ოჯახური იმიგრაცია ამერიკაში (მეუღლე, შვილი, მშობელი, და-ძმა). თუ თქვენ გაქვთ აშშ მწვანე ბარათი (ამერიკის რეზიდენტის ბარათი – გრინ კარტა) თქვენ შეგიძლიათ ჩააბაროთ საბუთები – პეტიცია ფორმა I-130 (I-130, Petition for Alien Relative – https://www.uscis.gov/i-130) ხელმოწერილი მეუღლის (ოფიციალურად დაქორწინებულ მეუღლის) და ასევე ხელმოუწერელ ან ხელგაწერილ შვილზე (ნებისმიერი ასაკის შვილზე) (რომელიც ოფიციალურად არ დაქორწინებულა ან რომელმაც ოფიციალურად განქორწინდა [იმიგრაციის პროცესში შვილი არ უნდა დაქორწინდეს ოფიციალურად – არ უნდა მოაწეროს ხელი]) იმიგრაციაზე ამერიკაში (ისინი მიიღებენ ამერიკის საიმიგრაციო ვიზას და მათი ამერიკაში ჩამოსვლის მერე ისინი მიიღებენ ამერიკის რეზიდენტი ბარათს – გრინ კარტას).

თუ თქვენ ხართ უკვე ამერიკის მოქალაქე თქვენ შეგიძლიათ ჩააბაროთ საბუთები – პეტიცია ფორმა I-130 (I-130, Petition for Alien Relative – https://www.uscis.gov/i-130) ხელმოწერილი მეუღლის (ოფიციალურად დაქორწინებულ მეუღლის) ასევე შვილზე (ნებისმიერი ასაკის დაუქორწინებელ [მის მეუღლე და 21 წლამდე შვილები მიყვებიან], დაქორწინებულ ან განქორწინებულ შვილზე), ასევე დედის, მამის, დის (ოჯახებით) და ძმის (ოჯახებით) იმიგრაციაზე ამერიკაში (ისინი მიიღებენ ამერიკის საიმიგრაციო ვიზას და მათი ამერიკაში ჩამოსვლის მერე ისინი მიიღებენ ამერიკის რეზიდენტი ბარათს – გრინ კარტას).

პირველ ეტაპზე ბარდება პეტიცია ფორმა I-130 (I-130, Petition for Alien Relative – https://www.uscis.gov/i-130) ელექტრონულად (ონლაინ), იმისათვის, რომ ამერიკის საიმიგრაციო სამსახურმა მისცეს ნებართვა იმიგრანტს ამერიკაში იმიგრაციაში (ამერიკის საიმიგრაციო სამსახურის მოსაკრებელია – ამერიკელების მოსაკრებელია – 625 USD, პირველი ეტაპის ჩემი მომსახურების თანხა – 600 USD [სულ ორი ეტაპია]), პეტიციის ჩაბარების მერე ველოდებით თანხმობას USCIS ამერიკის საიმიგრაციო სამსახურიდან (თქვენ გაძლევთ ყველაფერზე წვდომას და საქმის წარმოების Case number – კეის ნომერს), გააჩნია რა კატეგორია ბარდება (სიტყვაზე მეუღლეზე, აშშ მოქალაქიდან მეუღლეზე – 16 თვემდე, გრინ კარტიანიდან მეუღლეზე – 26 თვემდე).

ვინც მიდის ამერიკაში იმიგრაციაში უნდა შეავსოს ეს კითხვარი, ყველა ავსებს თავისას, ყველა ავსებს ცალ-ცალკე, დააჭირეთ აქ და გადმოიწერეთ და შეავსეთ.

თანხმობის მერე არის მეურე ბოლო ეტაპი – უნდა გადავიხადოთ ამერიკელების მოსაკრებელი – ვიზის თანხა: 325 დოლარი (რამდენი ადამიანიც მიდის ამერიკაში, ყველა ცალ-ცალკე იხდის), სპონსორის განხილვის მოსაკრებელი 120 დოლარი (ერთხელ იხდი), მეორე ეტაპის ჩემი მომსახურების თანხა – 600 USD [სულ ორი ეტაპია]), ივსება ფორმა DS-260, იტვირთება საბუთები სისტემაში, ადასტურებენ საბუთების სისრულეს და შემდეგომ არის სავიზო ინტერვიუ საიმიგრაციო ვიზაზე.

ასევე გადიხართ სამედიცინო შემოწმებას – ციტოში: www.cito.ge (სადღაც ხარჯია – ერთი ადამიანი 250 აშშ დოლარი), შემდგომ, როცა იღებთ ამერიკის საიმიგრაციო 1-5 თვიან საიმიგრაციო ვიზას (Immigrant visa) უნდა გადაიხადოთ გრინ კარტის დამზადების მოსაკრებელი (Immigrant Fee) – თითო იხდის – 235 დოლარს (ყველა იხდის ვინც აიღო საიმიგრაციო ვიზა და უნდა მოუვიდეს გრინ კარტი).

როცა ჩადიხართ ამერიკაში, უკვე ამერიკაში საფოსტო მისამარტზე მოგივათ ამერიკის რეზიდენტს ბარათი (გრინ კარტა – მწვანე ბარათი).

ნახეთ ჩვენი მომსახურების ფასები, ნახეთ ამ ტარიფი ამ კოდით: A2, დააჭირეთ აქ.

შენ თუ დაიჭერ საქმეს ვიღაც არამცოდნე ჭიჭიკოსთან ან არაპროფესიონალებთან, შეიძლება მიიღო ეს ცუდი შედეგი! კარგად გაეცანი, დააჭირე აქ.