საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება, დაკარგვა, გასვლა და მიღება. სასარგებლო ინფორმაცია.
როგორ შევინარჩუნოთ და მივიღოთ ან აღვადგინოთ საქართველოს მოქალაქეობა?
უვიზო ქვეყნები პასპორტების მიხედვით: https://www.passportindex.org/improve.php
telegram channel ტელეგრამ არხი – საქართველოს მოქალაქეობის შესახებ – https://t.me/piradoba
გამოცდებისთვის საჭირო მასალა:
ქართული ენა – PDF ფაილი – https://vizebi.ge/wp-content/uploads/2025/10/4kartuli.pdf
საქართველოს ისტორია – https://vizebi.ge/wp-content/uploads/2025/10/5istoria.pdf
სამართალი – https://vizebi.ge/wp-content/uploads/2025/10/3samartali.pdf
განცხადება – საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება – https://vizebi.ge/wp-content/uploads/2025/10/1shenarchuneba.pdf
განცხადება – საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა – https://vizebi.ge/wp-content/uploads/2025/10/2agdgena.pdf
უვიზო ქვეყნები პასპორტების მიხედვით: https://www.passportindex.org/improve.php
განცხადება – მოქალაქეობის მიღება საგამონაკლისო წესით – https://vizebi.ge/wp-content/uploads/2025/10/6sagamonakliso.pdf
მოქალაქეობაზე განცხადების სტატუსის ნახვა, უნდა ნომერი და კოდი (გაძლევენ სამახსოვრო ბარათს და ზედ არის მოქალაქეობის საქმის ნომერი და კოდი): https://sda.gov.ge/products/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2/
საქართველოს მოქალაქეობა: https://sda.gov.ge/products/%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%94%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90/
ტესტები სამართლის ძირითად საფუძვლებში
2024 წლის 1 მაისიდან საქართველოს მოქალაქეობის მიღებით დაინტერესებული პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონე „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოწმდება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების სააგენტოსთვის ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულებისთვის წარდგენამდე.
საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმების შედეგი შესაბამის პირს უფლებას აძლევს, სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა თუ საკონსულო დაწესებულებას წარუდგინოს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადება.
ცოდნის დონის შემოწმების შედეგი ძალაშია 1 წლის განმავლობაში.
საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით და საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭებისას მოწმდება გამოსაცდელის მიერ სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონე, ხოლო საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების (გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა არამართლზომიერად), აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლებით სარგებლობის შემთხვევებში – სახელმწიფო ენის ცოდნის დონე.
პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმებას უზრუნველყოფს სააგენტო.
ტესტირება ტარდება ელექტრონულად, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით. გამოსაცდელი ტესტირებაზე რეგისტრაციის მოთხოვნით პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით მიმართავს სააგენტოს, იუსტიციის სახლს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.
ტესტირებაზე რეგისტრაციისთვის გამოსაცდელმა უნდა წარადგინოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) ფერადი ფოტოსურათი (ზომით 3.5X4.5 სმ., ელექტრონული ფორმით);
გ) წარმომადგენლის მეშვეობით ტესტირებაზე რეგისტრაციისას – წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლება
რა შემთხვევაში შეიძლება საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლებით სარგებლობა?
საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო დაკარგა, უფლება აქვს, 2026 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით, ამ მუხლით განსაზღვრული პირობებით.
პირს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა;
ბ) არ არსებობს ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭება მის არასრულწლოვან შვილსაც. 14 წლის ასაკის პირს ამ მუხლის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭება მისი თანხმობით.
დაინტერესებულ პირს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების დროებითი უფლებით სარგებლობისთვის წარმატებით უნდა ჰქონდეს გავლილი ტესტირება სახელმწიფო ენაში, საქართველოს ისტორიასა და სამართლის ძირითად საფუძვლებში.
პირი, რომელსაც აქვს ისეთი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან/და სენსორული დარღვევა, რომელიც შეუძლებელს ხდის იმის შემოწმებას, აკმაყოფილებს თუ არა იგი აღნიშნული ქვეპუნქტების მოთხოვნებს, მოქალაქეობის საკითხთა კომისიის მიერ შეიძლება განთავისუფლებულ იქნეს ცოდნის დონის შემოწმებისგან.
ვის უნდა მიმართოს პირმა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით?
საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით პირმა უნდა მიმართოს იუსტიციის სახლის ფილიალს ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს.
საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის შემთხვევაში, პირს შეუძლია მიმართოს საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას, ან აღნიშნული სერვისით ისარგებლოს დისტანციურად.
საკითხის განსახილველად საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
ა) დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებული განცხადება;
ბ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3X4 ( განმცხადებელი ფოტოსურათს სააგენტოში ან მის ტერიტორიულ სამსახურში წარადგენს ელექტრონული ფორმით, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ – საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა თუ საკონსულო დაწესებულებაში – მატერიალური ან ელექტრონული ფორმით).
აგრეთვე, დამატებით საჭიროა:
ა) იმ დოკუმენტების ასლები, რომლებითაც დასტურდება, რომ დაინტერესებული პირი კანონის შესაბამისად ფლობდა საქართველოს მოქალაქეობას;
ბ) სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის დამადასტურებელი დოკუმენტი.
არასრულწლოვანი პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების დროებითი უფლების საკითხის განსახილველად წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) დაბადების მოწმობა;
ბ) იმ დოკუმენტების ასლები, რომლებითაც დასტურდება, რომ არასრულწლოვანი კანონის შესაბამისად ფლობდა საქართველოს მოქალაქეობას;
გ) არასრულწლოვანის მშობლისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) მშობლის თანხმობა;
ზ) 14 წლის არასრულწლოვანის შემთხვევაში – ასევე, მისი თანხმობა.
არასრულწლოვანის ან მხარდაჭერის მიმღები პირის მოქალაქეობის საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.
14-იდან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის საკითხზე კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს არასრულწლოვანისა და მეორე მშობლის (არსებობის შემთხვევაში) წერილობითი თანხმობა. არასრულწლოვანს წერილობითი თანხმობის წარდგენა არ მოეთხოვება, თუ იგი, ამასთანავე, მხარდაჭერის მიმღები პირია.
განცხადება და აღნიშნული დოკუმენტები წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. სხვა ენაზე შედგენილი დოკუმენტები მიიღება მხოლოდ სათანადო წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად.
მოქალაქეობის აღდგენის საკითხზე წერილობითი განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები შეიძლება წარდგენილ იქნეს პირადად, ასევე, მინდობილობის მქონე პირის მეშვეობით.
მომსახურების ვადა და ღირებულება
მე-80 დღეს – 325 ლარი;
მე-60 დღეს – 455 ლარი;
30-ე დღეს – 650 ლარი.
საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
საქართველოს-მოქალაქეობის-აღდგენის-წესით-მინიჭების-შესახებ-განცხადების-ფორმა2
ხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება
რა შემთხვევაში შეძლებს პირი ისარგებლოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების უფლებით?
სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოსგან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე.
სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული.
არასრულწლოვანს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მოიპოვა დაბადებით, საქართველოს მოქალაქეობა უნარჩუნდება დაბადებიდან 18 წლამდე. აღნიშნულ ვადაში არასრულწლოვანისათვის მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ განცხადების წარუდგენლობის შემთხვევაში, მას შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა. არასრულწლოვანისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება დასაშვებია მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. ერთ-ერთი მშობლის განცხადების წარდგენის შემთხვევაში, არასრულწლოვანისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება დასაშვებია მეორე მშობლის თანხმობით.
ვის უნდა მიმართოს პირმა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით?
საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებით დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს იუსტიციის სახლს ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.
საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის შემთხვევაში, შესაძლებელია, დაინტერესებულმა პირმა მიმართოს საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.
აღნიშნული სერვისით სარგებლობა ასევე შესაძლებელია დისტანციურად.
საკითხის განსახილველად საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
ა) დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებული განცხადება;
ბ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3X4 (განმცხადებელი ფოტოსურათს სააგენტოში ან მის ტერიტორიულ სამსახურში წარადგენს ელექტრონული ფორმით, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ – საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა თუ საკონსულო დაწესებულებაში – მატერიალური ან ელექტრონული ფორმით).
საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობის მიღების საკითხის განსახილველად განმცხადებელმა უფლებამოსილ ორგანოში აგრეთვე დამატებით უნდა წარადგინოს:
ა) სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოსაპოვებლად წარმოების მიმდინარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
არასრულწლოვანი პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განსახილველად უფლებამოსილ ორგანოში წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) არასრულწლოვანი პირის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) დაბადების მოწმობა;
გ) 14 წლის არასრულწლოვანი პირის თანხმობა;
დ) მშობლის თანხმობა.
არასრულწლოვანისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ განცხადების ერთ-ერთი მშობლის მიერ წარდგენის შემთხვევაში, არასრულწლოვანისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება დასაშვებია მეორე მშობლის თანხმობით.
არასრულწლოვანის ან მხარდაჭერის მიმღები პირის მოქალაქეობის საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.
14-იდან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის საკითხზე კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს არასრულწლოვანისა და მეორე მშობლის (არსებობის შემთხვევაში) წერილობითი თანხმობა. არასრულწლოვანს წერილობითი თანხმობის წარდგენა არ მოეთხოვება, თუ იგი, ამასთანავე, მხარდაჭერის მიმღები პირია.
განცხადება და აღნიშნული დოკუმენტები უნდა წარმოდგენილ იქნეს ქართულ ენაზე. სხვა ენაზე შედგენილი დოკუმენტები მიიღება მხოლოდ სათანადო წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად.
მოქალაქეობის აღდგენის საკითხზე წერილობითი განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები შეიძლება წარმოდგენილ იქნეს პირადად, ასევე, მინდობილობის მქონე პირის მეშვეობით.
მომსახურების ვადა და ღირებულება
მე-80 დღეს – 500 ლარი;
მე-60 დღეს – 700 ლარი;
30-ე დღეს – 1 000 ლარი.
საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების ფორმა
საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს, ან რომლისათვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს.
სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას, მათ შორის, მხედველობაში მიიღება შემდეგი გარემოებები:
ა) სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და იგი ან მისი წინაპარი არის:
ა.ა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი,
ა.ბ) სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი;
ბ) სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში ახორციელებს ან განახორციელა ისეთი ინვესტიცია, რომლითაც სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ან შეიტანა;
გ) სხვა ქვეყნის მოქალაქე წარმატებულია სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში და სურს, მოღვაწეობა საქართველოს სახელით განაგრძოს.
„ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისათვის წარმატებით უნდა ჰქონდეს გავლილი ტესტირება სახელმწიფო ენაში, საქართველოს ისტორიასა და სამართლის ძირითად საფუძვლებში.
პირი, რომელსაც აქვს ისეთი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან/და სენსორული დარღვევა, რომელიც შეუძლებელს ხდის იმის შემოწმებას, აკმაყოფილებს თუ არა იგი აღნიშნული ქვეპუნქტების მოთხოვნებს, მოქალაქეობის საკითხთა კომისიის მიერ შეიძლება განთავისუფლებულ იქნეს ცოდნის დონის შემოწმებისგან.
ვის უნდა მიმართოს დაინტერესებულმა პირმა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მოთხოვნით?
საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისთვის პირმა უნდა მიმართოს იუსტიციის სახლის ფილიალს ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს.
საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის შემთხვევაში, შესაძლებელია, პირმა მიმართოს საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.
აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია დისტანციურად.
დაინტერესებულმა პირმა საკითხის განსახილველად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებული განცხადება;
ბ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3X4 (განმცხადებელი ფოტოსურათს სააგენტოში ან მის ტერიტორიულ სამსახურში წარადგენს ელექტრონული ფორმით, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ – საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა თუ საკონსულო დაწესებულებაში – მატერიალური ან ელექტრონული ფორმით);
გ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
აგრეთვე, დამატებით საჭიროა:
- დაბადების მოწმობის ასლი (თუ მოქალაქეობის მინიჭების მსურველი პირი დაბადებულია საზღვარგარეთ და აქვს აღნიშნული დოკუმენტი), ხოლო არასრულწლოვანი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემთხვევაში – პირის დაბადების მოწმობის ასლი და მისი კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა;
- პასპორტი ან მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
- საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის არანაკლებ 2 რეკომენდაცია სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ;
- კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები.
არასრულწლოვანის ან მხარდაჭერის მიმღები პირის მოქალაქეობის საკითხი განიხილება მისი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.
14-იდან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის საკითხზე კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს არასრულწლოვანისა და მეორე მშობლის (არსებობის შემთხვევაში) წერილობითი თანხმობა. არასრულწლოვანს წერილობითი თანხმობის წარდგენა არ მოეთხოვება, თუ იგი, ამასთანავე, მხარდაჭერის მიმღები პირია.
დოკუმენტები დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს ქართულ ენაზე. სხვა ენაზე შედგენილი დოკუმენტები მიიღება მხოლოდ სათანადო წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად.
მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხზე წერილობითი განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები შეიძლება წარმოდგენილ იქნეს პირადად, ასევე, მინდობილობის მქონე პირის მეშვეობით.
მომსახურების ვადა და ღირებულება:
მე-80 დღეს – 500 ლარი;
მე-60 დღეს – 700 ლარი;
30-ე დღეს – 1 000 ლარი.
საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.