უცხოელი გააძევეს…
გერმანიის მოქალაქე ყოფილა ის ვინც აფრენდა თბილისის აეროპორტში – ჯარიმა 4000 ლარი და გააძევეს!
მანამდე ისრაელის მოქალაქემ ისროლა იარაღი ტუნელში გმირთა მოედანზე და 4000 ლარი ჯარიმა და გააძევეს.
რა დრო დადგა საქართველოდან გააძევეს გერმანიის მოქალაქეო (ვიღაც არაბს მისცეს გერმანიის მოქალაქეობა და გაბლატავდა) და გააძევეს, მანამდე გააძევეს ისრაელის მოქალაქეც, საუდის არაბეთის, ქუვეითის, კანადის მოქალაქეც გააძევეს…
გაძევების პროცედურა ახალი მიღებულია! 2025 წელს მგონი 1500 უცხოელი გააძევეს, შედიან რესტორნებში, ამოწმებენ, მიმიქარავს ტრამპი – არც ჩვენ ჩამოვრჩებით გაძევების მიმართულებით…
ვეღარ იბლატავებენ ზედმეტად უცხოელები, არც ერთ მთავრობას ეს მანამდე არ გაუკეთებია, სააკაშვილის დროს – ძალიან იოლად გასცემდა საქართველოს მოქალაქეობას და ბინადრობას, ახლა ძალიან გამკაცრებულია, უკვე აბარებ ქართულ ენას, ისტორიას, სამართალს და იხდი მინიმუმ 500 ლარს და შეიძლება მაინც არ მისცენ, მკაცრი კომისია ზის და იოლად არ აძლევენ ქართულ პასპორტს, ასევე მუდმივ ბინადრობასაც არ აძლევენ, ძაან მკაცრად არის! ისეა მკაცრად რაც არ ყოფილა არასდროს, ბევრი ფაქტია საქართველოს საზღვარზე არ შეუშვეს ძალიან ბევრი ადამიანი!
ადრე რამდენი ჩინელი იყო, ვიეტნამელი, ირანელი, ბევრი რუსია მაგრამ მუდმივ ბინადრობას არ აძლევენ, არც მოქალაქეობას! ადრე მოქალაქეობა უფასო იყო, 2 ფურცელს ავსებდი და გაძლევდნენ 99%, და ბევრი არც იღებდა ახლა უკვე ვერ იღებენ იოლად, ძაან მკაცრად არის. ახლა აძლევენ მარტო ქართველებს, ისიც ვინც საქართველოში ცხოვრობს ან ხშირად ჩამოდის, ისე არა…
დაემატა გაძევების პროცედურა, უცხოელმა ცუდი გაიფიქრა და ეგრევე ჯარიმა და გაძევება, 7 იანვარს არაბი, რომელსაც ჰქონია გერმანიის მოქალაქეობა – თბილისის აეროპორტში რაღაცეებს ყვიროდა და შეურაწყობას აყენებდა პოლიციას და ნოხი გაფინა შუა აეროპორტში, ეგრევე მოუგვარეს, არ გააბლატავეს, ალბათ სახლში ეგონა თავი (გერმანია დებილია, როგორ აძლევს ეგეთებს მოქალაქეობას, ევროპამ მიიღო ამდენი ნაგავი ლტოლვილები, რომლებიც კლავენ და მძიმე დანაშაულებას ჩადიან)…
ასე ჯობია: თუ თავი არ დავიფასეთ, ჩვენ არავინ მერე არ დაგვაფასებს…
1 მარტიდან შემოდის ცალკე სამუშაო ნებართვა უცხოელისთვის, ისე ვერ იმუშავებს… უმაღლესი განათლებაც უფასო იქნება და სახელმწიფო უნივერსიტეტში ვერ ისწავლის პაკისტანი-ინდოეთი…
არავის ვაქებ, უბრალოდ როგორც არის იმას ვიძახი…
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე, 1998 წელს დაბადებული ბ.მ. დააკავეს და საქართველოდან გააძევეს, – აღნიშნულია სამინიისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე განცხადებით, მიმდინარე წლის 7 იანვარს აღნიშნული პირი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყოფნისას გახდა აგრესიული, უხეშად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მაშინ, როდესაც მას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, რასაც ბ.მ-ს ადმინისტრაციული წესით დაკავება მოჰყვა.
„თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით. მას ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით, ასევე, ქვეყნიდან გაძევება და საქართველოში შემოსვლაზე აკრძალვა 3 წლის ვადით.
სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ბ.მ. ესკორტირებულ იქნა თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე, სადაც მისი ქვეყნიდან გაძევების ღონისძიება განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, დაიხვეწა საქართველოში როგორც არალეგალურად, ასევე, ლეგალურად მყოფი უცხო ქვეყნისმოქალაქეთა გაძევების მექანიზმები, რაც შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მათი ქვეყნიდან გაძევების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს“, – აცხადებენ სამინისტროში.
Share this content:

