თუ გაწუხებთ სიმსუქნე ან დიაბეტი, ამიერიდან აშშ საკონსულომ შეიძლება უარი გითხრათ საიმიგრაციო (მწვანე ბარათი) ან არასაიმიგრაციო (ტურისტული და სხვა ტიპის) ვიზაზე.

თუ გაწუხებთ სიმსუქნე ან დიაბეტი, ამიერიდან აშშ საკონსულომ შეიძლება უარი გითხრათ საიმიგრაციო (მწვანე ბარათი) ან არასაიმიგრაციო (ტურისტული და სხვა ტიპის) ვიზაზე.

ახალი წესი შეიძლება თანაბრად შეეხოს როგორც არასაიმიგრაციო ვიზაზე განმცხადებლებს, ასევე მწვანე ბარათის გათამაშებაში გამარჯვებულებს და ოჯახის გაერთიანების გზით აშშ-ში მიმავალ პირებს.

აშშ-ის მთავრობის ბოლო დირექტივებმა გააფართოვა სხვადასხვა ტიპის ამერიკის ვიზების გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების სპექტრი, რის დროსაც საკონსულო ოფიცრები იხელმძღვანელებენ განმცხადებლის სამედიცინო ისტორიითა და მის პოტენციურად „სახელმწიფო ტვირთად“ (public charge) დაწოლის ალბათობაზე ამერიკაში შესვლის შემთხვევაში.

მედიაში გავრცელებული ცვლილებები ეფუძნება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მსოფლიოს მასშტაბით საელჩოებისა და საკონსულო თანამშრომლებისთვის გაგზავნილ კაბელს (დიპლომატიურ ინსტრუქციას).

სამედიცინო მდგომარეობების უფრო დეტალური გადამოწმება

ახალი სახელმძღვანელო მკვეთრად აფართოებს იმ სამედიცინო მდგომარეობების სპექტრს (მათ შორის გაითვალისწინება დიაბეტი და სიმსუქნე), რომლებიც საკონსულო ოფიცერმა უნდა გაითვალისწინოს განმცხადებლის ქვეყანაში დაშვებადობის შეფასებისას.

გაფართოებული სია: ტრადიციულად, სამედიცინო საფუძველზე უარის თქმა ფოკუსირდებოდა ძირითადად საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის სახიფათო გადამდებ დაავადებებზე (მაგ. აქტიური ტუბერკულოზი, სიფილისი და ა.შ.) და კონკრეტულ ფსიქიკურ/ფიზიკურ დარღვევებზე, რომლებიც დაკავშირებული იყო მავნე ქცევასთან. საკონსულო ოფიცრებს პირადი შეხედულების საფუძველზე, თუ განმცხადებელს რაიმე უჩვეულო ქცევას შეატყობდნენ, შეეძლოთ უარი ეთქვათ მისთვის, ან შეეჩერებინათ საქმისწარმოება მანამდე, სანამ მას დრო არ გაუვიდოდა.

ახალი დირექტივა კი დამატებით პირდაპირ მიუთითებს ოფიცრებს, ვიზის განხილვისას გაითვალისწინონ ბევრად უფრო ფართო ქრონიკული, არაგადამდები დაავადებები, როგორიცაა:

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

სასუნთქი სისტემის დაავადებები

კიბო

დიაბეტი

მეტაბოლური დაავადებები

ნევროლოგიური დაავადებები

ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობები

სიმსუქნე, როგორც ფაქტორი: სახელმძღვანელო ასევე მოუწოდებს ოფიცრებს გაითვალისწინონ სხვა მდგომარეობები, როგორიცაა სიმსუქნე, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ძვირადღირებული, გრძელვადიანი პრობლემები, მაგალითად ძილის აპნოე და მაღალი წნევა.

ფოკუსი შესაძლო ხარჯებზე აშშ-ის სახელმწიფოს მხრიდან: ახალი ინსტრუქცია ავალდებულებს ოფიცრებს გაითვალისწინონ, შეიძლება თუ არა ესა თუ ის სამედიცინო მდგომარეობა საჭიროებდეს „ასობით ათასი დოლარის“ ღირებულების მოვლა-მკურნალობას და შეძლებს თუ არა განმცხადებელი ამ ხარჯების დაფარვას აშშ-ის მთავრობის დახმარების გარეშე.

„სახელმწიფო ტვირთის“ (კანონმდებლობა – იმიგრაციის და ნაციონალობის აქტი: INA 212(a)(4)) უფრო მკაცრი განსაზღვრება

ახალი სამედიცინო შემოწმება პირდაპირ უკავშირდება „სახელმწიფო ტვირთის“ საფუძველზე უარის თქმის მიზეზს, რომელიც განსაზღვრავს, სავარაუდოდ გახდება თუ არა პირი დამოკიდებული სახელმწიფო დახმარებაზე. ახალი დირექტივა უფრო მკაცრად ავალდებულებს სავიზო ოფიცრებს გაითვალისწინონ მეტი ფაქტორები:

ჯანმრთელობის დაცვის ფინანსური რესურსები

ოფიცრებმა უნდა შეაფასონ, აქვს თუ არა განმცხადებელს და მის ოჯახს საკმარისი ფინანსური რესურსები პოტენციური გრძელვადიანი სამედიცინო მოვლის ხარჯების დასაფარად აშშ-ში ცხოვრების მომავალი პერიოდის განმავლობაში, სახელმწიფოს მხრიდან ფულადი დახმარების ან გრძელვადიანი ინსტიტუციონალიზაციის გარეშე.

ვიზის სპონსორზე (აშშ მოქალაქე ან მწვანე ბარათის მფლობელ პირზე) დამოკიდებული პირების (dependents) ჯანმრთელობის ფაქტორი:

სახელმძღვანელო სპეციალურად მიუთითებს ოფიცრებს გაითვალისწინონ განმცხადებელზე დამოკიდებული პირების (ბავშვები ან მოხუცი მშობლები) ჯანმრთელობა. კითხვაა: „აქვთ თუ არა დამოკიდებულებს შშმ სტატუსი, ქრონიკული სამედიცინო მდგომარეობები ან სხვა სპეციალური საჭიროებები, რომლებიც მოითხოვენ მოვლას ისე, რომ განმცხადებელმა ვერ შეძლოს დასაქმება?“

ასაკი და სხვა ფაქტორები:

ასაკი, რომელიც დაკავშირებულია მომავალ ჯანმრთელობის პრობლემებთან და დასაქმების სტაბილურობასთან, ასევე ასახულია, როგორც ვიზია გაცემაზე ხელისშემშლელი ფაქტორი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან ერთად.

მიუხედავად იმისა, რომ „სახელმწიფო ტვირთის“ წესი ისტორიულად უფრო მეტად ეხებოდათ პოტენციურ მუდმივ რეზიდენტებს (გრინ ქარდი), ახალი გაფართოებული სახელმძღვანელო სამედიცინო მდგომარეობებთან დაკავშირებით მაინც მნიშვნელოვან დაბრკოლებად იქცევა სხვა ვიზის ტიპის განმცხადებლებისთვისაც (რომლებიც საკონსულოში თავდაპირველად შეაქვთ განაცხადი აშშ ვიზაზე).

მათ უნდა დაარწმუნონ საკონსულო ოფიცერი, რომ მათი და მათი ოჯახის ჯანმრთელობა მომავალში არ გახდება სახელმწიფო ტვირთის მიზეზი.

საკონსულო ოფიცრების უფრო ფართო დისკრეცია

იმიგრაციის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ახალი სახელმძღვანელო მნიშვნელოვნად აფართოებს საკონსულო ოფიცრების დისკრეციას, რომლებიც სამედიცინო განათლებას არ ფლობენ, რათა სპეკულაციურად განსაჯონ განმცხადებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაძლო მომავალი განვითარება და პოტენციური ხარჯები.

ეს თავისთავად ქმნის სუბიექტურობას და ზრდის ოფიცრის მხრიდან ვიზაზე უსამართლოდ უარის თქმის შანსს ინტერვიუს დროს, სადაც პირადი შეხედულების საფუძველზე მომავალი სამედიცინო დამოკიდებულების დადგენამ შეიძლება გამოიწვიოს ვიზაზე უარი.

ამთავითვე ორი აზრი არ არსებობს, რომ ახალი დირექტივა სულ მალე დადგება პოტენციური სასამართლო სარჩელების და სხვა სამართლებრივი გამოწვევების წინაშე განმცხადებლების მხრიდან.

ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს პრეზიდენტმა გამოსცა პროკლამაცია, რომლის მიხედვითაც წესით უნდა გამკაცრებულიყო ზემოთხსენებული ე.წ. “Public Charge Rule”, მაგრამ ის ფედერალური მოსამართლის მიერ დაბლოკილ იქნა.

წესის თანახმად, სავარაუდოდ იმ შესაბამის სამედიცინო დაქესებულებებსაც გადაეცემათ ეს მოთხოვნები, რომლებიც მომავალი იმიგრანტების სამედიცინო შემოწმებას აწარმოებენ (მაგ. სამედიცინო ცენტრი “ციტო”).

აპლიკანტების მხრიდან ქრონიკული და სხვა სახის დაავადებების აღიარებამ შესაძლოა გამოიწვილს პრობლემები ინტერვიუს დროს ვიზის მიღების პროცესში, სადაც პირადი შეხედულების გარდა სავიზო ოფიცერი მედიკოსების ჩანაწერებითაც იხელმძღვანელებენ.

ამიტომ განმცხადებლები სავარაუდოდ არ იქნებიან გულახდილები სამედიცინო შემოწმებისას, რათა თავიდან აიცილონ შესაძლო სავიზო გართულებები.

ამ თემასთან მობრუნება კვლავ მოგვიწევს იმისდა მიხედვით თუ როგორ განვითარდება მოვლენები და რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელებენ საკონსულო ოფიცრები სავიზო გადაწყვეტილებების მირებისას. ამას კი დრო გვანახებს.

ამიტომ თუ ამერიკაშ მოგზაურობას გეგმავთ ტურისტულად ან მწვანე ბარათით, გამოწერილი გქონდეთ ჩვენი გვერდი და თვალყური ადევნეთ აქ დადებულ სიახლეებს, რომლებსაც სისტემატიურად შემოგთავაზებთ სასარგებლო რჩევებთან ერთდ, რაც თქვენი სავიზო პროცესის გაიოლებაში დაგეხმარებათ.

Share this content: