აშშ-დან საქართველოს მოქალაქეთა ერთი ჯგუფის დეპორტაცია განხორციელდა.

აშშ-დან საქართველოს მოქალაქეთა ერთი ჯგუფის დეპორტაცია განხორციელდა, რომლებსაც აეროპორტში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი დახვდა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკიდან დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეებს დახვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ, კიდევ ერთხელ დაადასტურა სახელმწიფოს მზადყოფნა, დახმარება გაუწიოს სამშობლოში დაბრუნებულ მოქალაქეებს.

გიორგი ცაგარეიშვილმა დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფო პროგრამებისა და მხარდაჭერის სერვისების შესახებ, რომლებიც რეინტეგრაციის პროცესში მათ საზოგადოებაში ადაპტაციას შეუწყობს ხელს.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ მხარდაჭერა, რათა ღირსეულად გააგრძელონ ცხოვრება სამშობლოში.

https://1tv.ge/news/ashsh-dan-saqartvelos-moqalaqeta-erti-jgufis-deportacia-gankhorcielda-romlebsac-aeroportshi-jandacvis-ministris-moadgile-giorgi-cagareishvili-dakhvda

Share this content:

Previous post

ქალბატონი მიდიოდა შვილთან ამერიკაში, ერთი შვილი მექსიკით არის გადასული, მეორეს აქვს გრინ კარტი და არ მისცეს აშშ ვიზა აშშ საკონსულოში.

Next post

დედამ ამერიკის მოქალაქემ ჩააბარა საბუთები აშშ საიმიგრაციო სამსახურში შვილის წაყვანაზე ამერიკაში, შვილმა მიიღო საიმიგრაციო ვიზა.