ჩვენ გაგიწევთ მომსახურებას და შეგივსებთ განაცხადს კანადის ვიზაზე. უნდა იცოდეთ, რომ ძალიან დიდი და რთული ანკეტა აქვს კანადას, ითხოვენ ყველანაირ და დეტალურ ინფორმაცია, ძალიან სწორად უნდა იყოს გაცემული კითხვებზე პასუხები, რათგან თუ რაიმეს მოიტყუები ან არასწორად უპასუხებ შენ მიიღებ 5 წლიან არშესვლას კანადაში, სიტყვაზე იქ არის ასეთი კითხვა: ჰქონდათ თუ არა როდისმე რაიმე ვიზაზე მიღებული უარი? სიტყვაზე ჰქონდა ამერიკის ვიზაზე მიღებული უარი და მერე მიიღე აშშ ვიზა, კანადა ხედავს აშშ, ბრიტანეთის, ზელანდიის, ავსტრალიის სავიზო განაცხადებს და თუ ამ ნაწილში მოიტყუე შენ ჩაგაგდებენ შავ-სიაში და კანადა დაგიხურავს შესვლას 5 წლით, ამიტომ ეს ანკეტა უნდა შეავსოს მცოდნემ და მაღალი დონის სპეციალისტმა.
არავის არ ვურჩევ კანადაში არალეგალურად დარჩენა ან რაიმე პოლიტიკური სტატუსის მოთხოვნა, რათგან მაინც არავის იტოვებენ, ეს მცნება ცივა და შენ იქ სჭირდები ეს არის ტყუილი, 300,000 უკრაინელი ჩავიდა კანადაში სამუშაო ვიზით და ბევრი უკან დაბრუნდა რათგან ხელფასები დაეცა და ყველაფერი გაძვირდა, კანადა არის მცირე ეკონომიკურ კრიზისში, ნუ ფიქრობ შენ იმას აიღებ ტურისტულ ვიზას და გახდები მილიონერი იქ, ეგ არის ზღაპარი, ნახე ეგერ რა ვითარებაა იქ: https://vizebi.ge/kanada-datova-dzalian-bev/
რა გვჭირდება ჩვენ თქვენსგან, რომ შეგივსოთ განაცხადი კანადის ვიზაზე:
გვინდა თქვენი ელექტრონული ფოსტა, ჩვენ დაგარეგისტრირებთ განაცხადების პორტალზე: https://portal-portail.apps.cic.gc.ca/signin?lang=en
გადმოიწერეთ ეს MS Word-ის ფაილი (ეს არის კანადის ვიზისთვის კითხვარი) და ამას ავსებს ყველა ცალ-ცალკე ვისაც უნდა კანადის ვიზა, გამდმოიწერეთ, შეავსეთ კომპიუტერში, გაეცით პასუხები-დეტალურად და შევსებული გადმოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე, ან ამობეჭდეთ ეს ანკეტა პრინტერზე და შეავსეთ ხელით კალამით (გასაგები პოჩერკით) და გადაუღეთ მობილურით სურათები ამ შევსებული ანკეტას და გადმოგვიგზავნეთ შევსებული ანკეტის სურათები ელექტრონულ ფოსტაზე ან WhatsApp-ზე.
თქვენსგან გვინდა შემდეგი აუცილებელი საბუთები: საზღვარგარეთის მოქმედი პასპორტი (ვიზა გაიცემა ან მცირე დროით, ან ბიომეტრიის მოქმედების ბოლომდე [ბიომეტრიის ვადაა 10 წელი] ან პასპორტის მოქმედების ბოლომდე ვადით), თქვენი ID-ბარათი (დასკანირებული ორივე მხარე), ან მოგვიტანთ ყველაფერს ოფისში და ჩვენ დავასკანირებთ. ჩვენ შევავსებთ განაცხადს ვიზაზე, ასევე დავურთავთ ყველა საბუთს, რასაც მოგვცემთ და ამას კანადის კონსულიც ნახულობს (აშშ კონსული არ ნახულობს უმეტეს შემთხვევაში და აშშ ვიზაზე უნდა გაიაროთ ინტერვიუ და კანადის ვიზაზე არ არის საჭირო არანაირი სავიზო ინტერვიუს გავლა), როცა ყველაფერი გაიგზავნება თქვენ გამოგიგზავნით ინფორმაცია – რა წერია ანკეტაში და რა საბუთები გაიგზავნა, რასაც სხვა არ გამოგიგზავნით ელექტრონულ ფოსტაზე და შეინახავთ (მერეც სხვა ვიზებისთვის გამოგადგებათ).
შეგივსებთ განაცხადს, კანადას აქვს სავიზო მოსაკრებელი 100 კანადური დოლარი და ბიომეტრიის მოსაკრებელი 85 კანადური დოლარი (ბიომეტრია არის 10 წლიანი, თუ ერთხელ ჩააბარე 10 წელი არ აბარებ მეტი, ბიომეტრიის თანხა არის 85 კანადური დოლარი), თავიდან მოსაკრებელი არის 185 კანადური დოლარი (400 ლარი გამოდის 14 წლის ზემოთ – კანადელების მოსაკრებელი თანხა [რათგან 14 წლიდან აბარებს ბიომეტრიას], 13 წლამდე კიდევ – 220 ლარია [და იმისთვის ვინც მანამდე ჩააბარე ბიომეტრია – 10 წლის განმავლობაში] – კანადელების მოსაკრებელი თანხა).
საკონსულოში ან საელჩოში არ გიწევთ მისვლა, არც უცხოეთში წასვლა, ყველა საბუთები სკანირდება და იგზავნება ონლაინ სისტემიდან.
ბიომეტრია (ბიომეტრიულ ფოტოს გიღებენ და გიღებენ თითების ანაბეჭდებს) ბარდება ასევე (21-09-2026 დან ამ მისამართზე არიან) თბილისში, თამარაშვილის 13, კანადის სავიზო ცენტრში.
ჩვენ გივსებს კანადის ვიზაზე განაცხადს, ვიხდით მოსაკრებლებს, მეორე დღეს მოდის წერილი IRCC კანადის საიმიგრაციო სამსახურის პორტალზე PDF წერილი, რომ თქვენ გიბარებენ ბიომეტრიის ჩასაბარებლად (Biometric instruction letter), აბარებთ ნებისმიერ ოფისში, მაგრამ თბილისში არის სავიზო ცენტრიც. ბიომეტრიის ჩასაბარებლად უნდა დაჯავშნოთ იქ ვიზიტი, ამ ვებ გვერდიდან: https://visa.vfsglobal.com/geo/en/can/book-an-appointment
თქვენ როცა მიხვალთ კანადის სავიზო ცენტრში ბიომეტრიის ჩასაბარებლად ან მიხვალთ ვიზაზე თანხმობის მერე და მიიტანთ იქ პასპორტს, თქვენ უნდა მიიტანოთ პასპორტი, პასპორტი ქსეროქსლი და ასევე (ბიომეტრიის მოსული წერილი ან ვიზაზე თანხმობის ფურცელი რომელიც მოვიდა PDF ფაილში IRCC სისტემაში [უნდა ამობეჭდოთ ეგ წერილი]) და ასევე უნდა ამობეჭდოთ თანხმობის PDF ფორმა.
ეგ თანხმობის ფორმა ამობეჭდეთ (სულ 4 ფურცელი გამოვა), მეორე გვერდზე NAME-ში ჩაწერთ კალამით თქვენს სახელ და გვარს ინგლისურ ენაზე პასპორტიდან დიდი ასოებით (მაგ. GIORGI KAPANADZE) (ამ ველში ივსება ის ვისი პასპორტიც ბარდება ან ვისი ანკეტაც ჩაბარებულია ვიზაზე), Address: თქვენი მისამართი ინგლისურად (მაგ. 4 Grigol Peradze, apt 8, Tbilisi, Georgia), Telephone number: ტელეფონი (მაგ. +995-599-123456), E-mail address: მოქმედი ელექტრონული ფოსტა (წერილები მოვა ხოლმე), ეგ ელექტრონული ფოსტა დაწერეთ წესიერად, რომ შეძლონ წაკითხვა (გადაამოწმე, რომ სწორად ამოიკითხეს და სწორად დაწერე), Signature: ხელი მოაწერე, Date: სავიზო ცენტრში მისვლის დღე (მაგ. 22-02-2025), Signed at: Tbilisi, Georgia (სადაც აბარებ საბუთებს, სადაც არის ეს სავიზო ცენტრი, სადაც ხარ მისული, ქალაქი და ქვეყანა ინგლისურ ენაზე), მესამე გვერდზე Canada Visa Application Centre in: Tbilisi, Georgia (ის ქალაქი და ქვეყანა, სადაც არის სავიზო ცენტრი, სადაც მიხვედი), მერე from/to: Ankara, Turkey (ქალაქი და ქვეყანა, სადაც მიდის საბუთები, კანადის საკონსულო), (ეს ივსება თუ არასრულწლოვანი შვილი იღებს ვიზას (თუ სრულწლოვანი იღებს ვიზას და მისია ეს – მაშინ უბრალოდ ამ მონაკვეთს გამოტოვებ): Name of Person…: მშობლის სახელი და გვარი ინგლისურად, Relationship…: თუ მშობელი დედაა: Mother, მამა: Father, Signature: ხელმოწერა მშობლის (მაშინ ზემოთ პირველ გვერდზე იწერება ხელმოწერის მაგივრად შვილის სახელი და გვარი), Date: სავიზო ცენტრში მისვლის თარიღი, მაგ. 22-02-2025), მეოთხე გვერდზე: Applicants wishing…: Name-ში, ვინც იღებს ვიზას იმის სახელი და გვარი ინგლისურად, Signature: ხელმოწერა, Date: თარიღი, რიცხვი-თვე-წელი (სავიზო ცენტრში მისვლის თარიღი, მაგ. 22-02-2025).
ჩაეწერე სავიზო ცენტრში ინტერნეტის საშუალებით (ბიომეტრიის ჩასაბარებლად უნდა ჩაეწერო წინასწარ და როცა მოდის თანხმობა ვიზაზე და პასპორტს აბარებ, მაშინ არ უნდა ჩაწერა, პასპორტს პირდაპირ ჩააბარებ): https://www.vfsglobal.ca/IRCC-AppointmentWave1/Account/RegisteredLogin , კანადის სავიზო ცენტრი თბილისში მუშაობს დილის 09:00-დან 17:00-მდე სამუშაო დღეებში, https://visa.vfsglobal.com/geo/en/can/book-an-appointment
https://visa.vfsglobal.com/geo/en/can/attend-centre/Tbilisi
კანადის სავიზო ცენტრი იღებს ბიომეტრიას და აგზავნის პასპორტს ვიზის ჩასაკრავად (აპლიკაცია არ ავსებს და არ იცის რა სიტუაციაა კანადის საკონსულოში).
ბიომეტრიის ჩასაბარებლად გაქვს 30 დღე კანადის ვიზაზე შეტანის მერე. ბიომეტრიას აბარებენ ამ ასაკის ადამიანები: 14-79 წლის ასაკის, ამ ასაკის არ აბარებენ ბიომეტრიას და ბიომეტრიის მოსაკრებელს 85 კანადურ დოლარსაც არ იხდიან: 0-13 წლის ასაკის და 80 წლის ზემოთ.
კანადის ვიზის განხილვა გრძელდება ხოლმე საშუალოდ 1-4 თვეც, ზოგჯერ 12 თვეც (იშვიათად), როცა მოდის დადებითი პასუხი, მხოლოდ მაშინ აგზავნი პასპორტს. წვალების გარეშე არ გამოდის, თუ ძალას დაატან თავს და ყველაფერს ლამაზად გააკეთებ ვიზაც გექნება, თავისით ვიზა არ მოვა და არ ჩაგიხტება ჯიბეში.

კანადის კონსულთან ინტერვიუს არ გადიხარ, სავიზო განაცხადებს დისტანციურად განიხილავს კანადის საკონსულო ანკარაში, იქ ჩასვლა არ გიწევს, თუ მოდის დადებითი პასუხი, პასუხი მოდის IRCC ამ პორტალზე: https://portal-portail.apps.cic.gc.ca/signin?lang=en , ამიტომ უნდა იყოს დარეგისტრირებული შენს მოქმედ ელექტრონულ ფოსტაზე.
როცა მოვა დადებითი პასუხი კანადის ვიზაზე IRCC (Immigration, Refugees and Citizenship Canada) სისტემაში აქ: https://portal-portail.apps.cic.gc.ca/signin?lang=en , თქვენ ამ სისტემაში მოგივათ PDF ფაილი სახელწოდებით: ORIGINAL PASSPORT REQUEST, ეს ნიშნავს გამოგვიგზავნეთ თქვენი პასპორტი, მიხვალთ ნებისმიერ კანადის სავიზო ცენტრში: https://www.canada.ca/en/immigration-refugees-citizenship/services/biometrics/where-to-give.html ან თბილისის კანადის სავიზო ცენტრში: https://visa.vfsglobal.com/geo/en/can და ჩააბარებთ იმ ფურცელთან ერთად თქვენს პასპორტს ისინი გააგზავნიან საკონსულოში და ჩაგიკრავენ ვიზას (პასპორტის გზას უნდება ასე 7-10 დღე), თანხმობა, როცა მოგივათ ვიზაზე IRCC სისტემაში აქ: https://portal-portail.apps.cic.gc.ca/signin?lang=en თქვენ გაძლევენ 30 დღეს, რომ მიაწოდოთ პასპორტი სავიზო ცენტრს, იმისათვის, რომ ჩაგიკრან ვიზა.
ვიზაზე თანხმობის ფურცელი

ვიზა, როცა მოვა მას ეწერება ტიპი: visitor, ეს ნიშნავს, რომ ვიზა არის ვიზიტორი (ტურისტული და სასტუმრო ტიპის), ამ ვიზით თქვენ არ გაქვთ კანადაში მუშაობის უფლება, თქვენ თუ იმუშავებთ და გაიგებენ თქვენ დაგადეპორტებენ, ამ ვიზით თქვენ გაქვთ მარტო კანადაში ჩასვლის და ყოფნის უფლება, ვიზა მიგიყვანთ საზღვრამდე და კანადაში შეგიშვან თუ არა მაგას გადაწყვიტავს მესაზღვრე, ძირითადათ კანადაში უშვებენ მაქსიმუმ 6 თვით, visitor ვიზა ნიშნავს, რომ ხარ ცოტა ხანი სტუმრად კანადაში (სამუშაო ვიზას აწერია – worker და მოიპოვება რთულად და ასეთ ადამიანებს ვინც ჩადის კანადაში მუშაობის უფლებას-ფურცელს Work Permit-ს აძლევენ კანადის პირველ საზღვარზე), თქვენ არ მოტყუვდეთ და იცოდეთ , რომ თქვენი ვიზა არის visitor-ვიზიტორი და არ გაქვთ მუშაობის უფლება კანადაში ამ ვიზით (ტურისტული ვიზით უნდა დაამტკიცოთ, რომ მალე დაბრუნდები უკან, უნდა ჰქონდეს უკანა ავია ბილეთიც და თანხაც, კანადა იოლად არ დაგიტოვებს – ეგ ზღაპარია, შენ გაქვს უბრალოდ არასამუშაო ტურისტული ვიზა).
კანადის ვიზით ვერ შეხვალთ ამერიკაში, ვერც ამერიკის ვიზით ვერ შეხვალთ კანადაში, გრინ კარტიანი შევა კანადაში, ვისაც აქვს კანადის რეზიდენტი კარტა ის ვერ შევა ამერიკაში მას უნდა ვიზა.
ერიდეთ აფერისტებს, თაღლითებს და არაპროფესიონალებს, იმიტომ, რომ თქვენ შეიძლება მიიღო 5 წლიანი აკრძალვა კანადაში ჩასვლაზე, რასაც ნახავს: ამერიკა, ბრიტანეთი, ზელანდია, ავსტრალიაც, ნახეთ თაღლითობის შესახებ დეტალური ინფორმაცია აქ, დააჭირეთ აქ.
ამ ვიზის პლუსები და მინუსები: პლუსები: არ გადიხარ კონსულთან გასაუბრებას, არ გიწევს სხვა ქვეყანაში წასვლა, არ გიწევს ორიგინალი საბუთების ჩაბარება, შეგიძლია გააკეთო ყველაფერი ონლაინ, არის დონე ვიზა, ბიომეტრიას, რომ ჩააბარებ მერე 10 წელი აღარ აბარებ, ვიზა იაფია, სანამ განიხილავენ პასპორტი შენ გაქვს, ნებისმიერ ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია ჩააბაროს განაცხადი სადაც არ უნდა იყოს, არ სჭირდება იმ ქვეყნის ბინადრობის-იქ-ცხოვრების მოწმობა, მინუსები: ბევრი საბუთები უნდა თარგმნო და დაამოწმო ნოტარიულად თარგმანი, დიდი ანკეტა აქვთ და ბევრ კითხვებზე უნდა გასცე პასუხი, პასუხები ზუსტი უნდა გასცე, თუ რაიმე არ გაეცი პასუხი სწორად – მიიღებ 5-წლიან არ შესვლას კანადაში, ვიზაზე პასუხს უნდა ელოდო 1, 3, 4 ან ზოგჯერ 12 თვეც.
რა შეიძლება წარადგინოთ საბუთები ვიზისთვის (საბუთებიდან რაც არ გაქვთ და არ გეხებათ – ის საბუთები გამოტოვეთ, არ უნდა):
- მოქმედი პასპორტი (დასკანირებული მრავალგვერდიან PDF-ფაილში მთავარი გვერდი და ყველა ის გვერდი სადაც არის შტამპი, ვიზა ან რაიმე ჩანაწერი [ცარიელი გვერდების დასკანირება არ არის საჭირო]), დასკანირებულ ფაილს დაარქვით: 1passport-new.pdf; იხილეთ ნიმუში, დააჭირეთ აქ;
- წინა პასპორტები (არსებობის შემთხვევაში, თუ გაქვთ და გეხებათ) (დასკანირებული მრავალგვერდიან PDF-ფაილში მთავარი გვერდი და ყველა ის გვერდი სადაც არის შტამპი, ვიზა ან რაიმე ჩანაწერი [ცარიელი გვერდების დასკანირება არ არის საჭირო]), დასკანირებულ ფაილს დაარქვით: 2passport-old.pdf; იხილეთ ნიმუში, დააჭირეთ აქ;
- სხვა ქვეყნის პასპორტები (არსებობის შემთხვევაში, თუ გაქვთ და გეხებათ) (დასკანირებული მრავალგვერდიან PDF-ფაილში მთავარი გვერდი და ყველა ის გვერდი სადაც არის შტამპი, ვიზა ან რაიმე ჩანაწერი [ცარიელი გვერდების დასკანირება არ არის საჭირო]), დასკანირებულ ფაილს დაარქვით: 2b-passport-other.pdf; იხილეთ ნიმუში, დააჭირეთ აქ;
- პირადობის მოწმობა (ან ID ბარათი) (არსებობის შემთხვევაში, თუ გაქვთ) (დასკანირებული მრავალგვერდიან PDF-ფაილში ორივე მხარე), დასკანირებულ ფაილს დაარქვით: 3id-card.pdf; იხილეთ ნიმუში, დააჭირეთ აქ;
- უცხო ქვეყნის ბინადრობის მოწმობა [ცხოვრების უფლება] (არსებობის შემთხვევაში, თუ გაქვთ და გეხებათ) (დასკანირებული მრავალგვერდიან PDF-ფაილში ორივე მხარე), დასკანირებულ ფაილს დაარქვით: 4card1.pdf;
- სამსახურიდან ცნობა (სასურველია ცნობაში ეწეროს: როდიდან მუშაობ იქ, რა თანამდებობაზე, ხელფასი, თარიღი, ცნობის ნომერი) (სასურველია პირდაპირ იყოს ინგლისურ ენაზე, თუ ქართულად არის მისი თარგმანით ინგლისურ ენაზე) (არსებობის შემთხვევაში, თუ გაქვთ და გეხებათ) (დასკანირებული მრავალგვერდიან PDF-ფაილში ჯერ ცნობა, მერე მისი თარგმანი – ყველა გვერდი), დასკანირებულ ფაილს დაარქვით: 5job1.pdf; იხილეთ ნიმუში, დააჭირეთ აქ;
- სამსახურის (კომპანიის, შპს) საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, შეგიძლიათ ამოიღოთ ამ საიტიდან: https://www.my.gov.ge/ka-ge/services/6/service/179 , https://www.napr.gov.ge , (სასურველია პირდაპირ იყოს ინგლისურ ენაზე ამონაწერი [შეგიძლიათ იუსტიციის სახლში შეუკვეთოდ ამონაწერის თარგმნა ინგლისურ ენაზე – 47 ლარი], თუ ქართულად არის მისი თარგმანით ინგლისურ ენაზე) (არსებობის შემთხვევაში, თუ გაქვთ და გეხებათ) (დასკანირებული მრავალგვერდიან PDF-ფაილში ჯერ ამონაწერი, მერე მისი თარგმანი – ყველა გვერდი), დასკანირებულ ფაილს დაარქვით: 6job-company1.pdf; იხილეთ ნიმუში, დააჭირეთ აქ;
- თუ ქვენი კომპანია (შპს) გაქვთ ან ინდივიდუალური მეწარმე (ი/ს) ხართ [ან ხელმოწერილი მეუღლის სახელზეა] – კომპანიის ან ინდივიდუალური მეწარმის საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, შეგიძლიათ ამოიღოთ ამ საიტიდან: https://www.my.gov.ge/ka-ge/services/6/service/179 , https://www.napr.gov.ge , (სასურველია პირდაპირ იყოს ინგლისურ ენაზე ამონაწერი [შეგიძლიათ იუსტიციის სახლში შეუკვეთოდ ამონაწერის თარგმნა ინგლისურ ენაზე – 47 ლარი], თუ ქართულად არის მისი თარგმანით ინგლისურ ენაზე) (არსებობის შემთხვევაში, თუ გაქვთ და გეხებათ) (დასკანირებული მრავალგვერდიან PDF-ფაილში ჯერ ამონაწერი, მერე მისი თარგმანი – ყველა გვერდი), დასკანირებულ ფაილს დაარქვით: 7my-business1.pdf; იხილეთ ნიმუში, დააჭირეთ აქ;
- თუ თქვენს სახელზეა [ან ხელმოწერილი მეუღლის სახელზეა] ბინა, მიწა, აგარაკი, გარაჟი, სარდაფი ან ავტოსადგომი – საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, შეგიძლიათ ამოიღოთ ამ საიტიდან: https://www.my.gov.ge/ka-ge/services/5/service/176 , https://www.napr.gov.ge , (სასურველია პირდაპირ იყოს ინგლისურ ენაზე ამონაწერი [შეგიძლიათ იუსტიციის სახლში შეუკვეთოდ ამონაწერის თარგმნა ინგლისურ ენაზე], თუ ქართულად არის მისი თარგმანით ინგლისურ ენაზე) (არსებობის შემთხვევაში, თუ გაქვთ და გეხებათ) (დასკანირებული მრავალგვერდიან PDF-ფაილში ჯერ ამონაწერი, მერე მისი თარგმანი – ყველა გვერდი), დასკანირებულ ფაილს დაარქვით: 8apartment1.pdf, 9house2.pdf; იხილეთ ნიმუში, დააჭირეთ აქ;
- თუ ამ მომენტში ხელი გაქვთ მოწერილი – ქორწინების მოწმობა (თუ ქართულად არის და არ არის ინგლისურ ენაზე მისი თარგმანით ინგლისურ ენაზე) (არსებობის შემთხვევაში, თუ გაქვთ და გეხებათ) (დასკანირებული მრავალგვერდიან PDF-ფაილში ჯერ მოწმობა, მერე მისი თარგმანი – ყველა გვერდი), დასკანირებულ ფაილს დაარქვით: 10marriage1.pdf; იხილეთ ნიმუში, დააჭირეთ აქ;
- თუ ამ მომენტში ხელი გაქვთ გაწერილი – განქორწინების მოწმობა (თუ ქართულად არის და არ არის ინგლისურ ენაზე მისი თარგმანით ინგლისურ ენაზე) (არსებობის შემთხვევაში, თუ გაქვთ და გეხებათ) (დასკანირებული მრავალგვერდიან PDF-ფაილში ჯერ მოწმობა, მერე მისი თარგმანი – ყველა გვერდი), დასკანირებულ ფაილს დაარქვით: 11divorce1.pdf;
- თუ ჰყავთ შვილები, მათი დაბადების მოწმობები (თუ ქართულად არის და არ არის ინგლისურ ენაზე მისი თარგმანით ინგლისურ ენაზე) (არსებობის შემთხვევაში, თუ გაქვთ და გეხებათ) (დასკანირებული მრავალგვერდიან PDF-ფაილში ჯერ მოწმობა, მერე მისი თარგმანი – ყველა გვერდი), დასკანირებულ ფაილს დაარქვით: 12birth-uprosi1.pdf, 13birth-shvili2.pdf, 14birth-shvili3.pdf; იხილეთ ნიმუში, დააჭირეთ აქ;
- თუ გაქვს ბანკში რაიმე თანხა [ან ხელმოწერილი მეუღლის სახელზეა], ცნობა ანგარიშის ნაშტის შესახებ (ცნობა არის ერთ გვერდიანი, სასურველია აიღოთ ეს ცნობა ინგლისურ ენაზე, შეგიძლიათ თანხა დადოთ და გაიტანოთ ცნობის აღების მერე) (თუ ქართულად არის და არ არის ინგლისურ ენაზე მისი თარგმანით ინგლისურ ენაზე) (არსებობის შემთხვევაში, თუ გაქვთ და გეხებათ) (დასკანირებული მრავალგვერდიან PDF-ფაილში ჯერ მოწმობა, მერე მისი თარგმანი – ყველა გვერდი), დასკანირებულ ფაილს დაარქვით: 15bank-reference.pdf; იხილეთ ნიმუში, დააჭირეთ აქ;
- ცნობა საგადასახადო ორგანოსგან, რამდენი ჰქონდა მოგება და რამდენი გადასახადი გადაიხადე (თუ ქართულად არის და არ არის ინგლისურ ენაზე მისი თარგმანით ინგლისურ ენაზე) (არსებობის შემთხვევაში, თუ გაქვთ და გეხებათ) (დასკანირებული მრავალგვერდიან PDF-ფაილში ჯერ მოწმობა, მერე მისი თარგმანი – ყველა გვერდი), დასკანირებულ ფაილს დაარქვით: 16revenue-service1.pdf; იხილეთ ნიმუში, დააჭირეთ აქ;
- თუ გაქვს ბანკში პირადი ანგარიში [ან ხელმოწერილი მეუღლის სახელზეა], შედით მობაილ ან ინტერნეტ ბანკინგში და გადმოიწერეთ ბანკის ანგარიშის ამონაწერი (ბოლო 6 თვის) (ბანკში ამობეჭდილი ამონაწერი არ გამოდგება, აუცილებლად უნდა იყოს გადმოწერილი მობაილ ან ინტერნეტ ბანკინგისგან), მანამგდე გადაიყვანე ინგლისურ ვერსიაზე მობაილ ან ინტერნეტ ბანკინგი, გადმოიწერეთ მრავალგვერდიან PDF-ფაილში და ფაილს დაარქვით: 17bank-amonaceri1.pdf; იხილეთ ნიმუში, დააჭირეთ აქ;
- თუ გაქვს ბანკში კომპანიის (შპს) ანგარიში და ხარ დირექტორი [ან ხელმოწერილი მეუღლის სახელზეა], შედით მობაილ ან ინტერნეტ ბანკინგში და გადმოიწერეთ ბანკის ანგარიშის ამონაწერი (ბოლო 6 თვის) (ბანკში ამობეჭდილი ამონაწერი არ გამოდგება, აუცილებლად უნდა იყოს გადმოწერილი მობაილ ან ინტერნეტ ბანკინგისგან), მანამგდე გადაიყვანე ინგლისურ ვერსიაზე მობაილ ან ინტერნეტ ბანკინგი, გადმოიწერეთ მრავალგვერდიან PDF-ფაილში და ფაილს დაარქვით: 18bank-business-amonaceri1.pdf; იხილეთ ნიმუში, დააჭირეთ აქ;
- თუ გიწვევს ფიზიკური პირი – მოსაწვევი ინგლისურ ენაზე (არსებობის შემთხვევაში, თუ გაქვთ და გეხებათ), მოსაწვევს უნდა ჰქონდეს თარიღი, შეიცავდეს ინფორმაციას იმის შესახებ ვინც გიწვევს (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისი იქაური მისამართი, რა პერიოდში გიწვევს და რითი გეხმარება იქ [საცხოვრებელი, ფინანსები და ასე შემდეგ], ვინ ხარ შენ მისთვის და მისი იმ ქვეყანაში სტატუსი [მოქალაქეობა აქვს, ბინადრობა თუ ვიზა]) (დასკანირებული მრავალგვერდიან PDF-ფაილში – ყველა გვერდი), დასკანირებულ ფაილს დაარქვით: 19invitation.pdf;
- თუ გიწვევს ფიზიკური პირი – ვინც გიწვევს (არსებობის შემთხვევაში, თუ გაქვთ და გეხებათ), მისი იქ ცხოვრების საბუთი (დასკანირებული მრავალგვერდიან PDF-ფაილში – ყველა გვერდი), დასკანირებულ ფაილს დაარქვით: 20inv-status.pdf;
- თუ გიწვევს ფიზიკური პირი – ვინც გიწვევს (არსებობის შემთხვევაში, თუ გაქვთ და გეხებათ), მისი ფინანსური დოკუმენტაცია (დასკანირებული მრავალგვერდიან PDF-ფაილში – ყველა გვერდი), დასკანირებულ ფაილს დაარქვით: 21inv-finance.pdf;
- თქვენი სამოტივაციო წერილი (რატომ გსურს იქ წასვლა, როდის გინდა ჩახვიდე, რას გააკეთებ იქ, რა არის თქვენი იქ წასვლის მოტივი), სასურველია იყოს ინგლისურ ენაზე (თუ ქართულად არის და არ არის ინგლისურ ენაზე მისი თარგმანით ინგლისურ ენაზე) (არსებობის შემთხვევაში, თუ გაქვთ და გეხებათ) (დასკანირებული მრავალგვერდიან PDF-ფაილში ჯერ წერილი, მერე მისი თარგმანი – ყველა გვერდი), დასკანირებულ ფაილს დაარქვით: 22motivation.pdf; იხილეთ ნიმუში, დააჭირეთ აქ;
- თუ შენს სახელზეა ავტომობილი [ან ხელმოწერილი მეუღლის სახელზეა] (არსებობის შემთხვევაში, თუ გაქვთ და გეხებათ) (დასკანირებული მრავალგვერდიან PDF-ფაილში ორივე მხარე), დასკანირებულ ფაილს დაარქვით: 23auto1.pdf, 24auto2.pdf; იხილეთ ნიმუში, დააჭირეთ აქ;
- თუ ვინმესთან ერთად მიდიხართ, მისი პასპორტის დასკანირებული მთავარი გვერდი (არსებობის შემთხვევაში, თუ გაქვთ და გეხებათ) (დასკანირებული მრავალგვერდიან PDF-ფაილში ჯერ მთავარი გვერდი, მერე მისი ვიზა თუ აქვს), დასკანირებულ ფაილს დაარქვით: 24passport-person1.pdf;
- ცნობა სასწავლებლიდან სასურველია იყოს ინგლისურ ენაზე (თუ ქართულად არის და არ არის ინგლისურ ენაზე მისი თარგმანით ინგლისურ ენაზე) (არსებობის შემთხვევაში, თუ გაქვთ და გეხებათ) (დასკანირებული მრავალგვერდიან PDF-ფაილში ჯერ ცნობა, მერე მისი თარგმანი – ყველა გვერდი), დასკანირებულ ფაილს დაარქვით: 25education1.pdf;
- თუ მიდიხარ ღონისძიებაზე – მოსაწვევი სასურველია იყოს ინგლისურ ენაზე (თუ ქართულად არის და არ არის ინგლისურ ენაზე მისი თარგმანით ინგლისურ ენაზე) (არსებობის შემთხვევაში, თუ გაქვთ და გეხებათ) (დასკანირებული მრავალგვერდიან PDF-ფაილში ჯერ მოსაწვევი, მერე მისი თარგმანი – ყველა გვერდი), დასკანირებულ ფაილს დაარქვით: 26inv-event1.pdf; იხილეთ ნიმუში, დააჭირეთ აქ;
- სასტუმროს ჯავშანი (არ არის აუცილებელი), ფაილს დაარქვით: 28hotel.pdf; იხილეთ ნიმუში, დააჭირეთ აქ;
- სამოგზაურო დაზღვევა (არ არის აუცილებელი), ფაილს დაარქვით: 29insurance.pdf; იხილეთ ნიმუში, დააჭირეთ აქ;
- სამოგზაურო გეგმა (არ არის აუცილებელი), ფაილს დაარქვით: 30itinerary.pdf; იხილეთ ნიმუში, დააჭირეთ აქ;
- ავია ბილეთის ჯავშანი (არ არის აუცილებელი), ფაილს დაარქვით: 31airticket.pdf; იხილეთ ნიმუში, დააჭირეთ აქ;