ამერიკაში და კანადაში ზოგი ქართველი არის უმძიმეს მდგომარეობაში. აქ არის რეალური ისტორიები, იმიგრანტების რეალური ცხოვრება. სანამ იმიგრაციაში წახვალ კარგად დაფიქრდი, გაეცანი ამ ინფორმაცია, იმისათვის, რომ იცოდე რეალური ვითარება! სამწუხაროდ იმიგრანტების ცხოვრება არ არის მოფენილი ია-ვარდებით.
ამერიკაში და კანადაში ზოგი ქართველი არის უმძიმეს მდგომარეობაში. აქ არის რეალური ისტორიები, იმიგრანტების რეალური ცხოვრება. სანამ იმიგრაციაში წახვალ კარგად დაფიქრდი, გაეცანი ამ ინფორმაცია, იმისათვის, რომ იცოდე რეალური ვითარება! სამწუხაროდ იმიგრანტების ცხოვრება არ არის მოფენილი ია-ვარდებით.



გამარჯობათ თქვენი დახმარება მჭირდება. ძალიან ცუდი სიტუაცია მაქვს
მაგრად მიტყდება ამის დაწერა მარა უკვე პიკი მაქვს. სამსახური ვერ ვიშოვე და ფული რაც მქონდა ყველაფერი დამეხარჯა ჭამაში და სამსახურების ძებნაში, ძაან რომ არ მიჭირდეს ამას არ დავწერდი. ორი დღეა თითქმის არ მიჭამია და ხვალისთვის რას ვიზამ არ ვიცი, დედას ვფიცავარ 1$ არ მაქვს რომ ხვალ ყავა მაინც დავლიო . თავს არავის ვაცოდებ და არც არავისი ფული და საჭმელი არ მინდა უბრალოდ იქნებ ვინმეს რამე სამსახური გქონდეთ რომ ჩემით ვიშოვო ჩემი პურის ფული. , რამოდენიმე ღამეა ხან მანქანაში და ხან მეგობრებთან ვრჩები ხანდახან მეტროში ვათევ. ვარ ბრუკლინში და აქ ვაპირებ ყოფნას უბრალოდ დახმარება მჭირდება იქნებ ვინმეს რამე სამუშაო გქონდეთ ან იცოდეთ რამე. ვარ 34 წლის ბიჭი . ვიცი ინგლისური და რუსული. კომპიუტერიც კარგად ვიცი. პრავაც მაქვს, ნამუშევარი მაქვს ოფისებში დისპეჩერად, აქაუნტერად და ტრანსპორტირების კოორდინატორად. ასევე ადრე ვმუშაობდი მშენებლობაზე კონკრეტულად ფანჯრების თემა პროფესიონალურ დონეზე ვიცი. ასევე შიდა სამუაშაოებიც ყველაფერი. პროსტა საბუთები გაგრძელების პროცესშია და ჩემმ ძველ კომპანიებში ვერ მივდივარ სააბუთის გამო. ბევრი რამეზე შემიძლია მუშაობა და რავი ექსფერიენსებიც მაქვს პროსტა ეს ბოლო პერიოდი ცუდათ წამივიდა საქმე ჯამრთელობის პრობლემა მქონდა ვირული მუშაობიდან გადავიწვი და ეხლა ვიმკურნალე მოვიხოდე და სამსახურს ვეღარ ვიწყებ. და აქ ცხოვრება ისეთი ძვირია რომ თუ არ მუშაობ ვერ ეწევი ვერაფერს და ეხლა ძაან უკან წამივიდა საქმე და რაც მქონდა მქონდა ყველაფერი დავხარჯე და ეხლა ფიზიკურად არ შემიძლია სამსახურის ძიება სამგზავრო ფულიც აღარ მაქვს . მშიერი კიდე წავიდოდი მარა უბილეთოდ როგორ ვიმგზავრო ? მოკლედ ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება ესე ცხოვრებაში არ ვყოფილვარ მარა არავინ ვიცით როდის რა მოხდება ასე რომ მე ასე დამემართა უცებ დავეცი და ეხლა უკან დაბრუნება ძაან მიჭირს. აღარ ვიცი რაზე ვიფიქრო სახლზე.საჭმელზე თუ სამსახურზე. მოხუცთანაც წავალ. მე შრომა არ მეთაკილება მითუმეტეს ამ კონკრეტულ სიტუაციაში ძაან ემერჯენსი მაქვს. მე არც ფულს გთხოვთ და არც არაფერს უბრალოდ სამსახურის თემაში იქნებ ვინმეს რამე გეგულებოდეთ რომ ჩემი საჭმლის ფული მე ვიშოვო. და მერე როდესმე სახლში მაინც ვიცხოვრო. არადა რამოდენიმე წლის წინ ყველაფერი მქონდა საერთოდ ყველაფერი მარა სამწუხაროდ მეუღლეს დავშორდი და საერთოდ ყველაფერი დავკარგე მერე გულის პრობლემა მქონდა და ეხლა რომ გადავრჩი და ვიმკურნალე ეხლა ყველაფრის გარეშე დავრჩი და ისევ ნულიდან მიწევდ ცხოვრების დაწყება მარა არაუშავს დავიწყებ პროსტა მე ჩემით ვერაფერი სამსახური ვერ ვნახე და იქნებ ვინმემ რამე იცოდეთ და რამეში დამეხმაროთ. მადლობა და სიკეთე არ დაგეკარგებათ. ყველასს ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ.












Share this content:
