
- ვიზა ავიღე ქვეყანაში შემიშვებენ? ვიზა არის საზღვრამდე მისვლა, შეგიშვან თუ არა წყვიტავს მესაზღვრე.
- ავიღე 10 წლიანი ამერიკის ვიზა, 10 წელი შემიძლია გავჩერდე ამერიკაში? არა, რასაც მესაზღვრე დაგრთავს ნებას: 6-თვე, 1-თვე ან 2 კვირა.
- მანამდე მქონდა ამერიკის ვიზა და ვადა გაუვიდა, გავაგრძელებ ძველ ვიზას? ვერა, ახალი უნდა აიღო, რომელიც შეიძლება მოგცენ შეიძლება არა.
- უკანა ბილეთი ან ფული მინდა საზღვარზე, თუ მიდიხარ არასაიმიგრაციო მიზნებისთვის: ტურიზმი, ბინზესი, სასტუმრო ჩასვლა, მაშინ უნდა უკანა ბილეთიც და თანხაც.
- ამერიკის ვიზას აქვს ვადა, მაგრამ პასპორტს გასდის ვადა, რა ვქნა? აიღე ახალი პასპორტი და ძველი დაიტოვე, იგივე სახელ და გვარზე და იარე ძველი პასპორტით სადაც ვიზაა და ახალი პასპორტით სადაც ვადა აქვს პასპორტს.
- პატარა შვილმაც უნდა შეიტანოს განაცხადი ვიზაზე? კი, რამდენ ადამიანსაც უნდა ვიზა, იმდენი ანკეტა უნდა და ვიზა.
- ვიყავი ამერიკაში 4 თვე ვიზით ტურისტულად, და ჩამოვედი უკან საქართველოში, რამდენ ხანში შემიძლია წავიდე ისევ ამერიკაში? რამდენი ხანიც გაჩერდები ამერიკაში, იმდენი ხანი ორჯერ მეტი აღარ უნდა ჩახვიდე ამერიკაში, 8 თვეში (პრობლემა რომ არ ჰქონდეს საზღვარზე).
- მაქვს ამერიკული B1/B2 ტურისტული ვიზა, ამერიკაში, რომ ჩავალ მაქვს თუ არა მუშაობის უფლება? არა, არც დისტანციურად არ შეიძლება მუშაობა, თუ გაიგებენ დეპორტი გაქვს.
- ჩავედი ამერიკაშ და მომცეს ის ყოფნა 6-თვე მაქსიმუმ, რამდენი ხანი უნდა გავჩერდე, რაც მალე წახვალ სახლში უკეთესი, თუ 4 თვეზე მეტი გაჩერდი იფიქრებენ, რომ მუშაობდი იქ და მეორე ვიზას არ მოგცემენ არ გაგიუქმებს საკონსულო.
- მე და ცოლს გვაქვს აშშ ვიზა, გვინდა 5 წლის შვილს გავუკეთოდ აშშ ვიზა, შეიძ₾ება? კი, შეიძლება მაგრამ საკონსულო იფიქრებს რომ თქვენ იქ რჩებით ყველა და შეიძლება ვიზები გააუქმოს, 5 წლის შვილს არ სჭირდება ამერიკაში ტურისტულად კატაობა.
- თუ მაქვს კანადის ვიზა შემიძლია ამერიკაში ჩასვლა? არა, ყველას თავის ვიზა უნდა.
- რატომ გაიცემა ვიზები რთულად? იმიტომ, რომ ეკონომიკური სიტუაცია არ არის კარგი და ხალხი გარბის სამუშაოდ განვითარებულ ქვეყნებში სადაც მეტია ხელფასი.
- ამერიკაში მყავს ძმა და მე იოლად მომცემენ ვიზას? არა, უფრო რთულად რათგან ნათესავის ყოლა უფრო ცუდია, რათგან იმასთან დარჩები იქ.
- აშშ საკონსულოში მინდა შესვლა და მეუღლესთან ერთად ჯობია თუ მარტო? მეუღლესთან ერთად.
- მაქვს ბევრი ქონება, მაქვს ბევრი ფული, კარგი სამსახურიც, მომცემენ აშშ ვიზას? მაგ საბუთებს არც უყურებენ ზოგჯერ, უყურებენ რა ქვეყნებში ხარ ნამყოფი, უნდა დადიოდე ძვირიან ქვეყნებში: ემირატები, ეგვიპტე, ტაილანდი, ირლანდია, ბრიტანეთი და მაშინ მეტი შანსი გაქვს, ქონება არ ნიშნავს რომ ვიზას მოგცემენ, რათგან შენ არ გავხარ ტურისტს, ფული გაქვს და არ ხარჯავ არსად არ დადიხარ, ეგეთი კატეგორია არ უნდათ ამერიკაში, უნდათ მდიდარი ტურიზტი, რომელიც ფულს დახარჯავს.
- ევროპაში ჯობია შესვლა თუ საქართველოში საკონსულოში? იგივეა, უცხოეთში წასვლა ხარჯია და შეიძლება მაინც არ მოგცენ ვიზა.
- კანადაზე შევიტანე საბუთები, რამდენ ხნიან ვიზას მომცემენ? ვიზის მოცემას კონსული წყვიტავს და დროს, შეიძლება პასპორტის მოქმედების ბოლომდეც გაიცეს ან ბიომეტრიის მოქმედების ვადამდე, ბიომეტრია 10 წლიანია.
- კანადაზე მინდა საბუთები ჩაბარება და იქაც გასაუბრება უნდა გავიარო? არა, იქ სისტემაში იტვირთება საბუთები და იგზავნება, უშენოთ წყვიტავენ მოგცენ ვიზა თ არა, თუ გაძლევენ მოვა სისტემაში წერილი, რომ მოგვეცი პასპორტი ვიზის ჩასაკრავად, მერე მიდიხარ სავიზო ცენტრში და ისინი აგზავნიან შენს პასპორტს საკონსულოში.
- ირანში მინდა წავიდე და მერე პრობლემა მექნება აშშ ვიზაზე? კი, არ მოეწონებათ შენი იქ ბოდიალი.
- ქმარი დარჩა ამერიკაში არალეგალად, მომცემენ ვიზას? ალბათ არა, ოჯახს აღარ ენდობიან უკვე.
- შვილი ჩავიდა ამერიკაში მექსიკით და მე მოხუც დედას მომცემენ აშშ ვიზას? იძლევიან ვიზებს, მოხუცი დედა ან მამა არ დარჩება ამერიკაში და მიტომ აძლევენ ვიზებს.
- არ მყავს მეუღლე, არც შვილი, არც სამსახური მაქვს, არც საზღვარგარეთ ვარ ნამყოფი, მინდა ამერიკაში ტურისტულად, გამიშვებენ? არამგონია, არ ხარ კაი მდგომარეობაში.
- მინდა შევიტანო კანადის ვიზაზე განაცხადი, მანამდე მოვსინჯე აშშ ვიზა და მივიღე უარი, ანკეტაში კითხვაა, გაქვს თუ არა უარი რაიმე ვიზაზე რაიმე ქვეყანაში და არ მინდა მივუთითო ეს უარი, რათგან ასე შანსი მეტი მექნება და რას მირჩევთ? ყოველთვის ანკეტაში დაწერეთ სიმართლე – თუ არ ჩაწერ ამ ამერიკის უარს კანადის ანკეტაში, შენ მიიღებ 5 წლიან არ შესვლას კანადაში, რათგან აშშ, კანადა, ბრიტანეთი, ავსტრალია, ზელანდია ხედავენ ერთმანეთის ვიზებს და ინფორმაციას.
- მაქვს ნასამართლეობა, ვიზას მომცემენ? თუ ქურდობა ჩაიდინე, ნარკოტიკი-ან-პლანი მოწიე, ან ყაჩაღობა, თაღლითობა, ან გადასახადები არ გადაიხადე, და მძიმე დანაშაულს ჩაიდეს, ამერიკა შენ გლიჯავს მუმივ უარს ამერიკაში შესვლაზე.
- კანადის ანკეტას აქვს კითხვა: ნასვამი თუ გივლია ავტომობილით? ძაან უყურებენ ვინ დათვრა რულზე, გაიგებენ და გლიჯავენ უარს ვიზაზე.
- დავკარგე ვიზიანი პასპორტი და ვიზა თავიდან უნდა ავიღო? თავი რატომ არ დაკარგე, კი ახალი ვიზა უნდა აიღო.
- ელექტრონული ვიზა რას ნიშნავს? ავსტრალია და ზელანდიას აქვს ეგეთი ვიზები, მოდის ელ. ფოსტაზე PDF ფაილი და ეგაა ვიზა, ამობეჭდავ, პასპორტში ეგენი აღარ აკრავენ ვიზებს, ეგრე უფრო იოლია.
- ავიღე აშშ ვიზა, ვალდებული ვარ წავიდე იმ პერიოდში რაც მივუთითე ანკეტაში? არა, შეგიძლია მერეც წახვიდე და იმ აეროპორტში ჩახვიდე სადაც გინდა, მთავარია ვიზა იყოს მოქმედი.
- აშშ ვიზას გასდის ვადა 1 კვირაში, წავალ ამერიკაში? კი, წახვალ ამერიკაში, ზემოდან დამიმატებენ ყოფნას საზღვარზე 6-თვიანს სავარაუდოთ, პასპორტი უნდა იყოს მექმედი მინიმუმ 6 თვე, თუ ისიც ხანმოკლეა, უნდა აიღო ახალი პასპორტი და ძველი-ვიზიანი პასპორტით ივლი.
- ამერიკაში მყავს ოჯახის წევრი (ძმა, და, დედა, მამა ან შვილი) და ანკეტაში ეს დავმალე, რა მელოდება? თუ გაიგეს აფერისტობ ამერიკა გლიჯავს მუდმივ არ შესვლას ამერიკაში.
- რა შემთხვევაში ამერიკა დამბლოკავს სამუდამოდ (მხევს ამერიკაში მუდმივ არ შესვლას)? მაშინ, როცა შენ მოიტყუები საბუთებში ან ანკეტაში, ყალბი საბუთი ან დამალავ ანკეტაში ოჯახის წევრს (ძმა, და, დედა, მამა ან შვილი) რომელიც ამერიკაშია, მოიგონებ ვითონ მეუღლე ჰყავს, მოიგონებ ანკეტაში ვითონ სადღაც მუშაობ კაი სამსახურში, დამალავ დეპორტს, დამალავ რომ იყავი რაღაც ქვეყნებში, ნასამართლეობა, როცა მწარედ მოიტყუები.
Post Comment