ფრთხილად: კანადის ვიზის აფერისტებით სავსეა ქვეყანა! წაიკითხე.
ბოლო დროს ძალიან ბევრი აფერისტი გამოჩნდა, რომელიც ამბობს, რომ აკეთებს კანადის ვიზებს: გაგიკეთებს სამუშაო ვიზას, კანადაში ცივა და შენ იქ სჭირდები – იცოდეთ ეს არის ტყუილი, არანაირი სამუშაო ვიზა არ კეთდება იოლად, სამუშაო ვიზას სჭირდება ნებართვა LMIA, რომელსაც გიკეთებს კომპანია და ჯდება ძალიან ძვირი და ამაში მიდის დრო მინიმუმ 1 წელი და თან უნდა დაამტკიცოს, რომ შენნაირი კადრი არ არის კანადაში.
კანადაში არის ძალიან ბევრი მუშა ხელი, ჯერ 300.000 უკრაინის მოქალაქე ჩავიდა მუშაობის უფლებით და შენ ტურისტული ვიზით, რომლითაც შენ არ გაქვს უფლება იმუშაო იქ უბრალოდ არ სჭირდები.
არ წამოეგოთ პროვოკაციას და ტყუილებს, ბევრი გივსებთ უბრალოდ ჩვეულებრივი ტურისტულ ვიზას, რომელსაც თქვენ მაინც არ მოგცემენ იოლად! მიდიხარ აბარებ ბიომეტრიას და ჰგონია, რომ ახლოს ხარ ვიზასთან, შენ სამუშაოდ კანადაში არ სჭირდები, არც ტურისტულ ვიზას მოგცემენ იოლად, მერე ვინც გივსებს – გივსებს ტყუილებს და ამატებს ყალბ საბუთებს და შენს პორტალზე არ გაძლევს წვდომას და გატყუებს, მერე გეუბნება, რომ კანადამ მოითხოვა სპონსორი და ის გაგიკეთებს, იცოდეთ, რომ ეს არის ყველაფერი ტყუილი და აფიორა!
ნუ დააღებ პირს და ნუ დაიჯერებ ყველარს, რაც უშენოთ კეთდება და შენ ვერ ხედავ რა გაიგზავნა და რა ვიზა მოითხოვეს და პორტალზე არ გაქვს წვდომა, შენ ხარ აფიორის მსხვერპლი. ნუ მოატყუებიებ და დააშტერებიებ სხვას თავს.
დღეს დღეობით ფაქტიურად კანადის და ამერიკის ვიზის მიღება არის სასწაული! შენ შენი ლამაზი თვალებით და ზღაპრული იდეებით ვერ მიიღებ ვიზას იოალად, ამერიკა 10 დან 2-ს აძლევს ვიზას, კანადაც ასეა 10-დან 2-ს აძლევს ვიზას, უნდა იყო ფინანსურად ძლიერად, რომ მიიღო ვიზა.
რაღაც მარტივი ძღაპრების ნუ დაიჯერებთ და თქვენი მოსაზრება და იდეა არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ბევრს ელანდება.
კანადა რეალურად ძალიან ურთულესად გასცემს ვიზებს, ამერიკაც ასეა და ყველა განვითარებული ქვეყანა: ბრიტანეთი, ირლანდიაც, თან არავინ იოლად არ იტოვებს იქ ხალხს ლტოლვილად, ბევრს ადეპორტებენ უკან! ცივა და ვჭირდები ეგ არის ზღაპარი. ვიზას ითხოვ მხოლოდ ტურისტულს!
აგერ ერთი სავიზო აფერისტი დაიჭირეს უცხოეთში და ბევრი მოატყუა და მილიონები მიითვისა და ნუ იქნები შემდეგი (მერე, რომ არ ირბინო: ვაიმე მომატყუეს 5.000 – 20.000 დოლარში, გადამაგდეს ამდენ ფულში, სანამ რაიმე უტვინობას ჩაიდეს ასჯერ დაფიქრდი – რას აკეთებ, სანამ ფულს და ბინებს დაკარგავ).
აშშ-ში თავშესაფრისთვის ყალბი „ქეისების“ საქმე: არგენტინამ საქართველოს ბრალდებული გადმოსცა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/33877055.html
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 14 ოქტომბერს არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია გიორგი ხატიაშვილი, რომელსაც აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი ისტორიებისა და დოკუმენტების დამზადებაში მონაწილეობა ედება ბრალად.
პროკურატურის განცხადებით, ხატიაშვილი სხვა ბრალდებულებთან ერთად ხელმძღვანელობდა დანაშაულებრივ სქემას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოქალაქეებს აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს, ე.წ. ქეისებს, და შესაბამის დოკუმენტებს უმზადებდნენ.
გამოძიების ვერსიით, ჯგუფის წევრები მოქალაქეებისთვის იგონებდნენ ისტორიებს, თითქოს საქართველოში მათ პოლიტიკური შეხედულებების, სექსუალური ორიენტაციის ან სამართალდამცავების მხრიდან დევნის გამო საფრთხე ემუქრებოდათ. ამ ისტორიების დასადასტურებლად კი ყალბ დოკუმენტებს ამზადებდნენ.
პროკურატურის ცნობით, გამოძიებამ გამოავლინა 1000-ზე მეტი ადამიანი, რომლებსაც ჯგუფის წევრებმა 2023-2026 წლებში მომსახურება შესთავაზეს. უწყების ინფორმაციით, მათგან დაახლოებით 600 ათასი ლარი, 2,25 მილიონი დოლარი და 12 500 ევრო მიიღეს.
გიორგი ხატიაშვილს ბრალად ედება საქართველოს მოქალაქეებისთვის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის ხელშეწყობა, თავშესაფრის მისაღებად მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობა-ორგანიზება და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღება.
პროკურატურის განცხადებით, ამ სისხლის სამართლის საქმეზე პასუხისგებაში სულ ცხრა პირია მიცემული. კიდევ ერთი ძებნილი ბრალდებული საქართველოში ექსტრადირებულია გერმანიიდან.
უწყება აცხადებს, რომ არგენტინიდან ექსტრადიცია პრეცედენტულია, რადგან ეს პირველი ასეთი შემთხვევაა ევროპისა და რეგიონის მიღმა ქვეყნებიდან. გამოძიებაში მონაწილეობდნენ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) და თბილისში აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახური.
რა არის ცნობილი საქმის შესახებ?
საქართველოს პროკურატურამ აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობით ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის გამოვლენის შესახებ პირველად 2026 წლის 2 ივნისს განაცხადა.
იმ დროს პროკურატურამ სამი პირი დააკავა, ხოლო ექვსის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, გამოვლენილი იყო 366 მოქალაქე, რომლებმაც აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ჯგუფის წევრებს მიმართეს.
პროკურატურის მაშინდელი განცხადებით, ყალბი „ქეისის“ შედგენისთვის მოქალაქეებს 1000-1500 დოლარს, ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის 3000 დოლარს, ხოლო საქმის წარმოებისა და წარმატებით დასრულებისთვის დამატებით 6000-8000 დოლარს სთხოვდნენ.
მოგვიანებით, 14 ივლისს, პროკურატურამ მსგავსი სქემით მოქმედი კიდევ ერთი დანაშაულებრივი ჯგუფის გამოვლენისა და ოთხი პირის მიმართ ბრალის წარდგენის შესახებ განაცხადა.
Share this content:
