ჩვენ გაგიწევთ მომსახურებას და შეგივსებთ განაცხადს დიდი ბრიტანეთის ვიზაზე. უნდა იცოდეთ, რომ ძალიან დიდი და რთული ანკეტა აქვს ბრიტანეთს, ითხოვენ ყველანაირ და დეტალურ ინფორმაცია, ძალიან სწორად უნდა იყოს გაცემული კითხვებზე პასუხები, ამიტომ ეს ანკეტა უნდა შეავსოს მცოდნემ და მაღალი დონის სპეციალისტმა.

თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი მომსახურბის ფასები (ტარიფები), ასევე რა დაჯდება ჯამში და რა რა ღირს, დააჭირეთ აქ.

რა გვჭირდება ჩვენ თქვენსგან, რომ შეგივსოთ განაცხადი ბრიტანეთის ვიზაზე:

გვინდა თქვენი ელექტრონული ფოსტა, ჩვენ დაგარეგისტრირებთ განაცხადების ბრიტანეთის სავიზო ვებ პორტალზე.

გადმოიწერეთ ეს MS Word-ის ფაილი (ეს არის ბრიტანეთის ვიზისთვის კითხვარი) და ამას ავსებს ყველა ცალ-ცალკე ვისაც უნდა ბრიტანეთის ვიზა, გამდმოიწერეთ, შეავსეთ კომპიუტერში, გაეცით პასუხები-დეტალურად და შევსებული გადმოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე, ან ამობეჭდეთ ეს ანკეტა პრინტერზე და შეავსეთ ხელით კალამით (გასაგები პოჩერკით) და გადაუღეთ მობილურით სურათები ამ შევსებული ანკეტას და გადმოგვიგზავნეთ შევსებული ანკეტის სურათები ელექტრონულ ფოსტაზე ან WhatsApp-ზე.

ასე უნდა გასცე პასუხები კითხვარში, ნახეთ ნიმუში, როგორ უნდა დაწერო პასუხები კითხვარში (სრულად უნდა გასცეთ პასუხები), იხილეთ ნიმუში დააჭირეთ აქ.

თქვენსგან გვინდა შემდეგი აუცილებელი საბუთები: საზღვარგარეთის მოქმედი პასპორტი (ვიზა გაიცემა 6 თვით, ნახეთ ტარიფები, დააჭირეთ აქ, არის 2 წლიანიც, 5 წლიანიც და 10 წლიანიც, მაგრამ ძალიან ძვირია, ფასი ჯობია არც ნახოთ, ამიტომ ეტანებიან 6თვიან ვიზებს უფრო – https://www.gov.uk/visa-fees), თქვენი ID-ბარათი (დასკანირებული ორივე მხარე), ან მოგვიტანთ ყველაფერს ოფისში და ჩვენ დავასკანირებთ. ჩვენ შევავსებთ განაცხადს ვიზაზე, ასევე დავურთავთ ყველა საბუთს, რასაც მოგვცემთ და ამას ბრიტანეთის კონსულიც ნახულობს (აშშ კონსული არ ნახულობს უმეტეს შემთხვევაში და აშშ ვიზაზე უნდა გაიაროთ ინტერვიუ და ბრიტანეთის ვიზაზე არ არის საჭირო არანაირი სავიზო ინტერვიუს გავლა), როცა ყველაფერი გაიგზავნება თქვენ გამოგიგზავნით ინფორმაცია – რა წერია ანკეტაში და რა საბუთები გაიგზავნა, რასაც სხვა არ გამოგიგზავნით ელექტრონულ ფოსტაზე და შეინახავთ (მერეც სხვა ვიზებისთვის გამოგადგებათ).

საბუთები გვინდა შემდეგი – რაც გაქვთ (რაც არსებობს და გეხებათ ისინი): PDF ფაილში (მრავალგვერდიანი PDF ფაილი უნდა იყოს, ეს პროგრამა გამოგადგებათ: https://tools.pdf24.org/en/) (ან მოგვიტანთ და ჩვენ დავასკანირებთ საბუთებს ოფისში) დასკანირებული პასპორტი ყველა გვერდი სადაც შტამპია, ვიზა, და სურათიანი გვერდი (ასევე უნდა დაასკანიროთ ID ბარათიც, ორივე მხარე), ასასვე ცალკე ფაილად სხვა პასპორტებიც დასკანირებული, სამსახურის ცნობა ინგლისურზე ან ნოტარიული თარგმანით ინგლისურ ენაზე, სადაც თანამდებობა, ასევე აღწერილია რომელი რიცხვიდან მუშაობ იქ (სასურველია), ბანკის ბოლო 6 თვის ამონაწერი ბანკიდან PDF ფაილი გადმოწერილი ონლაინ ბანკიდან, უძრავი ქონების დოკუმენტები-ბინა, მიწა, გარაჟი, სახლი, აგარაკი, შვილების დაბადების მოწმობებიც თარგმანით შეიძლება, ქორწინების-განქორწინების მოწმობა თარგმანით ინგლისურ ენაზე (თუ გეხება ქორწინება და განქორწინება), ბიზნესის რეგისტრაციის საბუთები (რეესტრიდან ამონაწერი ან ინგლისურზე ან თარგმანით ინგლისურზე) www.napr.gov.ge, პირადი ანგარიშის ბანკის ამონაწერი და კომპანიის ბანკის ამონაწერიც, ბანკის ცნობა, რომ თანხა გაქვს ანგარიშზე (ცნობა ბანკის ანგარიშის მდგომარეობის შესახებ) ინგლისურ ენაზე, ავტომობილის ტექპასპორტი (ორივე მხარე), კონტრაქტები, ვიზების და შტამპების ასლები ან დასკანირებული ვერსია და ასევე სხვა.

დამატებითი საბუთებიც და (რაც არ იქნება ინგლისურად, უნდა გაკეთდეს მისი ასლი და ასლზე მიეკრას ნოტარიული თარგმანი ინგლისურ ენაზე):

  • თუ რამე არის ფინანსური დოკუმენტაცია (ბინა, მიწა, აგარაკი, ავტომობილი, ბანკის ცნობა+თარგმანი ინგლისურ ენაზე);
  • უძრავი ქონების საბუთები (ბინა, სახლი, მიწა) – რეესტრის ამონაწერი თარგმანით ინგლისურზე ნოტარიული, www.napr.gov.ge
  • მანქანის ფლობის მოწმობა-ტექპასპორტი ორივე მხარე + ასლი,
  • ძველი პასპორტები (კანადა, აშშ ან სხვა ვიზებით) ვიზებით ან შტამპებით,
  • ბანკის ცნობა, რომ თანხა გაქვს ანგარიშზე, ინგლისურ ენაზე (ბანკის ცნობა ანგარიშის მდგომარეობის შესახებ),
  • სამსახურის ცნობა ინგლისურზე ან ქართული + ნოტარიული ინგლისურ ენაზე თარგმანით,
  • შპს ან ინდ. მეწარმის ამონაწერი – რეესტრის ამონაწერი თარგმანით ინგლისურზე ნოტარიული, www.napr.gov.ge
  • ბანკის ამონაწერიც შეიძლება (გადმოიწერეთ მობაილ ბანკიდან – PDF ფაილი, დასკანირებული არა);
  • შვილის/შვილების (ვისაც ჰყავს) დაბ მოწმობა + ასლი ნოტარიული ინგლისურ ენაზე თარგმანით;
  • ვისთანაც ერთად მიდიხარ მისი აშშ ვიზის ქსეროქსი ან მისი ბინადრობის მოწმობა-გრინ კარტის მოწმობის ასლი ან აშშ პასპორტის ასლი ან დამატებით წერილი რომ მიგიღებს ინგლისურად ხელმოწერილი და დასკანირებული, მერე ამობეჭდილი;
  • ვინც გაფინანსებს იმის ფინანსური დოკუმენტაციაც;
  • სხვა ქვეყნის პასპორტები, ან ცხოვრების უფლების კარტები სხვა ქვეყნებში – ბინადრობის მოწმობები;
  • სტუდ ბილეთის ასლი;
  • ქორწინების მოწმობა და განქორწინების მოწმობა (თუ გეხება) + ასლი ნოტარიული ინგლისურ ენაზე თარგმანით;
  • თუ შვილთან მიდიხართ და აქვს გრინ კარტი, ასევე შვილის გრინ კარტის ასლი (სხვა ბინადრობის მოწმობებიც) ან დასკაინრებული ამობეჭდილი ვერსია მისი გრინ კარტის;
  • ვინც გიწვევთ იმის მოსაწვევი წერილი ინგლისურ ენაზე;
  • სხვა პასპორტებიც თუ არის (მთავარი გვერდი, შტამპები და ვიზები);
  • მოსაწვევი – სასწავლო მოსაწვევიც (თუ გეხება);

შეგივსებთ განაცხადს, ბრიტანეთის აქვს სავიზო მოსაკრებელი 151 აშშ დოლარი (6-თვიანი) და ბრიტანეთის სავიზო ცენტრის მოსაკრებელი 76.50 GBP (300 ლარი, იხსნება ლარში ცუდი კურსით), ჩვენი მომსახურების თანხა – 400 ლარი (თუ რთული კეისია – ცოტა მეტი), ჯამში გვირიცხავთ ვიზის მოსაკრებელს: 450 ლარს (151 აშშ დოლარს), სავიზო ცენტრის მოსაკრებელი: 76.50 GBP (300 ლარი) და ჩვენი მომსახურების თანხას: 400 ლარს, ჯამში: 1150 ლარს (ერთი ადამიანის ხარჯი), ყველა ტარიფი იხილეთ აქ, დააჭირეთ აქ.

ბიომეტრია (ბიომეტრიულ ფოტოს გიღებენ და გიღებენ თითების ანაბეჭდებს) ბარდება ასევე თბილისში, საბურთალო, არჩილ ცაგარელი 92, სართული 1, ბრიტანეთის სავიზო ცენტრში.

ბიომეტრია ბარდება ყოველთვის, როცა იღებ ახალ ვიზას, ასევე ცუდი არის ის, როცა შენ აბარებ ბრიტანეთის ვიზაზე და აბარებ განაცხადს, უნდა ჩააბარო შენი პასპორტი სავიზო ცენტრში, რომელიც გააგზავნის ამ პასპორტს ბრიტანეთის საკონსულოში თურქეთში და იქ თუ მოგცემენ თანხმობას ვიზაზე პასპორტში ჩაგიკრავენ ვიზას, თუ უარია მოვა ცარიელი პასპორტი, კონსულთან ინტერვიუს არ გადიხარ, ანუ პასპორტი არ გექნება მინიმუმ 2 კვირა, საშუალოდ განიხილავენ 2-4 კვირა, მაგრამ ყოფილა, რომ განიხილეს 3 თვეც და ეს დრო ხარ პასპორტის გარეშე, პასპორტი, რომ დაიტოვე ეგ ცალკე აქვს სავიზო ცენტრს მომსახურების მიმართულება.

ჩაეწერე სავიზო ცენტრში ინტერნეტის საშუალებით (ბიომეტრიის ჩასაბარებლად უნდა ჩაეწერო წინასწარ, ბრიტანეთის სავიზო ცენტრი თბილისში მუშაობს დილის 09:00-დან 17:00-მდე სამუშაო დღეებში, https://visa.vfsglobal.com/geo/en/gbr/attend-centre/Tbilisi

ბრიტანეთის ვიზის განხილვა გრძელდება ხოლმე საშუალოდ 2-4 კვირა, ზოგჯერ 3 თვეც (იშვიათად), ვიზის განხილვის პერიოდში თქვენი პასპორტი იმათ აქვთ. წვალების გარეშე არ გამოდის, თუ ძალას დაატან თავს და ყველაფერს ლამაზად გააკეთებ ვიზაც გექნება, თავისით ვიზა არ მოვა და არ ჩაგიხტება ჯიბეში.

73uk დიდი ბრიტანეთის ვიზა

თქვენ გექნებათ ტურისტული ვიზა, ამ ვიზით თქვენ არ გაქვთ უფლება იმუშაოთ ბრიტანეთში.

ერიდეთ აფერისტებს, თაღლითებს და არაპროფესიონალებს, იმიტომ, რომ თქვენ შეიძლება მიიღოთ უარი ბრიტანეთში ჩასვლაზე, რასაც ნახავს: ამერიკა, ბრიტანეთი, ზელანდია, ავსტრალიაც, ნახეთ თაღლითობის შესახებ დეტალური ინფორმაცია აქ, დააჭირეთ აქ.

ამ ვიზის პლუსები და მინუსები: პლუსები: არ გადიხარ კონსულთან გასაუბრებას, არ გიწევს სხვა ქვეყანაში წასვლა, არ გიწევს ორიგინალი საბუთების ჩაბარება, შეგიძლია გააკეთო ყველაფერი ონლაინ, არის დონე ვიზა, არ სჭირდება იმ ქვეყნის ბინადრობის-იქ-ცხოვრების მოწმობა, რომ ჩააბარო ვიზაზე განაცხადი, მინუსები: ვიზები ძვირია, სანამ განიხილავენ შენი პასპორტი გაგზავნილია ბრიტანეთის საკონსულოში, ყოველთვის აბარებ ბიომეტრია, როცა აბარებ ახალ ვიზაზე, ბევრი საბუთები უნდა თარგმნო და დაამოწმო ნოტარიულად თარგმანი, ვიზა ძვირია და 6-თვიანი.