ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას ვგეგმავთ — კობახიძე.

„ქართული ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების პროცედურების შემსუბუქებას გეგმავს.

ამის შესახებ კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„გვქონდა საუბარი იუსტიციის მინისტრთან ერთად და ვგეგმავთ, რომ შევამსუბუქოთ პროცედურები. არიან, მაგალითად სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის მეზობელ ქვეყნებში ეთნიკური ქართველები, რომლებსაც არ აქვთ მოქალაქეობა, არიან მათი შვილები, თავადაც უნდათ მოქალაქეობის მიღება და მათ შორის, არიან ადამიანები, რომლებმაც ქართული ენა არ იციან და მათთვისაც შეიძლება, რომ შემსუბუქდეს ეს პროცედურები. ამაზე გვაქვს აქტიური კონსულტაციები და შესაძლებელია გადაწყვეტილებამდე მისვლა“, — განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, უფრო ფართო მსჯელობის საგანია ფერეიდნელი ქართველების საკითხი.

„მეზობელ თურქეთში მილიონობით ეთნიკურად ქართველია, არიან ირანში ფერეიდნელი ქართველები, სხვა ქვეყნებში არიან თავის დროზე საქართველოდან გასული ადამიანები. ეს უფრო ფართო მსჯელობის საგანია, თუმცა ამ საკითხზეც შეიძლება მსჯელობის უფრო ფართოდ გაშლაც. რაც შეეხება ქართველების დაბრუნებას საქართველოში, ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რაც მინდა, რომ გავიხსენო. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა 40 000 ქართველი, ძირითადად რუსეთიდან, უკრაინიდან და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან. მათ არანაირი პრობლემა არ შეჰქმნიათ“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ბევრი ქართველია, ვისაც შვილები შეეძინათ საზღვარგარეთ, ისინი სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. თუ ქართველების რაოდენობის ზრდა არის ამოცანა, ამ ხალხს პირდაპირ უნდა მისცეთ მოქალაქეობა“, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ღია ეთერში“ პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.

მისი თქმით, მოქალაქეობის მიღების მიმართულებით უამრავი პრობლემა არსებობს.

„მე გულწრფელობასთან დაკავშირებით მაქვს პრობლემები. ვფიქრობ, მართებულია რასაც ვლაპარაკობთ იმასთან დაკავშირებით, ანდაზა „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“. თუ ყველას ასე უნდა, რომ საქართველოში ქართველების რაოდენობა გაიზარდოს, ეკონომიკასაც იმიტომ ვზრდით, რომ საბოლოო ჯამში ეს შედეგი მივიღოთ, საქართველოში ქართველების გაზრდის, მოსახლეობის გაზრდის ძალიან მარტივი წესიც არსებობს, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება უბრალოდ ებრძვის დიდი ხანია. გეტყვით რამდენიმე შემთხვევას.

თქვენ იცით, რომ ბევრი ქართველია, რომელსაც შვილები შეეძინათ საზღვარგარეთ. ისინი სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. ზოგი ევროპის ქვეყნის, ზოგი ამერიკის, ზოგი რუსეთის, ზოგი სხვა ვიღაცების და თქვენ არ ვიცი, იცით თუ არა, რამდენად არის გამარტივებული მათთვის მოქალაქეობის მიღება.

მე ბევრი ნაცნობი, მეგობარი მყავს, ვისაც შვილები ჰყავთ, უკვე სკოლას ამთავრებენ. ქართველები არიან, დედითაც ქართველები არიან ხშირ შემთხვევაში, მამითაც. ხშირად მხოლოდ მამით არიან ქართველები, მაგრამ ქართველები არიან, ქართული სახელი და გვარები აქვთ. მამა მოდის, ქართულად ლაპარაკობს, შვილი მოჰყავს, ეუბნება მიეცით ამას ან ორმაგი მოქალაქეობა, ან საქართველოს მოქალაქეობა და ფაქტობრივად, სუს-ი, სპეცსამსახურები, ვინ არ უნდა გადაამოწმოს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში უბრალოდ უარს იღებს ეს ხალხი. ამ მიმართულებით უამრავი პრობლემა არსებობს.

თუ ქართველების რაოდენობის ზრდა არის ამოცანა, ამ ხალხს პირდაპირ უნდა მისცეთ მოქალაქეობა. ქართველია, იცი, რომ ქართული წარმოშობა აქვს და შესაბამისად, რა კონტრარგუმენტი უნდა არსებობდეს, რომ ასეთ ადამიანებს მოქალაქეობა არ მისცე“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

https://imedinews.ge/ge/politika/427754/iago-khvichia-bevri-qartvelia-visats-shvilebi-sheedzinat-sazgvargaret-isini-skhva-qveknis-moqalaqeebi-arian-tu-qartvelebis-raodenobis-zrda-aris-amotsana-am-khalkhs-pirdapir-unda-mistset-moqalaqeoba

https://www.sakartvelosambebi.ge/ge/akhali-ambebi/kobakhidze-etnikuri-kartvelebistvis-mokalakeobis-mighebis-gamartivebas-aanonsebs

Share this content: