარი) და ამას ავსებს ყველა ცალ-ცალკე ვისაც უნდა ბრიტანეთის ვიზა, გამდმოიწერეთ, შეავსეთ კომპიუტერში, გაეცით პასუხები-დეტალურად და შევსებული გადმოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე, ან ამობეჭდეთ ეს ანკეტა პრინტერზე და შეავსეთ ხელით კალამით (გასაგები პოჩერკით) და გადაუღეთ მობილურით სურათები ამ შევსებული ანკეტას და გადმოგვიგზავნეთ შევსებული ანკეტის სურათები ელექტრონულ ფოსტაზე ან WhatsApp-ზე.

ასე უნდა გასცე პასუხები კითხვარში, ნახეთ ნიმუში, როგორ უნდა დაწერო პასუხები კითხვარში (სრულად უნდა გასცეთ პასუხები), იხილეთ ნიმუში დააჭირეთ აქ.

თქვენსგან გვინდა შემდეგი აუცილებელი საბუთები: საზღვარგარეთის მოქმედი პასპორტი (ვიზა გაიცემა 6 თვით, ნახეთ ტარიფები, დააჭირეთ აქ, არის 2 წლიანიც, 5 წლიანიც და 10 წლიანიც, მაგრამ ძალიან ძვირია, ფასი ჯობია არც ნახოთ, ამიტომ ეტანებიან 6თვიან ვიზებს უფრო – https://www.gov.uk/visa-fees), თქვენი ID-ბარათი (დასკანირებული ორივე მხარე), ან მოგვიტანთ ყველაფერს ოფისში და ჩვენ დავასკანირებთ. ჩვენ შევავსებთ განაცხადს ვიზაზე, ასევე დავურთავთ ყველა საბუთს, რასაც მოგვცემთ და ამას ბრიტანეთის კონსულიც ნახულობს (აშშ კონსული არ ნახულობს უმეტეს შემთხვევაში და აშშ ვიზაზე უნდა გაიაროთ ინტერვიუ და ბრიტანეთის ვიზაზე არ არის საჭირო არანაირი სავიზო ინტერვიუს გავლა), როცა ყველაფერი გაიგზავნება თქვენ გამოგიგზავნით ინფორმაცია – რა წერია ანკეტაში და რა საბუთები გაიგზავნა, რასაც სხვა არ გამოგიგზავნით ელექტრონულ ფოსტაზე და შეინახავთ (მერეც სხვა ვიზებისთვის გამოგადგებათ).

შეგივსებთ განაცხადს, ბრიტანეთის აქვს სავიზო მოსაკრებელი 175 აშშ დოლარი (6-თვიანი) და ბრიტანეთის სავიზო ცენტრის მოსაკრებელი 76.50 GBP (300 ლარი, იხსნება ლარში ცუდი კურსით), ვიზის მოსაკრებელს: 515 ლარს (190 აშშ დოლარს – 6 თვიანი (515 ლარი), სავიზო ცენტრის მოსაკრებელი: 76.50 GBP (300 ლარი) და ჩვენი მომსახურების თანხას (ერთი ადამიანის ხარჯი), ყველა ტარიფი იხილეთ აქ, დააჭირეთ აქ.

ბიომეტრია (ბიომეტრიულ ფოტოს გიღებენ და გიღებენ თითების ანაბეჭდებს) ბარდება ასევე თბილისში, საბურთალო, არჩილ ცაგარელი 92, სართული 1, ბრიტანეთის სავიზო ცენტრში.

ბიომეტრია ბარდება ყოველთვის, როცა იღებ ახალ ვიზას, ასევე ცუდი არის ის, როცა შენ აბარებ ბრიტანეთის ვიზაზე და აბარებ განაცხადს.

ჩაეწერე სავიზო ცენტრში ინტერნეტის საშუალებით (ბიომეტრიის ჩასაბარებლად უნდა ჩაეწერო წინასწარ, ბრიტანეთის სავიზო ცენტრი თბილისში მუშაობს დილის 09:00-დან 17:00-მდე სამუშაო დღეებში, https://visa.vfsglobal.com/geo/en/gbr/attend-centre/Tbilisi

ბრიტანეთის ვიზის განხილვა გრძელდება ხოლმე საშუალოდ 2-4 კვირა, ზოგჯერ 3 თვეც (იშვიათად), ვიზის განხილვის პერიოდში თქვენი პასპორტი აღარ იგზავნება ბრიტანეთის საკონსულოში, ვიზა არის ელექტრონული, სტიკერს აღარ აკრავენ პასპორტში, ვიზა მოდის ელექტრონულად სავიზო პორტალის სისტემაში. წვალების გარეშე არ გამოდის, თუ ძალას დაატან თავს და ყველაფერს ლამაზად გააკეთებ ვიზაც გექნება, თავისით ვიზა არ მოვა და არ ჩაგიხტება ჯიბეში.

73uk დიდი ბრიტანეთის ვიზა

თქვენ გექნებათ ტურისტული ვიზა, ამ ვიზით თქვენ არ გაქვთ უფლება იმუშაოთ ბრიტანეთში.

ერიდეთ აფერისტებს, თაღლითებს და არაპროფესიონალებს, იმიტომ, რომ თქვენ შეიძლება მიიღოთ უარი ბრიტანეთში ჩასვლაზე, რასაც ნახავს: ამერიკა, ბრიტანეთი, ზელანდია, ავსტრალიაც, ნახეთ თაღლითობის შესახებ დეტალური ინფორმაცია აქ, დააჭირეთ აქ.

ამ ვიზის პლუსები და მინუსები: პლუსები: არ გადიხარ კონსულთან გასაუბრებას, არ გიწევს სხვა ქვეყანაში წასვლა, არ გიწევს ორიგინალი საბუთების ჩაბარება, შეგიძლია გააკეთო ყველაფერი ონლაინ, არის დონე ვიზა, არ სჭირდება იმ ქვეყნის ბინადრობის-იქ-ცხოვრების მოწმობა, რომ ჩააბარო ვიზაზე განაცხადი, მინუსები: ვიზები ძვირია, ყოველთვის აბარებ ბიომეტრია, როცა აბარებ ახალ ვიზაზე, ბევრი საბუთები უნდა თარგმნო და დაამოწმო ნოტარიულად თარგმანი, ვიზა ძვირია და 6-თვიანი.