ჩვენ გაგიწევთ მომსახურებას და შეგივსებთ განაცხადს კანადის ვიზაზე. უნდა იცოდეთ, რომ ძალიან დიდი და რთული ანკეტა აქვს კანადას, ითხოვენ ყველანაირ და დეტალურ ინფორმაცია, ძალიან სწორად უნდა იყოს გაცემული კითხვებზე პასუხები, რათგან თუ რაიმეს მოიტყუები ან არასწორად უპასუხებ შენ მიიღებ 5 წლიან არშესვლას კანადაში, სიტყვაზე იქ არის ასეთი კითხვა: ჰქონდათ თუ არა როდისმე რაიმე ვიზაზე მიღებული უარი? სიტყვაზე ჰქონდა ამერიკის ვიზაზე მიღებული უარი და მერე მიიღე აშშ ვიზა, კანადა ხედავს აშშ, ბრიტანეთის, ზელანდიის, ავსტრალიის სავიზო განაცხადებს და თუ ამ ნაწილში მოიტყუე შენ ჩაგაგდებენ შავ-სიაში და კანადა დაგიხურავს შესვლას 5 წლით, ამიტომ ეს ანკეტა უნდა შეავსოს მცოდნემ და მაღალი დონის სპეციალისტმა.

არავის არ ვურჩევ კანადაში არალეგალურად დარჩენა ან რაიმე პოლიტიკური სტატუსის მოთხოვნა, რათგან მაინც არავის იტოვებენ, ეს მცნება ცივა და შენ იქ სჭირდები ეს არის ტყუილი, 300,000 უკრაინელი ჩავიდა კანადაში სამუშაო ვიზით და ბევრი უკან დაბრუნდა რათგან ხელფასები დაეცა და ყველაფერი გაძვირდა, კანადა არის მცირე ეკონომიკურ კრიზისში, ნუ ფიქრობ შენ იმას აიღებ ტურისტულ ვიზას და გახდები მილიონერი იქ, ეგ არის ზღაპარი, ნახე ეგერ რა ვითარებაა იქ: https://vizebi.ge/kanada-datova-dzalian-bev/

თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი მომსახურბის ფასები (ტარიფები), ასევე რა დაჯდება ჯამში და რა რა ღირს, დააჭირეთ აქ.

რა გვჭირდება ჩვენ თქვენსგან, რომ შეგივსოთ განაცხადი კანადის ვიზაზე:

გვინდა თქვენი ელექტრონული ფოსტა, ჩვენ დაგარეგისტრირებთ განაცხადების პორტალზე: https://portal-portail.apps.cic.gc.ca/signin?lang=en

გადმოიწერეთ ეს MS Word-ის ფაილი (ეს არის კანადის ვიზისთვის კითხვარი) და ამას ავსებს ყველა ცალ-ცალკე ვისაც უნდა კანადის ვიზა, გამდმოიწერეთ, შეავსეთ კომპიუტერში, გაეცით პასუხები-დეტალურად და შევსებული გადმოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე, ან ამობეჭდეთ ეს ანკეტა პრინტერზე და შეავსეთ ხელით კალამით (გასაგები პოჩერკით) და გადაუღეთ მობილურით სურათები ამ შევსებული ანკეტას და გადმოგვიგზავნეთ შევსებული ანკეტის სურათები ელექტრონულ ფოსტაზე ან WhatsApp-ზე.

ასე უნდა გასცე პასუხები კითხვარში, ნახეთ ნიმუში, როგორ უნდა დაწერო პასუხები კითხვარში (სრულად უნდა გასცეთ პასუხები – Canada ვერსია), იხილეთ ნიმუში დააჭირეთ აქ.

ასე უნდა გასცე პასუხები კითხვარში, ნახეთ ნიმუში, როგორ უნდა დაწერო პასუხები კითხვარში (სრულად უნდა გასცეთ პასუხები – USA ვერსია), იხილეთ ნიმუში დააჭირეთ აქ.

თქვენსგან გვინდა შემდეგი აუცილებელი საბუთები: საზღვარგარეთის მოქმედი პასპორტი (ვიზა გაიცემა ან მცირე დროით, ან ბიომეტრიის მოქმედების ბოლომდე [ბიომეტრიის ვადაა 10 წელი] ან პასპორტის მოქმედების ბოლომდე ვადით), თქვენი ID-ბარათი (დასკანირებული ორივე მხარე), ან მოგვიტანთ ყველაფერს ოფისში და ჩვენ დავასკანირებთ. ჩვენ შევავსებთ განაცხადს ვიზაზე, ასევე დავურთავთ ყველა საბუთს, რასაც მოგვცემთ და ამას კანადის კონსულიც ნახულობს (აშშ კონსული არ ნახულობს უმეტეს შემთხვევაში და აშშ ვიზაზე უნდა გაიაროთ ინტერვიუ და კანადის ვიზაზე არ არის საჭირო არანაირი სავიზო ინტერვიუს გავლა), როცა ყველაფერი გაიგზავნება თქვენ გამოგიგზავნით ინფორმაცია – რა წერია ანკეტაში და რა საბუთები გაიგზავნა, რასაც სხვა არ გამოგიგზავნით ელექტრონულ ფოსტაზე და შეინახავთ (მერეც სხვა ვიზებისთვის გამოგადგებათ).

საბუთები გვინდა შემდეგი – რაც გაქვთ (რაც არსებობს და გეხებათ ისინი): PDF ფაილში (მრავალგვერდიანი PDF ფაილი უნდა იყოს, ეს პროგრამა გამოგადგებათ: https://tools.pdf24.org/en/) (ან მოგვიტანთ და ჩვენ დავასკანირებთ საბუთებს ოფისში) დასკანირებული პასპორტი ყველა გვერდი სადაც შტამპია, ვიზა, და სურათიანი გვერდი (ასევე უნდა დაასკანიროთ ID ბარათიც, ორივე მხარე), ასასვე ცალკე ფაილად სხვა პასპორტებიც დასკანირებული, სამსახურის ცნობა ინგლისურზე ან ნოტარიული თარგმანით ინგლისურ ენაზე, სადაც თანამდებობა, ასევე აღწერილია რომელი რიცხვიდან მუშაობ იქ (სასურველია), ბანკის ბოლო 6 თვის ამონაწერი ბანკიდან PDF ფაილი გადმოწერილი ონლაინ ბანკიდან, უძრავი ქონების დოკუმენტები-ბინა, მიწა, გარაჟი, სახლი, აგარაკი, შვილების დაბადების მოწმობებიც თარგმანით შეიძლება, ქორწინების-განქორწინების მოწმობა თარგმანით ინგლისურ ენაზე (თუ გეხება ქორწინება და განქორწინება), ბიზნესის რეგისტრაციის საბუთები (რეესტრიდან ამონაწერი ან ინგლისურზე ან თარგმანით ინგლისურზე) www.napr.gov.ge, პირადი ანგარიშის ბანკის ამონაწერი და კომპანიის ბანკის ამონაწერიც, ბანკის ცნობა, რომ თანხა გაქვს ანგარიშზე (ცნობა ბანკის ანგარიშის მდგომარეობის შესახებ) ინგლისურ ენაზე, ავტომობილის ტექპასპორტი (ორივე მხარე), კონტრაქტები, ვიზების და შტამპების ასლები ან დასკანირებული ვერსია და ასევე სხვა.

დამატებითი საბუთებიც და (რაც არ იქნება ინგლისურად, უნდა გაკეთდეს მისი ასლი და ასლზე მიეკრას ნოტარიული თარგმანი ინგლისურ ენაზე):

  • თუ რამე არის ფინანსური დოკუმენტაცია (ბინა, მიწა, აგარაკი, ავტომობილი, ბანკის ცნობა+თარგმანი ინგლისურ ენაზე);
  • უძრავი ქონების საბუთები (ბინა, სახლი, მიწა) – რეესტრის ამონაწერი თარგმანით ინგლისურზე ნოტარიული, www.napr.gov.ge
  • მანქანის ფლობის მოწმობა-ტექპასპორტი ორივე მხარე + ასლი,
  • ძველი პასპორტები (კანადა, აშშ ან სხვა ვიზებით) ვიზებით ან შტამპებით,
  • ბანკის ცნობა, რომ თანხა გაქვს ანგარიშზე, ინგლისურ ენაზე (ბანკის ცნობა ანგარიშის მდგომარეობის შესახებ),
  • სამსახურის ცნობა ინგლისურზე ან ქართული + ნოტარიული ინგლისურ ენაზე თარგმანით,
  • შპს ან ინდ. მეწარმის ამონაწერი – რეესტრის ამონაწერი თარგმანით ინგლისურზე ნოტარიული, www.napr.gov.ge
  • ბანკის ამონაწერიც შეიძლება (გადმოიწერეთ მობაილ ბანკიდან – PDF ფაილი, დასკანირებული არა);
  • შვილის/შვილების (ვისაც ჰყავს) დაბ მოწმობა + ასლი ნოტარიული ინგლისურ ენაზე თარგმანით;
  • ვისთანაც ერთად მიდიხარ მისი აშშ ვიზის ქსეროქსი ან მისი ბინადრობის მოწმობა-გრინ კარტის მოწმობის ასლი ან აშშ პასპორტის ასლი ან დამატებით წერილი რომ მიგიღებს ინგლისურად ხელმოწერილი და დასკანირებული, მერე ამობეჭდილი;
  • ვინც გაფინანსებს იმის ფინანსური დოკუმენტაციაც;
  • სხვა ქვეყნის პასპორტები, ან ცხოვრების უფლების კარტები სხვა ქვეყნებში – ბინადრობის მოწმობები;
  • სტუდ ბილეთის ასლი;
  • ქორწინების მოწმობა და განქორწინების მოწმობა (თუ გეხება) + ასლი ნოტარიული ინგლისურ ენაზე თარგმანით;
  • თუ შვილთან მიდიხართ და აქვს გრინ კარტი, ასევე შვილის გრინ კარტის ასლი (სხვა ბინადრობის მოწმობებიც) ან დასკაინრებული ამობეჭდილი ვერსია მისი გრინ კარტის;
  • ვინც გიწვევთ იმის მოსაწვევი წერილი ინგლისურ ენაზე;
  • სხვა პასპორტებიც თუ არის (მთავარი გვერდი, შტამპები და ვიზები);
  • მოსაწვევი – სასწავლო მოსაწვევიც (თუ გეხება);

შეგივსებთ განაცხადს, კანადას აქვს სავიზო მოსაკრებელი 100 კანადური დოლარი და ბიომეტრიის მოსაკრებელი 85 კანადური დოლარი (ბიომეტრია არის 10 წლიანი, თუ ერთხელ ჩააბარე 10 წელი არ აბარებ მეტი), თავიდან მოსაკრებელი არის 185 კანადური დოლარი, ეგ არის 400 ლარი (ცუდი კურსით ეგრეა და ლარი იხსნება ანგარიშიდან), ჩვენი მომსახურების თანხა – 400 ლარი (თუ რთული კეისია – ცოტა მეტი), ჯამში გვირიცხავთ ვიზის მოსაკრებელს: 400 ლარს (185 კანადური დოლარი) და ჩვენი მომსახურების თანხას: 400 ლარს, ჯამში: 800 ლარს (ერთი ადამიანის ხარჯი).

ბიომეტრია (ბიომეტრიულ ფოტოს გიღებენ და გიღებენ თითების ანაბეჭდებს) ბარდება ასევე თბილისში, ვაკეში, ყიფშიძის 9-ში, სართული 1 (უკანა მხარეს), კანადის სავიზო ცენტრში.

ჩვენ გივსებს კანადის ვიზაზე განაცხადს, ვიხდით მოსაკრებლებს, მეორე დღეს მოდის წერილი IRCC კანადის საიმიგრაციო სამსახურის პორტალზე PDF წერილი, რომ თქვენ გიბარებენ ბიომეტრიის ჩასაბარებლად (Biometric instruction letter), აბარებთ ნებისმიერ ოფისში, მაგრამ თბილისში არის სავიზო ცენტრიც. ბიომეტრიის ჩასაბარებლად უნდა დაჯავშნოთ იქ ვიზიტი, ამ ვებ გვერდიდან: https://visa.vfsglobal.com/geo/en/can/book-an-appointment

თქვენ როცა მიხვალთ კანადის სავიზო ცენტრში ბიომეტრიის ჩასაბარებლად ან მიხვალთ ვიზაზე თანხმობის მერე და მიიტანთ იქ პასპორტს, თქვენ უნდა მიიტანოთ პასპორტი, პასპორტი ქსეროქსლი და ასევე (ბიომეტრიის მოსული წერილი ან ვიზაზე თანხმობის ფურცელი რომელიც მოვიდა PDF ფაილში IRCC სისტემაში [უნდა ამობეჭდოთ ეგ წერილი]) და ასევე უნდა ამობეჭდოთ თანხმობის PDF ფორმა.

ეგ თანხმობის ფორმა ამობეჭდეთ (სულ 4 ფურცელი გამოვა), მეორე გვერდზე NAME-ში ჩაწერთ კალამით თქვენს სახელ და გვარს ინგლისურ ენაზე პასპორტიდან დიდი ასოებით (მაგ. GIORGI KAPANADZE) (ამ ველში ივსება ის ვისი პასპორტიც ბარდება ან ვისი ანკეტაც ჩაბარებულია ვიზაზე), Address: თქვენი მისამართი ინგლისურად (მაგ. 4 Grigol Peradze, apt 8, Tbilisi, Georgia), Telephone number: ტელეფონი (მაგ. +995-599-123456), E-mail address: მოქმედი ელექტრონული ფოსტა (წერილები მოვა ხოლმე), ეგ ელექტრონული ფოსტა დაწერეთ წესიერად, რომ შეძლონ წაკითხვა (გადაამოწმე, რომ სწორად ამოიკითხეს და სწორად დაწერე), Signature: ხელი მოაწერე, Date: სავიზო ცენტრში მისვლის დღე (მაგ. 22-02-2025), Signed at: Tbilisi, Georgia (სადაც აბარებ საბუთებს, სადაც არის ეს სავიზო ცენტრი, სადაც ხარ მისული, ქალაქი და ქვეყანა ინგლისურ ენაზე), მესამე გვერდზე Canada Visa Application Centre in: Tbilisi, Georgia (ის ქალაქი და ქვეყანა, სადაც არის სავიზო ცენტრი, სადაც მიხვედი), მერე from/to: Ankara, Turkey (ქალაქი და ქვეყანა, სადაც მიდის საბუთები, კანადის საკონსულო), (ეს ივსება თუ არასრულწლოვანი შვილი იღებს ვიზას (თუ სრულწლოვანი იღებს ვიზას და მისია ეს – მაშინ უბრალოდ ამ მონაკვეთს გამოტოვებ): Name of Person…: მშობლის სახელი და გვარი ინგლისურად, Relationship…: თუ მშობელი დედაა: Mother, მამა: Father, Signature: ხელმოწერა მშობლის (მაშინ ზემოთ პირველ გვერდზე იწერება ხელმოწერის მაგივრად შვილის სახელი და გვარი), Date: სავიზო ცენტრში მისვლის თარიღი, მაგ. 22-02-2025), მეოთხე გვერდზე: Applicants wishing…: Name-ში, ვინც იღებს ვიზას იმის სახელი და გვარი ინგლისურად, Signature: ხელმოწერა, Date: თარიღი, რიცხვი-თვე-წელი (სავიზო ცენტრში მისვლის თარიღი, მაგ. 22-02-2025).

ჩაეწერე სავიზო ცენტრში ინტერნეტის საშუალებით (ბიომეტრიის ჩასაბარებლად უნდა ჩაეწერო წინასწარ და როცა მოდის თანხმობა ვიზაზე და პასპორტს აბარებ, მაშინ არ უნდა ჩაწერა, პასპორტს პირდაპირ ჩააბარებ): https://www.vfsglobal.ca/IRCC-AppointmentWave1/Account/RegisteredLogin , კანადის სავიზო ცენტრი თბილისში მუშაობს დილის 09:00-დან 17:00-მდე სამუშაო დღეებში, https://visa.vfsglobal.com/geo/en/can/book-an-appointment
https://visa.vfsglobal.com/geo/en/can/attend-centre/Tbilisi
კანადის სავიზო ცენტრი თბილისში, რუკა: https://maps.app.goo.gl/ECGtKVmtfFqUyY7b7
კანადის სავიზო ცენტრი იღებს ბიომეტრიას და აგზავნის პასპორტს ვიზის ჩასაკრავად (აპლიკაცია არ ავსებს და არ იცის რა სიტუაციაა კანადის საკონსულოში).

69can კანადის ვიზა

ბიომეტრიის ჩასაბარებლად გაქვს 30 დღე კანადის ვიზაზე შეტანის მერე. ბიომეტრიას აბარებენ ამ ასაკის ადამიანები: 14-79 წლის ასაკის, ამ ასაკის არ აბარებენ ბიომეტრიას და ბიომეტრიის მოსაკრებელს 85 კანადურ დოლარსაც არ იხდიან: 0-13 წლის ასაკის და 80 წლის ზემოთ.

კანადის ვიზის განხილვა გრძელდება ხოლმე საშუალოდ 3-5 თვეც, ზოგჯერ 12 თვეც (იშვიათად), როცა მოდის დადებითი პასუხი, მხოლოდ მაშინ აგზავნი პასპორტს. წვალების გარეშე არ გამოდის, თუ ძალას დაატან თავს და ყველაფერს ლამაზად გააკეთებ ვიზაც გექნება, თავისით ვიზა არ მოვა და არ ჩაგიხტება ჯიბეში.

70can კანადის ვიზა

კანადის კონსულთან ინტერვიუს არ გადიხარ, სავიზო განაცხადებს დისტანციურად განიხილავს კანადის საკონსულო ანკარაში, იქ ჩასვლა არ გიწევს, თუ მოდის დადებითი პასუხი, პასუხი მოდის IRCC ამ პორტალზე: https://portal-portail.apps.cic.gc.ca/signin?lang=en , ამიტომ უნდა იყოს დარეგისტრირებული შენს მოქმედ ელექტრონულ ფოსტაზე.

როცა მოვა დადებითი პასუხი კანადის ვიზაზე IRCC (Immigration, Refugees and Citizenship Canada) სისტემაში აქ: https://portal-portail.apps.cic.gc.ca/signin?lang=en , თქვენ ამ სისტემაში მოგივათ PDF ფაილი სახელწოდებით: ORIGINAL PASSPORT REQUEST, ეს ნიშნავს გამოგვიგზავნეთ თქვენი პასპორტი, მიხვალთ ნებისმიერ კანადის სავიზო ცენტრში: https://www.canada.ca/en/immigration-refugees-citizenship/services/biometrics/where-to-give.html ან თბილისის კანადის სავიზო ცენტრში: https://visa.vfsglobal.com/geo/en/can და ჩააბარებთ იმ ფურცელთან ერთად თქვენს პასპორტს ისინი გააგზავნიან საკონსულოში და ჩაგიკრავენ ვიზას (პასპორტის გზას უნდება ასე 7-10 დღე), თანხმობა, როცა მოგივათ ვიზაზე IRCC სისტემაში აქ: https://portal-portail.apps.cic.gc.ca/signin?lang=en თქვენ გაძლევენ 30 დღეს, რომ მიაწოდოთ პასპორტი სავიზო ცენტრს, იმისათვის, რომ ჩაგიკრან ვიზა.

ვიზაზე თანხმობის ფურცელი

68can კანადის ვიზა

ვიზა, როცა მოვა მას ეწერება ტიპი: visitor, ეს ნიშნავს, რომ ვიზა არის ვიზიტორი (ტურისტული და სასტუმრო ტიპის), ამ ვიზით თქვენ არ გაქვთ კანადაში მუშაობის უფლება, თქვენ თუ იმუშავებთ და გაიგებენ თქვენ დაგადეპორტებენ, ამ ვიზით თქვენ გაქვთ მარტო კანადაში ჩასვლის და ყოფნის უფლება, ვიზა მიგიყვანთ საზღვრამდე და კანადაში შეგიშვან თუ არა მაგას გადაწყვიტავს მესაზღვრე, ძირითადათ კანადაში უშვებენ მაქსიმუმ 6 თვით, visitor ვიზა ნიშნავს, რომ ხარ ცოტა ხანი სტუმრად კანადაში (სამუშაო ვიზას აწერია – worker და მოიპოვება რთულად და ასეთ ადამიანებს ვინც ჩადის კანადაში მუშაობის უფლებას-ფურცელს Work Permit-ს აძლევენ კანადის პირველ საზღვარზე), თქვენ არ მოტყუვდეთ და იცოდეთ , რომ თქვენი ვიზა არის visitor-ვიზიტორი და არ გაქვთ მუშაობის უფლება კანადაში ამ ვიზით (ტურისტული ვიზით უნდა დაამტკიცოთ, რომ მალე დაბრუნდები უკან, უნდა ჰქონდეს უკანა ავია ბილეთიც და თანხაც, კანადა იოლად არ დაგიტოვებს – ეგ ზღაპარია, შენ გაქვს უბრალოდ არასამუშაო ტურისტული ვიზა).

კანადის ვიზით ვერ შეხვალთ ამერიკაში, ვერც ამერიკის ვიზით ვერ შეხვალთ კანადაში, გრინ კარტიანი შევა კანადაში, ვისაც აქვს კანადის რეზიდენტი კარტა ის ვერ შევა ამერიკაში მას უნდა ვიზა.

ერიდეთ აფერისტებს, თაღლითებს და არაპროფესიონალებს, იმიტომ, რომ თქვენ შეიძლება მიიღო 5 წლიანი აკრძალვა კანადაში ჩასვლაზე, რასაც ნახავს: ამერიკა, ბრიტანეთი, ზელანდია, ავსტრალიაც, ნახეთ თაღლითობის შესახებ დეტალური ინფორმაცია აქ, დააჭირეთ აქ.

ამ ვიზის პლუსები და მინუსები: პლუსები: არ გადიხარ კონსულთან გასაუბრებას, არ გიწევს სხვა ქვეყანაში წასვლა, არ გიწევს ორიგინალი საბუთების ჩაბარება, შეგიძლია გააკეთო ყველაფერი ონლაინ, არის დონე ვიზა, ბიომეტრიას, რომ ჩააბარებ მერე 10 წელი აღარ აბარებ, ვიზა იაფია, სანამ განიხილავენ პასპორტი შენ გაქვს, ნებისმიერ ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია ჩააბაროს განაცხადი სადაც არ უნდა იყოს, არ სჭირდება იმ ქვეყნის ბინადრობის-იქ-ცხოვრების მოწმობა, მინუსები: ბევრი საბუთები უნდა თარგმნო და დაამოწმო ნოტარიულად თარგმანი, დიდი ანკეტა აქვთ და ბევრ კითხვებზე უნდა გასცე პასუხი, პასუხები ზუსტი უნდა გასცე, თუ რაიმე არ გაეცი პასუხი სწორად – მიიღებ 5-წლიან არ შესვლას კანადაში, ვიზაზე პასუხს უნდა ელოდო 1, 3, 4 ან ზოგჯერ 12 თვეც.