თაღლითობა „საიმიგრაციო კონსულტაციის“ სახელით — დაკავებები და 13 პირისთვის ფედერალური ბრალდებების წარდგენა

თაღლითობა „საიმიგრაციო კონსულტაციის“ სახელით — დაკავებები და 13 პირისთვის ფედერალური ბრალდებების წარდგენა

ფლორიდაში დააკავეს კომპანია Legacy Imigra Solutions-ის ხელმძღვანელები და რამდენიმე თანამშრომელი. მათ ბრალი ედებათ იმაში, რომ ემიგრანტებს თავს ასაღებდნენ საიმიგრაციო საკითხებში გამოცდილ სპეციალისტებად და იურიდიული მომსახურების გაწევის უფლებამოსილ პირებად, რის შედეგადაც მათგან თანხებს იღებდნენ.

გამოძიების ფარგლებში სულ 13 პირს წარედგინა ფედერალური ბრალდება.

ხელისუფლების ინფორმაციით, სავარაუდოდ, ასობით ემიგრანტი დაზარალდა, ხოლო მოტყუებით მიღებული თანხის ოდენობამ 20 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

გახსოვდეთ: „საიმიგრაციო კონსულტანტის“ წოდება არ ნიშნავს, რომ ადამიანს იურიდიული მომსახურების გაწევის უფლება აქვს. ეს სტატუსი შესაძლოა ემიგრანტების მოტყუების საშუალებადაც იქცეს.

სანამ საკუთარ მომავალსა და საიმიგრაციო საკითხებს ვინმეს მიანდობთ, აუცილებლად გადაამოწმეთ, არის თუ არა ის ლიცენზირებული ადვოკატი ან აქვს თუ არა საიმიგრაციო სამართლებრივი დახმარების გაწევის შესაბამისი უფლებამოსილება.

იყავით ფრთხილად! ნუ ენდობით მხოლოდ დაპირებებს — გადაამოწმეთ, ვის ანდობთ საკუთარ მომავალს.

Share this content: