
- ჩვენ არ ვიტყუებით, არ ვაფერისტობთ, ჩვენი საქმეა შეგივსოთ განაცხადი სწორად და გაგიწიოთ კონსულტაცია;
- ჩვენ არ ვეხმარებით რაღაც არალეგალური გზებით რაიმე ქვეყნებში მოხვედრა, არ ვეხებით და არ გვაინტერესებს მექსიკის თემა;
- არ ვაკეთებთ ტრუხა ან ყალბ საბუთებს;
- არ ვიგონებთ ლეგენდებს და ზღაპრებს თქვენთვის;
- არ ვასაქმებთ რაიმე ქვეყანაში;
- არ ვყიდულობთ ავია ბილეთებს;
- არ ვაოჯახებთ და არ ვერებით ოჯახურ მდგომარეობაში;
- და არ ვაკეთებთ რაც აკრძალულია კანონით;
- ჩვენ არ უსმენთ თქვენს ცხოვრების მანძილზე მომხდარ ისტორიებს და თავგადასავლებს, ჩვენი საქმეა ვიზაზე შეგივსოთ და გაგიწიოთ მომსახურება;
- ჩვენ არ ვართ ფსიქოლოგები და ჩვენ ვერ მოგიხსნით ვიზის წინა მიღების სტრესს, ჩვენთან არ არის საჭირო ასჯერ უაზრობაზე დარეკვა და ბოდვა და შფოთვა (არ ვუსმენთ ტელეფონში – ვაიმე და ვუიმეს და ტელეფონში ტირილს, ტირილით და შფოთვით საქმე არ სწორდება);
- ჩვენ არ ვართ მკითხავები და არ ვიცით მოგცემენ თუ არა ვიზას, ამიტომ მკითხაობას უნდა დავანებოთ თავი, მკითხავები, რომ ვიყოთ 2012 წელს ვიყიდით ბიტკოინებს, არ გვინდა ის ხომ მოგვცემენ უაჭველი ვიზას და ასე შემდეგ;
- ჩვენ არ ვალაგებთ თქვენს დოკუმენტს, ჩვენ არ გიწყობთ ჩანთაში თქვენს სავიზო დოკუმენტებს;
- თქვენ ვალდებული ხართ გაეცნოთ ყველა ინსტრუქციას და გააკეთოდ ყველა დავალება დროულად სავიზო საქმესთან დაკავშირებით;
- ჩვენ ვერ მივიღებთ პრეტენზიებს: დამაგვიანდა; უნდა გეთქვათ; საბუთი დამაკლდა, სახლში დამჩა; ვაიმე და ვუიმე, ნოტარიუს შეეშალა თარგმანში რაღაც და ვერ ვნახე, ისე ჯობდა მექნა ასე ჯობდა;
- ნუ გვიტოვებთ თქვენს ორიგინალ დოკუმენტებს, ან წაიღეთ დროულად;
- თუ თავში გიქრის, ან საშინელი ქრონიკული ლოთი ხარ, ან იჩხირავ ნაგავს და ხარ განგრეულ კაიფში – ნუ დარეკავ და ნუ მოხვალ, ჩვენ არ გვინდა დავიჭიროთ შენთან საქმე;
- თუ უბრალოდ საუბარი გინდა და ბოდიალი – არ დაგვეკონტაქტო;
- თუ ოფისში მოსვლა გიწევთ – ნუ მოიყვან ზედმეტ ხალხს, ბავშვებს, ძაღლებს, ზაზუნას და მთელს სანათესაოს;