საქართველოს აქვს ყველაზე ძლიერი პასპორტი რეგიონში – 2025 წლის მონაცემები.

2025 წლის ჰენლის პასპორტის ინდექსის მიხედვით, საქართველოს აქვს ყველაზე ძლიერი პასპორტი რეგიონის ქვეყნებს შორის.

კერძოდ, ქართული პასპორტით 122 ქვეყანაში უვიზოდ შესვლაა შესაძლებელი, რამაც, ბოლო მონაცემებით, ქვეყანა რეიტინგში ორი პოზიციით ასწია და 42-ე ადგილზე გავიდა.

https://www.passportindex.org/improve.php?p1=ge

https://en.wikipedia.org/wiki/Visa_requirements_for_Georgian_citizens

საქართველოს მოსდევს თურქეთი და რუსეთი პასპორტის სიძლიერით. ზემოაღნიშნული ქვეყნები 114 ქვეყანაში უვიზოდ შესვლის რეიტინგში 45-ე ადგილს იკავებენ.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, აზერბაიჯანი 67-ე ადგილზეა 70 ქვეყანაში უვიზო მიმოსვლით. რეიტინგში შემდეგია სომხეთი, რომელიც 70-ე ადგილს იკავებს და 67 ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმი აქვს.

თქვენი ინფორმაციისთვის, ჰენლის პასპორტის ინდექსი აჩვენებს, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ კონკრეტულ ქვეყანაში გამგზავრება უვიზოდ. რეიტინგი ეფუძნება საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის მონაცემებს და მოიცავს 199 პასპორტს და 227 ქვეყანას.

https://jnews.ge/139614

Share this content: