ცვლილებები აშშ-ის მოქალაქეობის გამოცდაზე 2025 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდება.

ყურადღება 203c ცვლილებები აშშ-ის მოქალაქეობის გამოცდაზე 2025 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდება.

1f1fa_1f1f8 ცვლილებები აშშ-ის მოქალაქეობის გამოცდაზე 2025 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდება.ცვლილებები აშშ-ის მოქალაქეობის გამოცდაზე 2025 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდება.

Civic Test რომელიც შედგებოდა 100 შეკითხვიდან საიდანაც ოფიცერი მხოლოდ ათს შეგეკითხებოდათ და 6 სწორი პასუხის შემთხვევაში გამოცდა ჩაბარებული იყო.

ამიერიდან იქნება 128 შეკითხვა საიდანაც ოფიცერი შეგეკითხებათ 20 შეკითხვას და თქვენ 12 სწორი პასუხი უნდა გასცეთ.

ის ვინც ფორმა- N 400-ს შეავსებთ და გაგზავნით 2025 წლის 20 ოქტომბერამდე civic Test გექნებათ ისე როგორც აქამდე იყო. 100 ბილეთი, 10 შეკითხვა და მხოლოდ 6 სწორი პასუხი იქნება საკმარისი გამოცდის ჩასაბარებლად.

ხოლო ის ვინც ფორმა- N 400 შეავსებს და გაგზავნის 2025 წლის 20 ოქტომბრის შემდეგ.

Civic test გამოცდისთვის სასწავლი ექნება 128 ბილეთი, საიდანაც ოფიცერი შეგეკითხებათ 20 შეკითხვას და თქვენ 12-ს უნდა უპასუხოთ სწორად.

სტატიაში ასევე ვკითხულობთ,რომ საიმიგრაციო სამსახური USCIS უფრო დეტალურად შეამოწმებს მათ ვინც ნატურალიზაციის გამოცდაზე გადის.

კერძოდ შეიძლება ,მისამართზე მოვიდნენ და შეგამოწმონ მართლა ცხოვრობთ თუ არა იმ მისამართზე რომელიც გიწერიათ აპლიკაციაში.

რამდენად კარგი მოქალაქე ხართ, მაგალითად :თუ გაქვთ დაკისრებული ბავშვზე ალიმენტი და იხდით თუ არა, საზოგადოებისთვის სასარგებლო რა გაგიკეთებიათ და ა.შ.

ეს შემოწმებები ადრეც იყო კანონით დადგენილი მაგრამ,როგორც წერენ ახლა უფრო დეტალურად დაიწყება ჩაძიება. რადგან თავიდან აიცილონ არასწორი მისამართები და განაცხადები.

ცვლილებების მიზანია, რომ მოქალაქეობა მიიღოს მხოლოდ მან, ვინც ნამდვილად ცხოვრობს აშშ-ში, იცნობს ქვეყნის ისტორიას კანონს და არ იყენებს პროცესს არაკეთილსინდისიერად.

მომდევნო თვეებში USCIS გამოაცხადებს სხვა ინიციატივებს, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებს ნატურალიზაციის პროცესის მთლიანობას.

განახლებული civic test 128 შეკითხვა იხილეთ ამ ბმულზე 1f447 ცვლილებები აშშ-ის მოქალაქეობის გამოცდაზე 2025 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდება.

2025-Civics-Test-128-Questions-and-Answers.pdf https://share.google/utuFg16mpf8zTG67Y

გამონაკლისი შემთხვევები 203c ცვლილებები აშშ-ის მოქალაქეობის გამოცდაზე 2025 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდება.1f447 ცვლილებები აშშ-ის მოქალაქეობის გამოცდაზე 2025 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდება.

https://www.uscis.gov/citiz…/exceptions-and-accommodations

რა შემთხვევაში არ გიწევთ ინგლისური ენის ჩაბარება

თუ ხართ 50 +წლის და 20 წელია ცხოვრობთ ამერიკაში როგორც მუდმივი რეზიდენტი( ანუ გრინ კარტის მფლობელი)

თუ ხართ 55 + წლის და 15 წელია ცხოვრობთ ამერიკაში როგორც მუდმივი რეზიდენტი.

თუ ხართ 65 + წლის და 20 წელი ან მეტი ცხოვრებთ ამერიკაში როგორც მუდმივი რეზიდენტი civic test -ზე დამატებით გაითვალისწინებენ თქვენს ასაკს და გამოცდილებას.

თუ ამ ჩამოთვლილ გამონაკლისებს აკმაყოფილებთ civic test მაინც უნდა ჩააბაროთ, ამ შემთხვევაში ინტერვიუზე წაიყვანთ თარჯიმანს რომელიც თავისუფლად ფლობს როგორც ინგლისურ ენას ასევე ქართულ ენას.

წყარო USCIS. სტატიის მასალები ვთარგმნე საიმიგრაციო სამსახურის ვებ გვერდიდან.

ასევე პოსტში მითითებული ახალი 128 კითხვის შემცველი civic test წამოვიღე მათი გვერდიდან.

1f917 ცვლილებები აშშ-ის მოქალაქეობის გამოცდაზე 2025 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდება. სანერვიულო არაფერია ბევრად არ გართულებულა civic test მხოლოდ რამოდენიმე შეკითხვა დაემატა. ყველას გისურვებთ წარმატებებს.

თუ გამოცდას ვერ ჩააბარებთ, როგორც ადრე იყო ახლაც იგივე წესი რჩება და მოგვიანებით ხელახლა გახვალთ გამოცდაზე მხოლოდ იმ ნაწილის ჩასაბარებლად,რომელშიც პირველ გასვლაზე ჩაიჭერით.

God bless America and Georgia 1f1ec_1f1ea ცვლილებები აშშ-ის მოქალაქეობის გამოცდაზე 2025 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდება.1f1fa_1f1f8 ცვლილებები აშშ-ის მოქალაქეობის გამოცდაზე 2025 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდება.

https://www.uscis.gov/…/the-naturalization-interview…

USCIS Unveils First Changes to Naturalization Test in Multi-Step Overhaul of American Citizenship Standards | USCIS https://share.google/jMBhJ1YPURFNLO5EA

@highlight

#usa#america#newyork#naturalization

#ამერიკა#მოქალაქეობა#ემიგრანტები

#CivicTest

Share this content: