კონსულტაცია ტელეფონით ან სოციალური ქსელის საშუალებით.

არის როცა ადამიანს სჭირდება კონსულტაცია, თუ მას აინტერესებს ბევრ კითხვაზე პასუხები, მაგალითად:

უნდა, რომ მომიყვეს, როგორი აქვს სავიზო და სამოგზაურო ისტორია, ასევე რა სამსახური აქვს, რამდენი აქვს ხელფასი და შემოსავალი, რა ქვეყნებშია ნამყოფი, და აქვს თუ არა ნასამართლეობა, ჰქონდა თუ არა რაიმე ვიზებზე უარი და აინტერესებს – როგორ ჯობია, რა ჯობია? ან საერთოდ ღირს თუ არა ვიზაზე ნაცხადის გაკეთება, როგორი შანსები აქვს, რას ვურჩევთ, რა მიმართულებები უნდა გაუმჯობესოს და ასე შემდეგ.

აქვს მოსაყოლი თავისი დიდი ისტორია და უნდა ვურჩიოთ რამდენად ღირს შესვლა, რა ჯობია, როგორ ჯობია?

სატელეფონო და სოციალური ქსელით კონსულტაცია ღირს – 100 ლარი, პირადათ შეხვედრა და ისე კონსულტაცია – 150 ლარი (საბუთების ნახვა, განხილვა, რჩევები).

კონსულტაცია არ ნიშნავს, რომ ამ საუბრის მერე შენ აუცილებლად მიიღებ ვიზას, კონსულტაცია ნიშნავს იმას, რომ იქნება სიტუაცია შეფასებული რეალურად და პირდაპირ იქნება ნათქვამი – რა და როგორ (მინუსები და პლუსები).

კონსულტაცია არ არის მარტო – რა ღირს მომსახურება და როდის არის ინტერვიუს ადგილებიო. კონსულტაცია არის – გაცნობა, ვინ ხარ, რა პასპორტი გაქვს? რა ქვეყნებში იყავი? რა პოზიცია გაქვს სამსახურში? გაქვს თუ არა ბიზნესი? რამდენი გაქვს ხელფასი? რამდენი გაქვს შემოსავალი? გაქვს თუ არა ხელფასი? ჰყავს თუ არა ოფიციალური მეუღლე (თუ ჰყავს რა ქვეყანაშია ახლა)? ჰყავს თუ არა შვილები? ჰქონდა თუ არა მანამდე რაიმე ვიზა? რა სამსახურში მუშაობ? როდიდან მუშაობ? რა არის შენი განათლება? სად ჰყავს დედა, მამა, შვილები, მეუღლე, დაიკ და ძამიკო? რისთვის მიდიხარ? რა ქვეყნებში ხარ ნამყოფი?

ეს არის დეტალური განხილვა შენი ბიოგრაფიის და შენი სავიზო კეისის, ეს არის კონსულტაცია, 45 წუთიანი მაქსიმუმ, ან 1 საათიანი პირადათ შეხვედრა.

სასურველია თავიდან იცოდე რა შანსები გაქვს, რა პლუსები და რა მინუსები ვიზის საკითხში (თუმდაც ვერ მიიღო ვიზა ან არ მოგეწონოს ჩემი ნასაუბრები – ინფორმაცია იქნება რეალური და არა ზღაპარი და ზედმეტი მოლოდინი), ასევე იქნება რჩევები რა შეიძლება გამჯობესდეს.

ეს საკითხი ეხება ყველა ქვეყნის ვიზას, სადაც სჭირდება სრული კონსულტაცია.