
ჯერ ერთი, ის რომ უმეტესობას არ აქვს არანაირი გამოცდილება ვიზების შევსების (აპლიკაციებს ავსებენ პატარა და გამოუცდელი პომადიანი ლამაზი გოგოები, რომელსაც შეგივსებენ დიდი შეცდომებით და არა სრულად), მეორე – შეგივსებენ შეცდომებით (სახელში გვარს ჩაწერენ, რაღაც კითხებზე არასწორად გასცემენ პასუხს და თქვენ ეს არ გეცოდინებათ და გაეხვევით შარში, რათგან არსებობს კრიტიკული შეცდომები და ამას საკონსულო შეცდომად არ მიიღებს, მიიღებს, როგორც სპეციალურ საიმიგრაციო ტყუილს – აფერისტობას, რომელიც ასეთ ქვეყნებში არის კრიმინალი და ქვია ამას MISREPRESENTATION და საიმიგრაციო აფერისტობის გამო მიიღებთ მუდმივ არშესვლას ამერიკაში – დაიბლოკებით სამუდამოდ, ვერ ნახავთ ამერიკას ამის გამო ვერასდროს! ამიტომ ქარაფშუტა ტიპებთან, არამცოდნე ოპერატორებთან და ჭიჭიკო სააგენტოებთან თავის არიდება ჯობია, შეეშლებათ რამე და ის არ აგებს პასუხს, პასუხს აგებ შენ შენს ინფორმაციაზე და შენ ასევე არ გაძლევენ არც ანკეტის ინფორმაციას რა ჩაწერეს შიგნით, არც www.ustraveldocs.com წვდომის პაროლებს (ამის გამო მეორედ ვერ ჩაეწერები სავიზო გასაუბრებაზე), არც ფორმა DS-160 პაროლებს და არც გეცოდინება რა ჩაწერა ანკეტაში), დეტალურად ამ ინფორმაცია გაეცანით გვერდის ქვედა ნაწილში.
სანამ სავიზო განაცხადს შეავსებ ეს ინფორმაცია უნდა იცოდე! რა გელის თუ ანკეტაში მოიტყუები ან ვიღაცა ამ ანკეტას შენ შეგივსებს არასწორად! შენ თუ დაიჭერ საქმეს ვიღაც არამცოდნე ჭიჭიკოსთან, შეიძლება მიიღო ეს შედეგი! კარგად გაეცანი, დააჭირე აქ.
რას არ ვაკეთებთ და რა უნდა იცოდე, გაიცანი ამ ინფორმაციასაც აუცილებლად!
სწორად ვაფასებთ სიტუაციას, თვითონ აპლიკანტია ჩართულია პროცესში, მას აქვს ყველაფერზე წვდომა, პაროლები, მასალებსაც ვაძლევთ, ვაჩვენებთ რას უკეთებთ, ის ინახავს მასალებს, რომელიც მერე ადგება მომავალში, ასევე არ ვატყუებთ, სწორად ვუვსებთ საბუთებს, გვაქვს 20 წლიანი გამოცდილება, ასევე არ ვმუშაობთ მხოლოდ ერთ მიმართულებაზე, როგორც სხვები ერთ ვიზაზე მარტო, ვავსებთ ყველა ვიზაზე: აშშ, კანადა, ბრიტანეთი, ზელანდია, ავსტრალია, ირლანდია, ისრაელის-ETA, იაპონია, ჩინეთი, კორეა, რუსეთი და ასევე იმიგრაცია და მოქალაქეობის საკითხებიც, ცოტა მეტს ვიღებთ, ეგრე ჟიგული ღირს იაფი და მერსედესი ძვირი – ეგაა სხვაობა ხარისხში, ჩვენ ანკეტას არ ვავსებთ 20 წუთში, როგორც სხვები, ვამუშავებ ვღეჭავთ, ვაანალიზებთ, როგორც ჯობია და ამაში მიდის 24 საათიც, ჯობია რეზულტატთან ახლოს იყო ვიდრე გადაიხადო ცოტა და იარო და იძახო – მიკეთებს ვიღაცა რაღაცას და ველოდები (რას ელოდება თვითონაც არ იცი).
ჩვენ არ გაბოლებთ და არ გატყუებთ, ჩვენ ვსაუბრობთ პირდაპირ – ვეუბნებით მწარე სიმართლეს და არა ლამაზ ტყუილებს, როგორც სხვა ბევრი და გეუენბიან შენ მიიღებ ვიზას, კაი საბუთები გაქვს, ესე ისე, მკითხაობენ, რაღაც უაზრო დასკვნები გამოაქვთ. ვიზა არის ლატარეა, შეიძლება მილიონერი იყო და კონსულმა არ მოგცეს ვიზა და შეიძლება არაფერი არ ჰქონდეს და მიიღო ვიზა, ვერ გაიგებ ეგაა რეალობა, მაგრამ ბევრი ტურისტული თქვენ გაბოლებენ და არანაირი გამოცდილება არ აქვთ.
მოვიყვან მაგალითებს, ყველამ იცის ამერიკის მწვანე ბარათის ლატარეის შესახებ, როცა ჩვენ ვუვსებთ ლატარეის განაცხადს, ჩვენ ძალიან დეტალურად ვეკითხებით პირებს შემდეგს: ხელი გაქვს ან ჰქონდათ მოწერილი ოფიციალურად? სხვა არამცოდნეები ეკითხები მეუღლე ჰყავთ? რა არის სხვაობა? სხვაობა იმაშია ისინი რომ ეკითხებიან მეუღლე ჰყავთ, შეიძლება ჰყავდეს მეუღლე და ხელი არ ჰქონდეს მოწერილი და მანამდე ჰყავდა მეუღლე და იმასთან აქვს გაწერილი და მეორე მეუღლესთან არ აქვს ჯერ მოწერილი, ის იურიდიულად გამოდის – ხელგაწერილი-გაშორებული, და რომ ეკითხებიან მეუღლე ჰყავს და ის იტყვის კი მყავს და ანკეტაში მიუთითებს – რომ ქორწინებაშია და ამ დროს არ აქვს ხელი მოწერილი და გაშორებულია, ეს არის შარი და კატასტროფა! იმიტომ რომ შეცდომით ვინც ავსებს განაცხადებს და ანკეტებს მერე იღებს დისკვალიფიკაციას და უარს ვიზებზე ამ შეცდომის გამო, ამიტომ არ შეიძლება არამცოდნეებთან საქმის დაჭერა.
ამით ვჯობივართ სხვებს, რომ სწორად ვუთითებთ ოჯახურ მდგომარეობას და ასევე თუ პირს მოწერილი აქვს ხელი მეუღლესთან, ზოგჯერ ანკეტაში შესახყვანის გერი (მეუღლის შვილი), რომელიც სხვა არ შეყავთ, წესიერად არ ეკითხებიან შვილების და გერების რაოდენობა და აქვთ თუ არა ხელი მოწერილი, ოჯახური მდგომარეობა განისაზღვრება მხოლოდ საბუთების მიხედვით და არა ისე როგორც შენ ან იმ ოპერატორს უნდა!
ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ ამ არამცოდნეებთან, ამ მიმართულებით თავის არ ცოდნით მოგსპობენ და გაეხვევი შარში.
მერე შემდეგი არ გაჩვენებენ რა შეავსებს ანკეტაში, აზრზე არ ხარ იქ რა წერია და ინფორმაციაზე შენ ხარ პასუხისგებელი! წინასწარ უნდა იცოდე ასევე რა პრობლემები იქნება და შეიძლება ამოხტეს და უნდა მისცე სწორი და დროული კონსულტაცია, მაგალითად საბუთების აღდგენა და ინფრმაცია ანკეტაში.
საშინლად თარგმნიან საბუთებს, უხარისხოდ, მაგალითად პასპორტში შეიძლება გეწეროს სახელი მიხეილი და ინგლისურ ვერსიაში Mikheil, და საბუთებს გითარგმნიან Mikheili, დაამატებენ ბოლოში ასო: i, რაც ზედმეტია, ან გითარგმნიან არასწორად სახელს გიორგი-ს: George, Giorgi, Hiorhi, Georgy, Georgii, უნდა იცოდე და წინასწარ გააფრთხილო და ერთ ვარიანტზე დასვა საბუთები, ამას სხვა არ გასწავლის და არ გაგიკეთებს, მაგდენი გონება არ ეყოფათ.
არ იციან რა საბუთები უნდათ კონკრეტულ ვიზას, რა ვითარებაა საკონსულოში, როგორია მარტივი გზა, ცოცხალი თავით არ მოგცემენ ანკეტაში რა ჩაწერეს ინფორმაცია, არ აგიხსნიან რას აკეთეგენ და რა არის მომავალი ეტაპი, არ აგიხსნიან რა შეგიძლიან ამ ვიზით, ცოცხალი თავით სავიზო პორტალზე არ მიაბავენ თქვენს ელექტრონულ ფოსტას, რომ თქვენთან არ მოვიდეს ინფორმაცია, იქნებით შარში და სრულ ვაკუმში და გეცოდინებათ ასეთი ფრაზე: ვაკეთებ რაღაცას და მიკეთებს ვიღაცა და არ ვიცი როდის იქნება ეს რაღაცა, ბევრს გაუფუჭეს საქმე – დატოვეს ოჯახები ვიზების გარეშე, არასწორად შევსების გამო, უბრალოდ მოუხადეს ბოდიში, ადამიანი, როცა აბარებს საბუთებს ის ყველაფრის რისკის და სიტუაციის საქმის ყურში უნდა იყოს.
ჩვენ, როცა შეგივსებთ DS-160, ჩვენ აუცილებლად შევინახავთ იმ ინფორმაციას, რაც ჩაგიწერეთ ანკეტაში და გამოგიგზავნით ფოსტით და ასევე ელექტრონულ ფოსტაზე და თქვენ გეცოდინებათ რა ინფორმაცია იყო შეყვანილი თქვენს შესახებ, სხვა ტურისტული “ჭიჭიკო” სააგენტო თქვენ ამ ინფორმაცია არ გამოგიგზავნის! თქვენ გექნებათ MS Word-ის ფაილი ან PDF ფაილი, სადაც ეწერება აპლიკანტის შესახებ სრული ინფორმაცია, ეს ჯერ გამოგადგებათ, იმისთვის, რომ გაიხსენოთ ინფორმაცია, ასევე სხვა ვიზებისთვის გამოგადგებათ და ასევე აშშ ვიზის განახლებისთვის, ეს ინფორმაცია აუცილებლად უნდა ჰქონდეთ, რასაც თქვენ სხვა ტურისტული სააგენტო ან ოპერატორი არ გამოგიგზავნით, ასეთი სახის მიიღებთ ჩვენსგან ინფორმაციას – რა წერია ანკეტაში (DS-160-ში):

ზოგს არ აქვს არანაირი პასუხისგებლობაც, საუბრობენ ზღაპრებს – როგორც ბევრი ტრუხა ადვოკატი ამერიკაში, იძახის ნუ გეშინიათ თქვენ არ შეგეხებათ დეპორტიო და ამ დროს ადეპორტებენ ჩვენებსაც, ტყუილს საუბრობენ, ბევრი აფერისტია, მათ შორის ზიან კანადაში და ჩამოდით გიკეთებთ სუპერ ვიზას და შენ არ ჭირდები არ ხომ ცივა და შენ გელოდებიან, ბევრი წამოეგება ზღაპარს (ანეგდოტივით: ქურდმა ჩაუყო მკერდში ქალს ხელი ავტობუსში და მოპარა მკერდიდან ფული, რომ კითხეს ეს ხელის ფათური ვერ გაიგეო? კი გავიგე, მაგრამ ისე მესიამოვნა არ მეგონა თუ ფულს მპარავდაო… ვიყოთ ფხიზლად და არ დავუჯეროთ ზღაპრებს).
კანადა: ჩვენ შევავსებთ განაცხადს ვიზაზე, ასევე დავურთავთ ყველა საბუთს, რასაც მოგვცემთ და ამას კანადის კონსულიც ნახულობს (აშშ კონსული არ ნახულობს უმეტეს შემთხვევაში და აშშ ვიზაზე უნდა გაიაროთ ინტერვიუ და კანადის ვიზაზე არ არის საჭირო არანაირი სავიზო ინტერვიუს გავლა), როცა ყველაფერი გაიგზავნება თქვენ გამოგიგზავნით ინფორმაცია – რა წერია ანკეტაში და რა საბუთები გაიგზავნა, რასაც სხვა არ გამოგიგზავნით ელექტრონულ ფოსტაზე და შეინახავთ (მერეც სხვა ვიზებისთვის გამოგადგებათ).
ქვემოთ გაეცანით თაღლითობის ფაქტებს და სიახლეებს, ერიდეთ აფერისტებს.
https://mtavari.tv/news/32233-kanadashi-dasakmebis-taghlituri-skema-sadats
თაღლითური სქემა, რომელშიც შოუმენს, ტელეწამყვანსა და შორეულ წარსულში საკრებულოს წევრს ადანაშაულებენ. მთავარს დაუკავშირდა ადამაინების ჯგუფი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ წლების წინ ათობით დოლარი გადაუხადეს ზურაბ გაჩეჩილაძეს იგივე შონზოს, კანადაში დასაქმების სანაცვლოდ.
დაზარალებულების თქმით, შონზომ ისინი გადაადო, და ფული მიითვისა. შოუმენი კი დაზარალებულად და მოტყუოებულად აქეთ მიიჩნევს თავს და არც მორალურ პასუხისმგებლობას გაურბის.
სამართლებრივი დავა უკვე 4 წელია გრძელდება, ამ დრომდე არც დამნაშავეა გამოვლენილი და არც საკუთარი სახლების გარეშე დარჩენილი ადამიანები უცვნიათ დაზარალებულად. 2015-2016 წლებში კანადის ვიზების გაკეთება თბილისში ყველაზე გავრცელებული აფიორა იყო. ათეულობით ადამიანის საჩივარი ყოველდღიურად რეგისტრირდებოდა ქალაქის მთავარ სამმართველოში და სასამართლოდან განსასჯელის სკამზე თითქმის არავინ მოხვედრილა, რადგან ასეთია ზოგ შემთხვევაში მფარველი და ზოგ შემთხვევაში ქართული მართლმსაჯულების ნება.
https://1tv.ge/news/sagamodziebo-samsakhurma-taghlitobis-faqtze-erti-piri-daakava
საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:03, 15.11.2024
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულ იქნა ერთი პირი.
გამოძიებით დადგინდა, რომ სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით ბრალდებულმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე შექმნა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოში თითქოსდა დაგეგმილ სასწავლო პროგრამაში წამსვლელთა ჯგუფი, რომელშიც გაწევრიანებულ 26 ფიზიკურ პირს ატყუებდა, რომ კონკრეტული თანხის გადახდის შემთხვევაში ისინი ჩაერთვებოდნენ საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამაში და მათზე გაიცემოდა აშშ-ის და გაერთიანებული სამეფოს ვიზები.
აღნიშნული გზით 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის აგვისტომდე პერიოდში ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა 26 ფიზიკური პირის კუთვნილ თანხას, ჯამში, 36 000 ლარის ოდენობით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.