საქართველოში ბინადრობის ნებართვა – IT სპეციალისტებისთვის.
ძალაში შევიდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც IT სპეციალისტებისთვის ბინადრობის ნებართვის ახალ ფორმას ითვალისწინებს. IT ბინადრობის ნებართვა გაიცემა სამი წლის ვადით, გაგრძელების შესაძლებლობით, სულ 12 წლის განმავლობაში. ამ ტიპის ბინადრობის ნებართვა ხელმისაწვდომი იქნება არა მხოლოდ IT სპეციალისტებისთვის, არამედ მათი ოჯახის წევრებისთვისაც;
Share this content: