აშშ მოქალაქეობაზე – აშშ მწვანე ბარათის მფლობელებისთვის სასარგებლო ინფორმაცია
აშშ მოქალაქეობაზე – აშშ მწვანე ბარათის მფლობელებისთვის სასარგებლო ინფორმაცია:
1) სასურველია აიღოთ A4 ზომის ტაბახის ფურცელი გაუსვათ ზემოდან ქვემოთ 2ჯერ კალამი, ისე რომ გამოვიდეს 3 ნაწილი, პირველში ჩაწერეთ თქვენი ამერიკის დატოვების და უკან ჩამოსვლის თარიღები და ასევე რა ქვეყნები გაიარეთ და იყავით (თუმდაც ტრანზიტით) (შტამპებით ვერ გაიგებთ, ზოგჯერ არ ემთხვევა აშშ-ს გამოსვლის და საქართველოში ჩასვლის დღეები, თუ ვერ დაადგინეთ აიღეთ საქართველოში საზღვრის კვეთის ცნობა);
2) მეორე ნაწილში დაწერეთ თქვენი სამსახურების სახელწოდება ინგლისურად, მისამართი სადაც დადიხართ, დაწყების რიცხვი-თვე-წელი და დამთავრების რიცხვი-თვე-წელი და ასევე პოზიცია (ვერ გაიხსენებთ მერე), ყველა სამსახური, მათ შორის uber, lyft, ოჯახშიც მუშაობა;
3) მესამე ნაწილში – მისამართი ინგლისურად, სადაც ცხოვრობდით – იქ ცხოვრების დაწყების და დამთავრების თარიღი;
ეს ინფორმაცია დაჭირდება აშშ მოქალაქეობისთვის! წინასწარ იწერეთ, მერე ვერ გაიხსენებთ!
სასურველია ამერიკა არ დატოვოთ გადამბულად 5.5 თვეზე მეტი, თუ ამერიკაში არ ჩახვედი გადამბულად 6 თვეზე მეტი, აშშ მოქალაქეობის შემგროვებელი 5 წლიანი მრიცხველი იყრება, თავიდან უნდა აგროვო 5 წელი.
გრინ კარტს აწერია როდიდა ხარ აშშ რეზიდენტი, სიტყვაზე აწერია 25-05-2020, სანამ 5 წელი შესრულდება შეგიძლია გააგზავნო განაცხადი ცოტა ადრე 4 წელში და 9 თვის მერე, ანუ 25-02-2025, მინუს 3 თვე. მე კი ვაგზავნი ამ ფორმებს, უნდა იცოდეთ სადღაც 2 კვირაში დაგიბარებენ თითების ანაბეჭდებზე, ჩააბარებ მერე ელოდები 3-6 თვე გამოცდაზე, რომ გახვიდე, სიტყვაზე ჩააბარე გამოცდა, სასურველია იმ დღესვე დადო ფიცი! სთხოვო თუ გამოვა, ან თვითონ თუ გითრეს დათანხმდი.
თუ ვერ ჩააბარე გაქვს მეორე ცდა გამოცდის ჩაბარების, სულ 2-ჯერ. თუ მეორე ვერ ჩააბარე, განაცხადს აბარებ თავიდან და იხდი 710 აშშ დოლარს. თუ ჩააბარე მაშინ ელოდები ფიცის ცერემონიას 1-2 თვე. ფიცი არის ხოლმე დილაობით, არ დაიგვიანოთ მიგაქვთ გრინ კარტი და მოსული ფურცელი სადაც წერ იქ – No, არ უნდა ჩაიდინოთ რაიმე კრიმინალი ან რაიმე ცუდი ქმედება! თუმდაც არაფერი არ მოიპაროთ მაღაზიაში, მერე იქნებით შარში, არც საქართველოში (ნასამართლევი ხალხი არ უყვართ), ავტომობილის ჯარიმა არ ითვლება.
აშშ ანკეტას როცა ავსებთ შეგიძლიათ მიიღოთ ნებისმიერი სახელი და გვარი, რასაც არ გირჩევთ, მაგალითად თუ თქვენ ხართ გიორგი გიორგობიანი, შეგიძლიათ გახდეთ ჯორჯ გიორსკი, ეგ ცუდი იდეაა, მერე ყველა საბუთი აირევა! მერე ცალკე გინდათ ცნობა, რომ შეიცვალეთ სახელი და გვარი და იმ ცნობაზე უნდა იყოს აშშ აპოსტილი!!! ზედმეტი ხათაბალაა, ყველა საბუთები გაუქმდება და იქნება უქმი, ვერც შეხვალ მემკვიდრეობაში და ვერაფერში, ერთადერთი პლუსი თუ გაქვს ქართული პასპორტი და გაქვს რაღაც იშვიათი ეროვნება და შეიძლება საქართველომ არ შეგინარჩუნოს მოქალაქეობა, მაშინ ღირს, რათგან შენ ჩამოსვლისას საზღვარზე დაადებ პასპორტს და კომპიუტერი დაუწერს (ჯორჯ გიორსკი) ამას არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა. სხვა სიტუაციაში შენ თუ გაქვს ქართული მოქალაქეოგა გიორგი გიორგობიანზე და დაადებ ამერიკულ პასპორტს ჩვენ საზღვარზე იგივე სახელი და გვარით ეგრევე იუსტიცია გაიგებს, რომ გაქვს სხვა მოქალაქეობა და დაიწყებს პროცესს – საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას, სხვა მოქალაქეობის მიღების გამო, ეს რომ არ მოხდეს უნდა დაასწრო და შეიტანო იუსტიციის სახლში განცხადება: საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ, 500 ლარიანი, კომისიამ შეიძლება დაგიბაროს 80 დღის მერე იუსტიციის სახლში სალაპარაკოდ, თუ სომეხი ხარ ან აზერბაიჯანელი შეიძლება კომისიამ არ შეგინარჩუნოს საქართველოს მოქალაქეობა! თუ გადაიხდი 1500 ლარს დაჩქარებულზე ამ განაცხადს განიხილავენ 30 დღეში და დაგიბარებენ 30 დღეში, მერე მეორედ რომ არ ჩამოგიყვანონ, როცა აშშ მოქალაქეობაზე ფიცს დებ, საქართველომ არ იცის, მიიღე თუ არა სხვა მოქალაქეობა, მაგას გებულობს როცა ადებ სხვა პასპორტს საზღვარზე, სიტყვაზე დაადე ქართული და შემოხვედი, გასვლისას მაინც უნდა აჩვენო 2 პასპორტი! მერე თვითონ შეგიწყვიტავენ საქ. მოქალაქეობას, ამიტომ ჯობია დაასწრო და შეიტანო განცხადება შენარჩუნებაზე იუსტიციის სახლში.
ზოგმა იცის – რათ მინდა ქართული პასპორტი, ერთი მეყოფაო, ეგრე არ არის, ჯერ სამედიცინო დაზღვევა არ გექნება, რაიმე აგტკივდეს გიმკურნალებენ და გამოგართმევენ ფულს, უფასო დაზღვევა არ გექნება, მერე საქართველოს შეუძლია არ შემოგიშვას ქვეყანაში თუ არ გაქვს ქართული მოქალაქეობა, კოვიდის დროს არ უშვებდნენ უცხოელებს, მიწას ვერ გაიფორმებ, მეტი უვიზო ქვეყანაა, ულიმიტომ ვერ გაჩერდები საქართველოში თუ არ გაქვს საქ. მოქალაქეობა.
ბავშვს ვერ შეუწყვიტავენ საქ. მოქალაქეობას 18 წლამდე (სასურველია მანამდე შეიტანოს საქ. მოქ. შენარჩუნებაზე). ისე შეგიწყვიტავენ რომ ვერ გაიგებ.
ვისაც შეგიწყვიტეს საქ. მოქალაქეობა – 2027 წლამდე შეიტანეთ განცხადება დროებით აღდგენის მუხლით, აბარებთ მარტო ქართულ ენას (საკონსულოშიც შეიძლება).
სიტყვაზე ჰყავთ შვილები და შვილი არის 17 წლის და მეორე 10 წლის და ამ შვილებსაც აქვს გრინ კარტი, როცა შენ დადებ ფიცს აშშ მოქალაქეობაზე და შენი შვილი იქნება გრინ კარტიანი და ფიცის დადების დღეს იქნება 18 წლამდე მასზე აშშ მოქალაქეობა გადავა ავტომატურად, მიტომ მნიშვნელოვანია, ერთ ერთმა მშობელმა მიიღოს აშშ მოქალაქეობა სანამ შვილი გახდება 18 წლის, თუ შვილი ფიცის დღეს უკვე იქნება 18 წლის და ზემოთ ის ვერ მიიღებს აშშ მოქალაქეობას, მიტომ სასურველია აშშ მოქალაქეობა მიიღოთ დროულად!!! აშშ მოქ. განხილვას უნდა 4-8 თვე, მიტომ იმოქმედეთ, ზოგი არის ამ საკითხში ძალიან ნელი, ცხოვრობს 6, 7, 10, 15 წელი და აშშ მოქალაქეობა არ აუღია, საქმე რთულდება უფრო და უფრო, ართულებენ უარესად, გამოცდას, კითხვებს, და მოთხოვნებს, უნდა იჩქაროდ.
სიტყვაზე აშშ მოქალაქეობა აიღო მეუღლემ, შენთვის უკვე მცირდება 5 წლიანი მოლოდიანი და გამოდის 3 წელი, თუ ხელი გაქვს მინ. მოწერილი 3 წელი და შენი მეუღლე აშშ მოქალაქეა აბარებ მოქალაქეობაზე 3 წლის მერე და არა 5 წლის მერე, აბარებ 2 წლის და 9 თვის მერე განცხადებას, ფორმა N-400.
თქვენ როცა დადებთ ფიცს, იმ დღიდან ხართ აშშ მოქალაქე, და შვილებიც რომლებიც არიან 18 წლამდე და აქვთ გრინ კარტი, ყველამ უნდა აიღოთ აშშ პასპორტები.
სასურველია ყველას ჰქონდეს საქ. მოქალაქეობა, ბავშვი, რომელიც დაიბადა აშშ-ში, მის დაბადების მოწმობას უნდა გაუკეთოს აშშ აპოსტილი, ისე ძალა არ ექნება, ასევე აპოსტილი უნდა ამერიკულ დაბ. მოწმობას, ქორწინების მოწმობა და სახელი და გვარის შეცვლის მოწმობას-ცნობას ამერიკიდან.
Share this content:


