რა დაგვჭირდება ჩვენ თქვენსგან აშშ ვიზაზე, რომ შეგივსოთ განაცხადი, დააჭირეთ აქ: https://vizebi.ge/ra-dagvchirdeba-chven-thkhve/

ამერიკის ტურისტული (სასტუმრო და ბიზნეს) (კატეგორია B1/B2) ვიზის მიღებაში დაგეხმარებით (შეგივსებთ ანკეტას, გაგიწევთ კონსულტაციას და დაგინიშნავთ აშშ საკონსულოში სავიზო ინტერვიუს ვიზიტს. რატომ უნდა გააკეთო ეს ყველაფერი ჩვენთან ამას აგიხსნით (თუ წაიკითხავთ ქვემოთ ინფორმაცია).

ჯერ ერთი, ის რომ უმეტესობას არ აქვს არანაირი გამოცდილება ვიზების შევსების, მეორე – შეგივსებენ შეცდომებით (სახელში გვარს ჩაწერენ, რაღაც კითხებზე არასწორად გასცემენ პასუხს და თქვენ ეს არ გეცოდინებათ და გაეხვევით შარში, რათგან არსებობს კრიტიკული შეცდომები და ამას საკონსულო შეცდომად არ მიიღებს, მიიღებს, როგორც სპეციალურ საიმიგრაციო ტყუილს – აფერისტობას, რომელიც ასეთ ქვეყნებში არის კრიმინალი და ქვია ამას MISREPRESENTATION და საიმიგრაციო აფერისტობის გამო მიიღებთ მუდმივ არშესვლას ამერიკაში – დაიბლოკებით სამუდამოდ, ვერ ნახავთ ამერიკას ამის გამო ვერასდროს!

1000020507-610x1024 ამერიკის ვიზა

ამიტომ ქარაფშუტა ტიპებთან, არამცოდნე ოპერატორებთან და ჭიჭიკო სააგენტოებთან თავის არიდება ჯობია, შეეშლებათ რამე და ის არ აგებს პასუხს, პასუხს აგებ შენ შენს ინფორმაციაზე და შენ ასევე არ გაძლევენ არც ანკეტის ინფორმაციას რა ჩაწერეს შიგნით, არც www.ustraveldocs.com წვდომის პაროლებს (ამის გამო მეორედ ვერ ჩაეწერები სავიზო გასაუბრებაზე), არც ფორმა DS-160 პაროლებს და არც გეცოდინება რა ჩაწერა ანკეტაში), დეტალურად ამ ინფორმაცია გაეცანით გვერდის ქვედა ნაწილში.

სანამ სავიზო განაცხადს შეავსებ ეს ინფორმაცია უნდა იცოდე! რა გელის თუ ანკეტაში მოიტყუები ან ვიღაცა ამ ანკეტას შენ შეგივსებს არასწორად! შენ თუ დაიჭერ საქმეს ვიღაც არამცოდნე ჭიჭიკოსთან, შეიძლება მიიღო ეს შედეგი! კარგად გაეცანი, დააჭირე აქ.

არავის არ ვურჩევ არალეგალურად დარჩეს ამერიკაში, მიდის მასიური დეპორტაციები, არა მარტო კრიმინალების, ყველასი ვინც დაარღვია სავიზო რეჟიმი და დარჩა, ვინც შევიდა ამერიკაში მექსიკით და მოითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი, იმას ჯერ ვერ დაადეპორტებენ სანამ სასამართლო არ გამოუტანს განაჩენს დატოვოს ამერიკა თუ დარჩეს ამერიკაში გრინ კარტით, ამერიკა იოლად არ მისცემს ყველას თავშესაფარს, რათგან საქართველოდან არავინ არ იდევნება პოლიტიკურად, უმეტესობა გადაწყვეტილება საიმიგრაციო სასამართლოსი იქნება – უარყოფითი, ვინც მოითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი ის ამერიკაში არის ლეგალურად მაგრამ სტატუსის გარეშე, სასამართლოები დაჩქარდება, ვიზით დარჩენა იქ არის სისულელე, რათგან არ გაქვს მუშაობის უფლება, ასევე ჩასულია 240,000 უკრაინელი საბუთებით, რომლებსაც არ უგრძელებენ სტატუს ამერიკაში და მოუწევთ წასვლა სხვა ქვეყანაში, შენ შენი ვიზით იქ ვერაფერს ვერ გააკეთებ, თან მუშაობის უფლების გარეშე, შენ გაქვს ტურისტული ვიზა და ამერიკა თუ გაიგებს მუშაობდი არალეგალურად, შენ დაგადეპორტებენ უკან, არ გაქვს მუშაობის უფლება, ასევე ბევრი ადამიანი ვისაც ჰქონდა მუშაობის უფლება ვერ გაქაჩეს ამერიკაში და დაბრუნდნენ სახლში საქართველოში, ამერიკაში მაინც არის მცირე ეკონომიკური პრობლემები და ბევრი დაბრუნდა უკან, ვერ გააკეთეს ვერაფერი, გადავარდნენ ვალებში, შენ შეიძლება შენს ტვინში გგონია შენი თავი ილონ მასკი მილიარდერი, მაგრამ რეალურად არ ხარ ეგეთი (ტრამპი ტრამთან ნაღდათ არ გელოდება), აგერ ნახეთ ეს ბმული, რამდენი ადამიანი დაბრუნდა ამერიკიდან უკან: https://vizebi.ge/amerikidan-bevri-dabrund/

ამერიკის ტურისტული ვიზა (B1/B2 არასაიმიგრაციო ვიზა), გაძლევთ საშუალებას დროებით გაჩერდე შეერთებულ შტატებში (ტურიზმი, სტუმრობა, ბიზნეს-კონფერენცია, ბიზნეს-შეხვედრები, მკურნალობა, ოჯახის წევრების მონახულება, ეს ვიზა არ გაძლევთ საშუალებას იმუშაო ან დასაქმდე ამერიკაში! არ გაქვს უფლება ამ ვიზით იმუშაო, არც დისტანციურად), ვიზა გაიცემა ხოლმე 10 წლით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შენ შეგიძლია ამერიკაში იყო გადამბულად 10 წელი.

38cbp ამერიკის ვიზა

საერთოდ ვიზა ნიშნავს საზღვრამდე მისვლას (ვიზის მოქმედების ბოლო დღესაც შეგიძლია გაფრინდე ამერიკაში), როცა მიხვალ საზღვრამდე ამერიკის მესაზღვრე წყვიტავს შეგიშვას თუ არა ამერიკაში, თუ შეგიშვას რამდენი ხნით, უმეტეს შემთხვევაში გაძლევს საშუალებას იყო 6 თვე ამერიკაში, ზოგჯერ 1 თვე, ზოგჯერ 2 კვირაც, მაგას მესაზღვრე წყვიტავს, რათგან ვიზა არის არასაიმიგრაციო, CBP ოფიცერი უნდა დარწმუნდეს, რომ შენ დაბრუნდები უკან (უნდა ჰქონდეს მისამართი სად მიდიხარ, მათი ტელეფონი და სასურველია უკანა ბილეთიც).

თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი მომსახურბის ფასები (ტარიფები), ასევე რა დაჯდება ჯამში და რა რა ღირს, დააჭირეთ აქ.

რას არ ვაკეთებთ და რა უნდა იცოდე, გაიცანი ამ ინფორმაციასაც აუცილებლად!

რა გვჭირდება, იმისათვის, რომ გაგიყვანოთ აშშ ვიზის გასაუბრებაზე?

როგორ უნდა მიიღოთ ჩვენი მომსახურება (შეგივსოთ ანკეტა მაღალ დონეზე, გაგიწიოთ კონსულტაცია, გადავიხადოთ მოსაკრებლები, ჩაგწეროთ აშშ სავიზო გასაუბრებაზე)? დისტანციურადაც (ონლაინ)(მოსვლაც არ დაგჭირდებათ, თუ რეგიონიდან ხართ).

შეგვიძლია ჩაგწეროთ აშშ სავიზო ინტერვიუზე
(ჩვენი მომსახურება ჯდება – 400 ლარი)
[VIP მომსახურება (1000 ლარი – 400 ლარის მაგივრად): საბუთების ანალიზი, თარგმნა, მომზადება, აშშ საკონსულოს სწორი შერჩევა, კონსულტაცია, საბუთების დასკანირება და საკონსულოში წინასწარ გადაგზავნა, სავიზო მინუსებზე მუშაობდა და გამოსწორება ან მათი გამოსწორების გზებზე ყურადღების გამახვილება, სირთულიდან გამომდინარე შეიძლება ფასმა მოიმატოს, უნდა იცოდეთ, რომ ამერიკის ვიზებს არ არიგებენ იოლად, თუ მომზადებული არ შეხვედი და სასურველი საბუთები არ შეიტანე და ანკეტა არ ჩამოაყალიბე საუკეთესოდ, შენ მიიღებ ლამაზ უარს ვიზაზე], ნახეთ ჩვენი მომსახურების ფასები, დააჭირეთ აქ.

✅ვქმნით სავიზო პორტალის პროფაილს (https://ustraveldocs.com ან https://ais.usvisa-info.com პორტალი, ამას გიკეთებთ თქვენს ელ. ფოსტაზე, და გაძლევთ პაროლებს, რაც მნიშვნელოვანია).
✅გიგზავნით ან გადმოიწერთ კითხვარს, რომელსაც უნდა უპასუხოთ და გადმოგვიგზავნოთ.
DS-160 აპლიკაციის შევსება (სწორად და სრულად შევსება, ასევე გიგზავნით ფაილს, სადაც იქნება ასახული, რა შეივსო, რასაც სხვა არ აკეთებს, გაძლევთ ანკეტის პაროლს, რასაც სხვა არ აკეთებს).
✅სავიზო გასაუბრების ჩანიშვნა (გიხსნით დეტალურად, როდის, სად, რა მიიტანოთ და როგორია გასაუბრება).
✅გეხმარებით საკონსულოში წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადებაში (ჩამოგიწერთ სიას, რაც გაქვთ მიიტანთ, ასევე შესაძლებელია წინასწარ ამ დოკუმენტაციის დასკანირება და გაგზავნა საკოსნულოში, რასაც სხვა არ აკეთებს).

37usaint ამერიკის ვიზა

იმისათვის, რომ ჩაგწეროთ აშშ საკონსულოში აშშ ვიზის მიღების ინტერვიუზე, პირველ რიგში უნდა გადმოიწეროთ ეს MS Word-ის ფაილის კითხვარიСкачать და ყველა, ვისაც სურს სავიზო ინტერვიუზე ჩაწერა უნდა შეავსოს ეს კითხვარი (1 კითხვარი – ერთ ადამიანისთვის, მეორეც თუ შედის ვიზის მისაღებათ, ავსებს იგივე კითხვარს, ოღონდ თავისთვის, ასე ავსებს ყველა თავის კითხვარს, რამდენი ადამიანიც შედის ვიზაზე იმდენი კითხვარი უნდა იყოს შევსებული).

კითხვარში შემდეგი კითხვებია (სახელი, გვარი, წინა სახელი და გვარები, ოჯახური მდგომარეობა: ხელმოუწერელი, ხელმოწერილი, ხელგაწერილი, ქვრივი, ინფორმაცია მოქალაქეობებზე და ბინადრობის მოწმობებზე, საცხოვრებელი მისამართი, ტელეფონი, მობილური, ელექტრონული ფოსტა, საციალური ქსელების ლინკები, უარი აშშ ვიზებზე, ინფორმაცია მეუღლეზე, მშობლებზე [დაბადების თარიღები და ადგილი], ინფორმაცია სამსახურზე: კომპანიის სახელწოდება, პოზიცია, მისამართი, დაწყების თვე-წელი, ინფორმაცია განათლების და ჯარის გავლის შესახებ, ასევე ინფორმაცია სად იმუშავე ბოლო 5 წელი, რა ქვეყნებში იმოგზაურე ბოლო 5 წელი, ჰქონდა თუ არა დეპორტი ან ნასამართლეობა).

MS Word-ის ფაილია MS Word-ი (.doc), გადმოიწერეთ კომპიუტერში (MS Word-ის ფაილი კითხვარი – რუსულ ენაზეც): https://vizebi.ge/wp-content/uploads/2025/03/ds160-oprosnik.doc
და შეგიძლიათ კომპიუტერშივე შეავსოთ და შევსებული გამომიგზავნოთ, ყველა ავსებს თავის კითხვარს, თუ კომპიუტერში გაგიჭირდებათ შევსება, შეგიძლიათ ამობეჭდოთ და შეავსოთ კალამით, პასუხები გასცეთ კალამით (ძალიან სწორად და დეტალურად გაეცით პასუხები), შემდგომ გადაუღოთ ამ კითხვებ გაცემულ კითხვარს მობილურით სურათებს და გამომიგზავნოთ ჩემს ელექტრონულ ფოსტაზე ან ჩემს WhatsApp-ზე.

ასე უნდა გასცე პასუხები კითხვარში, ნახეთ ნიმუში, როგორ უნდა დაწერო პასუხები კითხვარში (სრულად უნდა გასცეთ პასუხები), იხილეთ ნიმუში დააჭირეთ აქ.

ასევე დამჭირდება ვინც შედის ვიზაზე მისი ელექტრონული JPG ფორმატის სურათი, ქაღალდზე არა, ელექტრონული ვერსია, ზომა არის 600×600 პიქსელი 600×600 pixel, გადაღება შეიძლება ნებისმიერ ფოტო ატელიეში და იქვე ეტყვით, რომ გამომიგზვნონ ელექტრონული სურათი ჩემს ელექტრონულ ფოსტაზე, იღებენ ესენიც: www.photocenter.ge და სხვა ნებისმიერი ფოტო ატელიე, (ფოტოატელიები) სურათში უნდა ჩანდეს მხრების ნაწილიც, ფონი უნდა იყოს თეთრი, ასევე შეგიძლიან გადაიღოთ სურათი მობილურით (ტანიც ჩანდეს) თეთრ კედელთან ან თეთრ ფონზე, და  გამომიგზავნოთ 2-3 ცალი ჩემს ელექტრონულ ფოსტაზე ან WhatsApp-ზე, და მე თვითონ მოვჭრი სურათს შესაბამის ზომაზე და ფოტო ატელიეში არ დაგჭირდებათ მისვლა.

34photo ამერიკის ვიზა

ასევე გადასახდელია აშშ ვიზის მოსაკრებელი – ამერიკელების თანხა (185 USD ლარში, თავის კურსით, ამას იხდის ვინც შედის აშშ ტურისტულ ვიზაზე აშშ საკონსულოში თბილისში), ვიზის თანხა (ვინც შედის ვიზაზე თბილისში), ამისათვის, როცა გინდათ, რომ გადაიხადოთ ეს მოსაკრებელი, იმ დღეს როცა იხდით! ქვითარი უნდა იყოს იმ დღის ამობეჭდილი, უნდა გადახვიდეთ ამ ბმულზე (აშშ სავიზო განაცხადის საფასურის გადახდის ქვითარი.

საქართველოს ბანკში წარსადგენი ქვითარი – აშშ სავიზო განაცხადის საფასურის გადახდის ქვითარი საქართველოს ბანკში წარსადგენი ქვითარი [ამ აშშ ვიზის მოსაკრებელს იხდი თუ შედიხარ აშშ საკონსულოში თბილისში, სხვა ქალაქში ან ქვეყანაში არ მოქმედებს]): https://www.ustraveldocs.com/ge/en/depositslip?fee=73&quantity=1

დააკვირდით ამ თარიღს: ვადის ამოწურვის თარიღი (წითლად აღნიშნულია სურათზე ისარი – B): აქ ეწერება ვადა: წელი-თვე-რიცხვი, რა ვადამდე შეგიძლიათ ეს ქვითარი მიიტანოთ საქართველოს ბანკში, ძველი არ უნდა იყოს, დააკვირდით ამ თარიღს (წითლად აღნიშნულია სურათზე ისარი – B), რათგან სავიზო მოსაკრებლის თანხა ცვალებადობს, რაც წერია ქვითარში, იხდით ზუსტად იმ თანხას, წერია ამ ნაწილში: გადასახდელი თანხა: (წითლად აღნიშნულია სურათზე ისარი – A), იხდით ლარს იქ.

35kvitari ამერიკის ვიზა

თქვენ ნახავთ ქვითარს – აშშ სავიზო განაცხადის საფასურის გადახდის ქვითარი საქართველოს ბანკში წარსადგენი ქვითარი, ეს უნდა ამობეჭდოთ და იმ დღეს უნდა მიხვიდეთ საქართველოს ბანკში და გადაიხადოთ ის თანხა რაც შიგნით ეწერება (წითლად აღნიშნულია სურათზე ისარი – A)! ამისათვის გინდათ თქვენი საზღვარგარეთის პასპორტი, სხვასაც შეუძლია გადაგიხადოთ ეს თანხა, ამისათვის უნდა მისცეთ ეს იმ დღის ქვითარი და თქვენი პასპორტის სურათი ან მისი ქსეროასლი, ის როცა გადაიხდის ზემოთ ბანკის მიერ მოცემულ ჩეკში იქნება მისი სახელი და გვარი (ვინც გადაიხადა ბანკში) (წითლად აღნიშნულია სურათზე ისარი – 1) და ჩეკის შუაში ეწერება იმის სახელი და გვარი (ვინც იღებს ვიზას და შედის აშშ საკონსულოში თბილისში) (წითლად აღნიშნულია სურათზე ისარი – 2) ვის გადაუხადა აშშ ვიზის მოსაკრებელი! ამ ადგილას იქნება აღნიშნული (წითლად აღნიშნულია სურათზე ისარი – 3) რამდენი ლარი გადაიხადა, აქ იქნება 12-ნიშნა კოდი, რომელიც მე დამჭირდება სავიზო ინტერვიუს დასანიშნად (წითლად აღნიშნულია სურათზე ისარი – 4).

36cheki ამერიკის ვიზა

ეს ჩეკი, რომელსაც მოგცემთ საქართველოს ბანკი https://bankofgeorgia.ge , თქვენ უნდა შეინახოთ და ინტერვიუზე წაიღოთ საკონსულოშიც, მანამდე ამ ჩეკს გადაუღებთ სურათს და გამომიგზავნით ჩემს ელექტრონულ ფოსტაზე ან WhatsApp-ზე, ზედ იქნება 12-ნიშნა კოდი (წითლად აღნიშნულია სურათზე ისარი – 4), რომელიც დამჭირდება მე იმისათვის, რომ დაგინიშნოთ სავიზო ინტერვიუ. (რამდენი ადამიანიც შედის იმდენი ჩეკი უნდა იყოს, ყველა იხდის თავის მოსაკრეგბელს, ჩეკს/ჩეკებს ინახავთ (საკონსულოში მიგაქვთ), 1 წელი შეგიძლიათ გამოიყენოთ გადახდილი ჩეკი ინტერვიუ დასანიშნად – გადახდილ ჩეკს ვადა აქვს 1 წელი გამოყენებისთვის, ერთჯერადია ჩეკი, ყველას თავისი აქვს).

აშშ საკონსულოში თბილისში (საქართველოში) სავიზო ინტერვიუ ტარდება ქართულად, ინგლისურად ან რუსულ ენაზე (რიგი არის 2 კვირიანიც, 1 თვიანიც, 2 თვიანიც, სასურველია 1-2 თვით ადრე დაიწყო მომზადება ინტერვიუმდე, იღებენ ტურისტულ ვიზაზე – საქართველოს მოქალაქეებს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ვისაც აქვს საქართველოს ბინადრობის მოწმობა!), (ჩეკის კოდი ინტერვიუზე ჩასაწერად გააქტიურდება მეორე სამუშაო დღეს) (ამ ეტაპზე თბილისში ვიზაზე – რიგებია არის 2-4 კვირიანი) სავიზო მოსაკრებელი (ლარშია);

აქ შეგიძლიათ ნახოთ, რამდენ დღიანი რიგებია B1/B2 ტურისტულ ვიზებზე სხვადასხვა აშშ საკონსულოებში მსოფლიოში (Global Visa Wait Times), დააჭირე აქ.

ასევე შეგვიძლია ჩაგწეროთ აშშ ვიზის ინტერვიუზე სხვა აშშ საკონსულოში, სხვა ქვეყანაში, მაგალითად:

აშშ საკონსულოში ნიკოსიაში (კვიპროსი), გასაუბრების ენა: ინგლისური ან ბერძნული, ფრენები არის ქუთაისიდან ლარნაკაში, არის – არარეზიდენტ რიგი და შედის ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე (იოლად არ იძლევიან ვიზას), მოსაკრებელი: 185 აშშ დოლარი;

აშშ საკონსულოში ბერლინში, მუნხენში, ფრანქფურტში (გერმანია), გასაუბრების ენა: ინგლისური ან გერმანული, არის – არარეზიდენტ რიგი და შედის ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე (ვიზას აქ იშვიათად გასცემენ უკვე), სავიზო მოსაკრებელი (ევროშია);

აშშ საკონსულოში ბერნში (შვეიცარია), გასაუბრების ენა: ინგლისური, არის – არარეზიდენტ რიგი და შედის ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, პირდაპირი რეისი არაა, სავიზო მოსაკრებელი (შვეიცარიულ ფრანკებშია);

აშშ საკონსულოში ბაქოში (აზერბაიჯანი), გასაუბრების ენა: ინგლისური, რუსული და აზერბაიჯანული, ფრენები არის თბილისიდან, მალე ივლის მატარებელიც, არის – არარეზიდენტ რიგი და შედის ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, სავიზო მოსაკრებელი 185 აშშ დოლარი;

აშშ საკონსულოში ერევანში (სომხეთი), გასაუბრების ენა: ინგლისური, რუსული და სომხური, ფრენები არის თბილისიდან, დადის მარშრუტკა და მატარებელიც, არის – არარეზიდენტ რიგი და შედის ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, სავიზო მოსაკრებელი 185 აშშ დოლარი;

აშშ საკონსულოში სკოპიეში (ჩრდილოეთ მაკედოანი), გასაუბრების ენა: ინგლისური, არის – არარეზიდენტ რიგი და შედის ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, სავიზო მოსაკრებელი 185 აშშ დოლარი;

აშშ საკონსულოში ვარშავაში (პოლონეთი), გასაუბრების ენა: ინგლისური, რუსული და პოლონური, ფრენები არის თბილისიდან და ქუთაისიდან, არის – არარეზიდენტ რიგი და შედის ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე (ამ საკონსულოშიც ბევრი უარია), სავიზო მოსაკრებელი პოლონურ ზლოტებშია PLN;

აშშ საკონსულოში პრაღაში (ჩეხეთი), გასაუბრების ენა: ინგლისურ და ჩეხური, ფრენები არის ქუთაისიდან, არის – არარეზიდენტ რიგი და შედის ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, სავიზო მოსაკრებელი ჩეხურ კრონაშია CZK;

აშშ საკონსულოში მილანში, რომში, ფლორენციაში, ნაპოლში (იტალია), გასაუბრების ენა: ინგლისურ და იტალიური, ფრენები არის ქუთაისიდან, არის – არარეზიდენტ რიგი და შედის ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე (რიგები დიდია) (ვიზის მიღების შანსებია: 50-50-ზეა), სავიზო მოსაკრებელი – 185 აშშ დოლარი;

აშშ საკონსულოში სტამბოლში, ანკარაში (თურქეთი), გასაუბრების ენა: ინგლისურ და თურქული, ფრენები არის თბილისიდან, არის – არარეზიდენტ რიგი და შედის ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე (რიგები დიდია);

ასევე დამჭირდება – ვინც შედის აშშ ვიზაზე მისი პასპორტის სურათი ან დასკანირებული ვერსია PDF ფაილში (A4 ზომა ფურცლის, გვერდზე იყოს თეთრი ცარიელი სივრცე), რომლითაც შედის,  თუ მანამდე ამერიკაში ნამყოფია, ასევე წინა პასპორტის სურათი და აშშ ვიზის სურათებიც, გამომიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე ან WhatsApp-ზე. (თუ ჰქონდათ აშშ ვიზა, წინა ვიზების სურათებიც, და იმ პასპორტის სურათებიც – მთავარი გვერდი და აშშ-ში შესვლის შტამპებიც).

რას მიიღებთ თქვენ ჩვენსგან (რასაც სხვა არ გაგიკეთებს):

ჩვენ, როცა შეგივსებთ DS-160, ჩვენ აუცილებლად შევინახავთ იმ ინფორმაციას, რაც ჩაგიწერეთ ანკეტაში და გამოგიგზავნით ფოსტით და ასევე ელექტრონულ ფოსტაზე და თქვენ გეცოდინებათ რა ინფორმაცია იყო შეყვანილი თქვენს შესახებ, სხვა ტურისტული “ჭიჭიკო” სააგენტო თქვენ ამ ინფორმაცია არ გამოგიგზავნის! თქვენ გექნებათ MS Word-ის ფაილი ან PDF ფაილი, სადაც ეწერება აპლიკანტის შესახებ სრული ინფორმაცია, ეს ჯერ გამოგადგებათ, იმისთვის, რომ გაიხსენოთ ინფორმაცია, ასევე სხვა ვიზებისთვის გამოგადგებათ და ასევე აშშ ვიზის განახლებისთვის, ეს ინფორმაცია აუცილებლად უნდა ჰქონდეთ, რასაც თქვენ სხვა ტურისტული სააგენტო ან ოპერატორი არ გამოგიგზავნით, ასეთი სახის მიიღებთ ჩვენსგან ინფორმაციას – რა წერია ანკეტაში (DS-160-ში):

ასეთი სახის ინფორმაცია უნდა მიიღოთ (PDF ფაილი, რეზულტატი, რა ჩაგიწერეთ ფორმა DS-160-ში, ანკეტაში):

39-ds ამერიკის ვიზა
53a1 ამერიკის ვიზა

“ჭიჭიკო” სააგენტო ან ოპერატორი თქვენ მოგცემთ მარტო ამ ფურცელს “ONLINE NONIMMIGRANT VISA APPLICATION DS-160 CONFIRMATION” ეს ფურცელი “ანკეტის შევსების დასტური” უნდა აშშ საკონსულოს, მაგრამ ამ ფურცელში არ ჩანს, თქვენ “ჭიჭიკო” სააგენტონ ან ოპერატორმა რა ინფორმაცია ჩაგიწერათ ანკეტაში, მაგას დაინახავს მარტო კონსული. ამას ჩვენც გაძლევთ გიგზავნით PDF ფაილში ელექტრონულ ფოსტაზე და ფოსტით მისამართზე.

44dsconf ამერიკის ვიზა

ასევე ჩვენ გამოგიგზავნით ანკეტის DS-160 საკვანძო სიტყვას-პაროლს, რომელსაც თვენ სხვა “ჭიჭიკო” სააგენტო ან სხვა ოპერატორი არ მოგცემთ და არ გეტყვის და ეგ საკვანძო სიტყვა საჭიროა იმისთვის, რომ გახსნათ ანკეტა, ან ახალი ანკეტის შექმნის პროცესში ახალმა ანკეტამ მიიღოს წინა ანკეტის 80% ინფორმაცია, წინა ანკეტაში შევსებულის 80% ინფორმაცია უკვე დაგხვდებათ შეყვანილი, ანუ კეთდება ანკეტის დუბლიკატი, ეს საკვანძო სიტყვა მნიშვნელოვანია, ამას არამცოდნე ოპერატორები პატრონს არ აძლევენ ამ პაროლს! ეს მონაკვეთი მონიშნულია სურათზე წითლად – ნომერ 6. აბა რაში იხდით ფულს, ეგ რა მომსახურება გამოდის, თუ თქვენ სრულ ვაკუმში იქნებით! ჩვენ გვჭირდება 1 სამუშაო დღე ამ ანკეტის ნორმალურად შესავსებათ!

45ds ამერიკის ვიზა

იმისათვის, რომ ჩაეწერო სავიზო ინტერვიუზე, უნდა დარეგისტრირდე ამ ვებ პორტალზე: https://portal.ustraveldocs.com/SiteLogin?country=Georgia&language=en_US , აუცილებლად უნდა მიეთითოდ თქვენი პირადი მოქმედი ელექტონული ფოსტა და თქვენ უნდა იცოდეთ პაროლიც, უმეტეს შემთხვევაში “ჭიჭიკო” სააგენტოები და არამცოდნე ოპერატორები უთითებენ თავის ელექტრონულ ფოსტა და მერე თქვენ, როცა დაგჭირდებათ კიდევ გაიაროთ სავიზო ინტერვიუ თქვენ ვერ გაივლით, რათგან იტყვის სისტემა, რომ თქვენი პასპორტი დარეგისტირებულია უკვე ამ სისტემაში და შიგნით ვერ შეხვალთ და პაროლს ვერ აღადგენთ, რათგან თქვენი ელექტრონული ფოსტა არ იქნება მითითებული ან არ გეცოდინებათ პაროლი, ეგ ინფორმაცია ეცოდინება უკვე დაკარგულ არამცოდნე ოპერატორს, ამიტომ არ გირჩევთ საქმე დაიჭიროთ უაზრო “ჭიჭიკო” სააგენტოებთან და არამცოდნე ოპერატორებთან, ასევე ზოგჯერ ემაილზე მოდის ინფორმაცია, რომ თქვენი სავიზო გასაუბრება გადაიდო და თქვენ ამას ვერ გაიგებთ, რათგან სხივს ემაილზე მოვა ეგ ინფორმაცია. ერიდეთ არამცოდნე სააგენტოებს! ლამაზო პომადა უსვიათ და საქმე არ იციან! ნახეთ წითელი ისარი სურათზე ნომერ 7 და 8.

ჩვენ ყველაფრის პაროლს და ინფორმაციას გაძლევთ და თქვენ ამას ინახავთ (სხვები ამ ორ პაროლს არ გაძლევენ და რა წერია ანკეტაში არც იმას, ეგ უნდა იცოდეთ)!

46ustd ამერიკის ვიზა

ასევე მოგცემთ “ვიზიტის ფურცელს” “APPOINTMENT CONFIRMATION”, ამ მწვანე ფურცელზე წერია – წითელი ისრით მონიშნულია 9 – აქ წერია ვინ შედის საკონსულო, 10: რამდენი ადამიანი შედის ჯამში, ამ ფურცელზე მეორე გვერდზე წერია სრული სია იმ ხალხის ვინც შედის აშშ საკონსულოში ვიზაზე, მეორე გვერდზე წერია ასევე UID კოდი, რომელიც საჭიროა ტნტ ფოსტისთვის, იმისათვის, რომ გამოიტანოთ ვიზიანი პასპორტები ამ ტნტ-ფოსტიდან, ნომერ 11-ში: წერია რიცხვი-თვე-წელი, საათი და წუთი (დილა) დრო ადგილობრივი, როდის გიბარებს ვიზაზე საკონსულო, 12: აქ წერია მისამართი სად არის ის აშშ საკონსულო, სადაც უნდა მიხვიდე სავიზო გასაუბრებაზე, 13: აქ წერია ინფორმაცია, რა მისამართზე უნდა მიხვიდე, რომ წამოიღო ვიზიანი პასპორტები ტნტ-ოფისში, ვიზა დაიბეჭდება 5-7 დღეში და მივა ამ მისამართზე, მიიტან აიდი ბარათს და ამ ფურცელს (ზედ UID კოდია) და მოგცემენ ვიზიან პასპორტებს. (TNT post office) ტნტ-ოფისის ტელეფონი: 032-291-02-20

47uid ამერიკის ვიზა

ჩვენ შეგვიძლია გამოგიგზვნოთ ყველა საჭირო დოკუმენტები საკონსულოსთვის თქვენი სახლის მისამართზე საქართველოს ფოსტით: www.gpost.ge

ძირითადი საბუთები, რომლებიც უნდა მიიტანოთ აშშ საკონსულოში:

ეს 4 დოკუმენტი უნდა საკონსულოს – ძირითადი:
1.  შტრიხ-კოდიანი – Online Nonimmigrant Visa Application DS-160 Confirmation (საკონსულოს უნდა, ამობეჭდეთ ფერადათ ან შავ-თეთრი).
2.  ახლანდელი მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი და მისი ქსერო-ასლიც (ჰქონდეთ) (თუ ჰქონდათ სხვა აშშ ვიზები, წინა პასპორტები, აიდი ბარათი არ უნდა);
3. ვიზიტი-ინტერვიუს ფურცელი აშშ ვიზაზე, (მწვანე ფერის არის – ამობეჭდეთ ფერადათ ან შავ-თეთრად);
4. აშშ ვიზის ორიგინალი გადახდის ჩეკი, რაც მოგცათ საქართველოს ბანკმა (როცა შედიხართ თბილისში, ეს ჩეკი არის საქართველოს ბანკის მიერ გაცემული, როცა გადაიხადე სავიზო მოსაკრებელი ლარში).

დამატებითი საბუთებიც შეიძლება-სურვილის მიხედვით (რაც არ იქნება ინგლისურად, უნდა გაკეთდეს მისი ასლი და ასლზე მიეკრას ნოტარიული თარგმანი ინგლისურ ენაზე), ეს საბუთები არ არის სავალდებულო, სურვილის მიხედვით მიაქვს ადამიანს – რაც აქვს (კონსულმა შეიძლება ეს საბუთები არც ნახოს კონსულმა საერთოდ):

  • თუ რამე არის ფინანსური დოკუმენტაცია (ბინა, მიწა, აგარაკი, ავტომობილი, ბანკის ცნობა+თარგმანი ინგლისურ ენაზე);
  • უძრავი ქონების საბუთები (ბინა, სახლი, მიწა) – რეესტრის ამონაწერი თარგმანით ინგლისურზე ნოტარიული; www.napr.gov.ge
  • მანქანის ფლობის მოწმობა-ტექპასპორტი ორივე მხარე + ასლი;
  • ძველი პასპორტები (აშშ ან სხვა ვიზებით) ვიზებით ან შტამპებით;
  • ბანკის ცნობა, რომ თანხა გაქვს ანგარიშზე, ინგლისურ ენაზე (ბანკის ცნობა ანგარიშის მდგომარეობის შესახებ);
  • სამსახურის ცნობა ინგლისურზე ან ქართული + ნოტარიული ინგლისურ ენაზე თარგმანით;
  • შპს ან ინდ. მეწარმის ამონაწერი – რეესტრის ამონაწერი თარგმანით ინგლისურზე ნოტარიული; www.napr.gov.ge
  • ბანკის ამონაწერიც შეიძლება;
  • შვილის/შვილების (ვისაც ჰყავს) დაბ მოწმობა + ასლი ნოტარიული ინგლისურ ენაზე თარგმანით;
  • ვისთანაც ერთად მიდიხარ მისი აშშ ვიზის ქსეროქსი ან მისი ბინადრობის მოწმობა-გრინ კარტის მოწმობის ასლი ან აშშ პასპორტის ასლი ან დამატებით წერილი რომ მიგიღებს ინგლისურად ხელმოწერილი და დასკანირებული, მერე ამობეჭდილი;
  • ვინც გაფინანსებს იმის ფინანსური დოკუმენტაციაც;
  • სხვა ქვეყნის პასპორტები, ან ცხოვრების უფლების კარტები სხვა ქვეყნებში – ბინადრობის მოწმობები;
  • სტუდ ბილეთის ასლი;
  • ქორწინების მოწმობა და განქორწინების მოწმობა (თუ გეხება) + ასლი ნოტარიული ინგლისურ ენაზე თარგმანით;
  • თუ შვილთან მიდიხართ და აქვს გრინ კარტი, ასევე შვილის გრინ კარტის ასლი ან დასკაინრებული ამობეჭდილი ვერსია მისი გრინ კარტის;

თუ ვიზა ინტერვიუს (თბილისში) დროს თქვენი პასპორტი დაიტოვეს, მასში ჩააკრავენ აშშ ვიზას (თუ საკონსულოში დაგიბრუნეს პასპორტი – მაშინ უარია ვიზაზე) და მერე ეგ ვიზიანი პასპორტი მივა ფოსტაში ტნტ-ოფისში (TNT postal office), https://g.co/kgs/jS7hNYh , შეგიძლიათ დაურეკოთ: 032-291-02-20 (+995-32-291-02-20)(TNT/Fedex) ოფისში და კითხოთ თქვენი ვიზიანი პასპორტის შესახებ (გამოტანისას უნდა ჰქონდეთ აიდი ბარათი ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ პასპორტი არის არასრულწოვანი შვილის – მისი დაბადების მოწმობა! ტნტ-ოფის უნდა უთხრათ თქვენი UID კოდი! ეგ კოდი წერია “ვიზიტის ფურცელში” “APPOINTMENT CONFIRMATION” და იქ წერია იმ ტნტ-ფოსტის ფილიალი სადაც მივა თქვენი ვიზიანი პასპორტი).
იმისათვის, რომ ნახოთ აშშ ვიზა ჩააკრეს თუ არა უკვე პასპორტში, თქვენ უნდა გადახვიდეთ ამ გვერდზე (Nonimmigrant visa): https://ceac.state.gov/CEACStatTracker/Status.aspx?App=NIV , აქ აირჩევთ ქვეყანას და ქალაქს სადაც გაიარეთ ვიზა-ინტერვიუ: Georgia, Tbilisi (თუ თბილისში), მერე იქ: Application ID or Case Number: ჩაწერთ (“ONLINE NONIMMIGRANT VISA APPLICATION DS-160 CONFIRMATION” გვერდიდან Confirmation No: ნომერი, ეგეთი იქნება: AA00——, “ცარიელი სიბოლოები ბოლოში არ ჰქონდეს, სპეისი”), მერე პასპორტის ნომერი Passport number: (“ONLINE NONIMMIGRANT VISA APPLICATION DS-160 CONFIRMATION” გვერდიდან (პასპორტშიც წერია ზემოთ მარჯვნივ) Passport No: “ცარიელი სიბოლოები ბოლოში არ ჰქონდეს, სპეისი”), მაგ: 23AB12345, მერე First 5 Letters of Surname: აქ ჩაწერეთ თქვენი გვარის პირველი 5 ასო ინგლისურად, როგორც წერია პასპორტში! მერე ქვემოთ კოდი, რაც გვერდზეა სურათზე, მერე ღილაკი “Submit”-ს, გამოვა ფანჯარა, ფანრაჯაში ლურჯათ იქნება ასეთი სტატუსები: Refused – უარი ან დროებითი უარიც, Approved – აშშ ვიზაზე თანხმობა, Issued – ვიზა ჩაკრულია უკვე პასპორტში და 1-2 სამუშაო დღეში მივა უკვე ტნტ-ოფისში (TNT postal office), იმ ფილიაში, რომლის მისამართი წერია აქ “ვიზიტის ფურცელის” “APPOINTMENT CONFIRMATION” DOCUMENT DELIVERY INFORMATION-ში.

სასარგებლო ინფორმაცია: სასურველია დიდი ხანი არ გაჩერდე ამერიკაში, მაქსიმუმ 1-2 თვე, რათგან უკან წამოსვლისას შეიძლება CBP ოფიცერმა დაგისვას კითხვა: ამდენ ხანს რას აკეთებდი ამერიკაში? ტურისტს არ გავხარ, ხომ არ მუშაობდი არალეგალურად? ვინც დიდი ხანი ჩერდება 4-6 თვე ის ყოველთვის შარშია, ფიქრობენ, რომ შენ არალეგალურად მუშაობდი, რაც არ შეიძლება ამ ვიზით, სასურველია ორი იმდენი დრო აღარ ჩახვიდე ამერიკაში, რამდენი ხანიც გაჩერდი ამერიკაში. დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ იყენებ შენს ვიზას, თუ არაფერს არ აშავებ (არ მუშაობ არალეგალურად, არ იპარავ, არ ქურდობ, არ ჩხუბობ იქ, არჩერდები დიდი ხანი 4-6 თვე) შენ წესით მეორე ვიზის მიღებაზე არ გექნება პრობლემა, თუ რაიმე ცუდი ქმედება ჩაიდინე-ცუდი მოძრაობა, ეს აისახება შენი ყველა ოჯახის წევრის ვიზის მიღებაზე, უბრალოდ არ მისცემენ ვიზას.

როდის ჩახვედი ამერიკაში, რამდენი ხანი გაჩერდი – ეს ინფორმაცია ინახება და შეგიძლია ნახოთ აქ (შეიყვანე იქ სახელი და გვარი ინგლისურად და ვიზიანი პასპორტის ნომერი – ნომერი არის ზემოთ მარჯვნივ, ინფორმაცია შეინახე გამოგადგება): https://i94.cbp.dhs.gov/search/history-search

აშშ ტურისტული ვიზა არ იძლევა გარანტიას ამერიკაში შესვლის შესახებ. ამერიკაში შესვლაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს საბაჟო და საზღვრის დაცვის CBP ოფიცერი ამერიკის შესვლის პუნქტში, რომელსაც აქვთ უფლება უარი თქვას თქვენს შესვლაზე ამერიკაში.

აშშ ვიზა გაიცემა 10 წლის ვადით (ზოგჯერ გასცემენ მცირე ვადითაც, აშშ საკონსულო წყვიტავს ამას), ამ ვადაში შეგიძლია იარო ნებისმიერ დროს ამერიკაში! თუ პასპორტს აქვს ნაკლები ვადა და აშშ ვიზა აქვს მეტი ვადა, ამერიკაში დადიხარ ძველი პასპორტით სადაც არის მოქმედი აშშ ვიზა და ახალი პასპორტით, რომელსაც აქვს მეტი მოქმედების ვადა.

კანადის სავიზო კითხვარის შევსების ნიმუშიც:

33sf-1 ამერიკის ვიზა

ნახეთ დეტალურად აქ, რა ცუდი შედეგები მოყვება საიმიგრაციო ტყუილს, დააჭირეთ აქ! ასეთი საშარო ფაქტი ბევრია! მაგალითად: გოგონას არ ჩაუწერეს, რომ ჰქონდა დეპორტი ამერიკიდან ანკეტაში და მერე საქმე მივიდა მის იმიგრაციაზე ამერიკაში და ამ ტყუილის გამო მიიღო ამერიკაში შესვლაზე მუდმივი უარი, ამ გოგომ არც იცოდა, რომ ეს ინფორმაცია გამორჩათ, ოპერატორმა გახვია შარში, ყველა წინა ანკეტა ინახება და ადარებენ, შენ შეიძლება გამოგრჩეს ანკეტაში და არ მიუთითოს ჭიჭიკო სააგენტოს ოპერატორმა, რომ შენ არ ხარ დაოჯახებული, ჰქონდა დეპორტი, ჰქონდა ვიზაზე უარი, ჰყავს ამერიკაში: შვილი, მეუღლე, დედა, მამა, დაიკო ან ძამიკო, იყავი ჯარში, მიუთითე ნაკლები შვილების რაოდენობა, აფერისტული სამსახური-ბიზნესი, დამალე ნასამართლეობა! და საკონსულო მიიღებს ამას ცუდათ, ეგონება, რომ შენ მალავ და იტყუები სპეციალურად, შენ მიიღებ მუდმივ უარს ამერიკაში ჩასვლაზე და მერე იმ “ჭიჭიკო” სააგენტოს ოპერატორი გეტყვის უბრალოდ – ბოდიში არ მინდოდა ასე გამოვიდა ან დაგაბრალებენ შენ. შენს ყველა უარს და ვიზას და ანკეტას ხედავს ამერიკა, კანადა, ავსტრალია, ზელანდია და ბრიტანეთი და ასევე ნახავენ ეგენიც, რომ შენ მოიაფერისტე და არც ეგენი არ მოგცემენ ვიზებს მერე, ამიტომ არ უნდა დაიჭირო საქმე “ჭიჭიკო” ტურისტულ სააგენტოებთან და ვიღაც ტიპებთან.

ნასამართლევ პირებსაც არ უშვებენ ამერიკაში (მოიხადა სასჯელი თუ არა), შეიძლება გლიჯონ მუდმივი არ შესვლა ამერიკაში თუ გაიგეს, რომ შენ: მოიპარე რამე, არ აქვს მნიშვნელობა როდის და მოიხადე თუ არა სასჯელი, ყაჩაღობა, გადასახადებისგან თავის არიდება, ძალადობა, მკვლელობა, პლანის-მოწევაც კი, ნარკოტიკის მოხმარებაც, ქრთამიც, ნასვამზე ავტომობილით სიარულიც, ეგრევე გლიჯავენ მუდმივ არ შესვლას ამერიკაში.

ეს უნდა იცოდე და არასდროს არ მოიტყუო ანკეტაში და საბუთებში: 212(a)(6)(C)(i) Существенное искажение фактов / Подлог (material misrepresentation/fraud)

აგერ ნახეთ რა ელის ვინც აფერისტობს ანკეტაში ან საბუთებში, სანამ დაიჭერ გაუგებარ ტიპებთან საქმეს ეს ნახე:

განზრახ მცდარი წარმოდგენა ან გაყალბება („განზრახ, მატერიალური მცდარი წარმოდგენა; თაღლითობა“) არის მეორე ყველაზე პოპულარული საფუძველი აშშ საკონსულო ოფიცრებისთვის შესვლის აკრძალვის გასაცემად და არის საიმიგრაციო კანონის ერთ-ერთი ყველაზე რთული სფერო. ეს დარღვევა ისჯება დრაკონული ზომებით – შეერთებულ შტატებში შესვლის უვადო აკრძალვა. ამიტომ, კონსულებს აფრთხილებენ, რომ მიიღონ ასეთი გადაწყვეტილებები დიდი სიფრთხილით, რადგან ისინი ექვემდებარება “მკაცრ შემოწმებას” და უნდა იყოს მხარდაჭერილი “არსებითი მტკიცებულების ბაზით”.
სავიზო კონტექსტში, იმიგრაციისა და მოქალაქეობის შესახებ კანონის ამ ნაწილის მოთხოვნები (212(a)(6)(C)(i)) მოიცავს სამ ელემენტს:
ვიზის განმცხადებელმა არასწორად წარმოადგინა ფაქტები;
განმცხადებელმა განზრახ არასწორად წარმოადგინა ფაქტები;
განმცხადებლის არასწორი განცხადება მატერიალურია.

1000020507-610x1024 ამერიკის ვიზა

ნახეთ დეტალურად აქ, რა ცუდი შედეგები მოყვება საიმიგრაციო ტყუილს, დააჭირეთ აქ!

ამ ვიზის პლუსები და მინუსები: პლუსები: არ გიწევს ორიგინალი საბუთების ჩაბარება, არის დონე ვიზა, ზედმეტი საბუთების კეთება არ უნდა, არც ნოტარიუსი, არც თარგმანები, პასუხს გეუბნებიან ეგრევე, ვიზას გაძლევენ 10-წლიანს, მინუსები: გიწევს კონსულთან ინტერვიუ, თუ კონსულმა მოგცა თანხმობა ვიზაზე, კონსული იტოვებს პასპორტს და სანამ არ მოვა ფოსტაში პასპორტი, შენ ხარ უპასპორტოდ, უნდა ელოდო ინტერვიუს რიგს, ზოგჯერ რიგებია და ზოგჯერ მიდიან სხვა ქვეყანაში ვიზის ასაღებათ, შენს საბუთებს არ უყურებენ, სიტყვაზე აშშ საკონსულოში თბილისში, რომ შეხვიდე სავიზო ინტერვიუზე უნდა ჰქონდეს ქართული პასპორტი ან საქართველოში ბინადრობის-რეზიდენტობის მოწმობა.