საიმიგრაციო ვითარება ამერიკაში.

ტრამპის ლტოლვილთა ქვეყანაშ დაშვების კვოტის შემცირებამ შიშები გამოიწვია აშშ-ში ჩვენს თანამემამულეებს შორის, რომლებსაც მოთხოვნილი აქვთ თავშესაფარი.

აქვე გვსურს ნაწილობრივ დავამშვიდოთ ეს ადამიანები, რადგან არსებობს განსხვავება.

📢 აშშ-ში თავშესაფრის მაძიებლების (ასილანტების) მდგომარეობა – 2025 წლის ოქტომბერი

🇺🇸 რა ხდება ახლა აშშ-ში თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებით?
(არა ლტოლვილებთან – ლტოლვილები განსხვავდებიან!)

🔹 თავშესაფრის მაძიებელი (Asylum Seeker) – ადამიანი, რომელიც უკვე შევიდა აშშ-ში (საზღვარზე ან შიგნით) და ითხოვს დაცვას დევნისგან.

🔹 ლტოლვილი (Refugee) – ადამიანი, რომელიც აშშ-ს ტერიტორიის გარეთაა და გაივლის გასაუბრებას UNHCR-ის მეშვეობით, შემდეგ თუ დამტკიცდება – ჩაჰყავთ აშშ-ში.

➡️ მთავარი განსხვავება:

თავშესაფრის მაძიებელი უნდა იყოს აშშ-ში და შეავსოს ფორმა I-589 (შესვლიდან 1 წლის განმავლობაში).
ლტოლვილს არ სჭირდება აშშ-ში ყოფნა – ისინი ქვეყნის გარეთ არიან და მათ ამიერიდან (2026 წლიდან) ყოველწლიურად 7500 ადამიანის დაშვების კვოტა შეეხებათ, როგორც წინა პოსტში ვიუწყებოდით.

⚠️ მნიშვნელოვანი: 7500-იანი კვოტა არ ეხება ჩვენს თანამემამულეებს – ქართველ თავშესაფრის მაძიებლებს, რომლებიც უკვე აშშ-ში არიან!
მათი საქმეები განიხილება ცალკე, და ათასობით ქართველია ამჟამად პროცესში.

👉 არც მათ, არც მათ ოჯახებს არ სჭირდებათ ამ კვოტაზე ფიქრი და ნერვიულობა – ჯერჯერობით.

🆕 რა შეიცვალა 2025 წელს (ტრამპის მეორე ადმინისტრაციის დროს) თავშესაფრის მაძიებელთათვის:

🔴 თავშესაფრის შეჩერება სამხრეთ საზღვარზე
📅 20 იანვარი 2025
⚠️ უმეტესობას, ვინც უკანონოდ გადადის საზღვარს – უკვე აღარ შეუძლია თავშესაფრის მოთხოვნა.

🔴 პროგრამა „დარჩი მექსიკაში“ (MPP) დაბრუნდა
📅 იანვარი 2025 (სასამართლომ ნაწილობრივ დაბლოკა)
⚠️ თავშესაფრის მაძიებლები ელოდებიან გადაწყვეტილებას მექსიკაში – შანსი ძალიან დაბალია!

🔴 დაწესდა წლიური გადასახადი – $100
📅 1 ოქტომბერი 2025
⚠️ პირველად ისტორიაში – თავშესაფრის მაძიებლებს უნდა გადაიხადონ ყოველწლიური გადასახადი $100-ის ოდენობით!

🔴 სამუშაო ნებართვის (Employment Authorization) გადასახადი
📅 ივლისი 2025
⚠️ პირველადი – $550, გაგრძელება – $745.

🔴 აიკრძალა თავშესაფრის მაძიებლებზე კომერციული მძღოლის მოწმობის (CDL) გაცემა
📅 სექტემბერი 2025
⚠️ თავშესაფრის მაძიებლებს არ შეუძლიათ ჰქონდეთ სატვირთო/ავტობუსის მართვის უფლება.
დამრღვევები ექვემდებარებიან დაკავებასა და დეპორტაციას.

📊 სტატისტიკა:

1.4 მილიონზე მეტი განაცხადი ლოდინში USCIS-ში.
3.7 მილიონი საქმე საიმიგრაციო სასამართლოებში.
განხილვა შეიძლება წლები გაგრძელდეს.

⚖️ სასამართლოები:
ბევრი ცვლილება დაბლოკილია სასამართლოებით – მაგ. თავშესაფრის შეჩერება ნაწილობრივ მოხსნილია.

✅ რა უნდა იცოდეთ:

თუ უკვე აშშ-ში ხართ და განაცხადი გაქვთ შეტანილი – პროცესი გრძელდება.

გადაიხადეთ $100 (თუ მიიღეთ წერილი USCIS-დან) – ბოლო ვადა 31 ოქტომბერი!

არ დაკარგოთ სასამართლოს თარიღი – თუ არ გამოცხადდებით, ავტომატურად გაგაძევებენ.
ყოველთვის თან იქონიეთ საბუთები – განსაკუთრებით ქვეყნის შიგნით თვითმფრინავით მგზავრობისას (REAL ID).

🤝 დახმარება:
📞 Asylum Seeker Advocacy Project (ASAP) – უფასო დახმარება
🌐 USCIS.gov – ოფიციალური ინფორმაცია
⚖️ აიყვანეთ იურისტი – აუცილებელია რთულ შემთხვევებში
💬 გააზიარეთ ეს პოსტი – ბევრი ქართველია აშშ-ში და მათ ოჯახებს სჭირდებათ ზუსტი ინფორმაცია!

Share this content: