ამერიკის საკონსულოში უნდა მიიტანოთ ეს სავალდებულო დოკუმენტები:
1)  თქვენზე შევსებული ანკეტის დასტური – “ONLINE NONIMMIGRANT VISA APPLICATION DS-160 CONFIRMATION“ – უნდა აშშ საკონსულოს (შავ-თეთრი ან ფერადი) (შტრიხ-კოდიანი და სურათიანი ფურცელი, ვინც შედის საკონსულოში ყველას ექნება თავისი);

44dsconf ამერიკის ვიზაზე გაქვს ინტერვიუ, რა უნდა იცოდე...


2) თქვენი მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი (პირადობა არ უნდა, პასპორტი უნდათ) და მისი ქსეროასლიც, თუ ჰქონდათ როდესმე აშშ ვიზა (ის პასპორტიც, თუ დაკარგული არაა), ან სხვა ძველი პასპორტებიც, სადაც არის შტამპები და ვიზები ან სხვა ქვეყნის პასპორტიც;
3) აშშ ვიზის მოსაკრებელის ჩეკი (ორიგინალი) – საქართველოს ბანკიდან, ვინც (ყველასგან ცალ-ცალკეა) შედის ვიზაზე აშშ საკონსულოში თბილისში (ჩეკი უნდა ასევე საკონსულოს);

36cheki ამერიკის ვიზაზე გაქვს ინტერვიუ, რა უნდა იცოდე...


4) “ვიზიტის ფურცელს” – “APPOINTMENT CONFIRMATION” – ამ მწვანე ფურცელზე წერია – წითელი ისრით მონიშნულია 9 – აქ წერია ვინ შედის საკონსულო, 10: რამდენი ადამიანი შედის ჯამში, ამ ფურცელზე მეორე გვერდზე წერია სრული სია იმ ხალხის ვინც შედის აშშ საკონსულოში ვიზაზე, მეორე გვერდზე წერია ასევე UID კოდი, რომელიც საჭიროა ტნტ ფოსტისთვის, იმისათვის, რომ გამოიტანოთ ვიზიანი პასპორტები ამ ტნტ-ფოსტიდან, ნომერ 11-ში: წერია რიცხვი-თვე-წელი, საათი და წუთი (დილა) დრო ადგილობრივი, როდის გიბარებს ვიზაზე საკონსულო, 12: აქ წერია მისამართი სად არის ის აშშ საკონსულო, სადაც უნდა მიხვიდე სავიზო გასაუბრებაზე, 13: აქ წერია ინფორმაცია, რა მისამართზე უნდა მიხვიდე, რომ წამოიღო ვიზიანი პასპორტები ტნტ-ოფისში, ვიზა დაიბეჭდება 5-7 დღეში და მივა ამ მისამართზე, მიიტან აიდი ბარათს და ამ ფურცელს (ზედ UID კოდია) და მოგცემენ ვიზიან პასპორტებს. (TNT post office) ტნტ-ოფისის ტელეფონი: 032-291-02-20.

47uid ამერიკის ვიზაზე გაქვს ინტერვიუ, რა უნდა იცოდე...

საკონსულოში უნდა იყოთ 15 წუთით ადრე, დრო წერია აქ: ნომერ 11-ში: წერია რიცხვი-თვე-წელი, საათი და წუთი (დილა) დრო ადგილობრივი, როდის გიბარებს ვიზაზე საკონსულო, მისამართი სადაც უნდა მიხვიდეთ წერია აქ: 12: აქ წერია მისამართი სად არის ის აშშ საკონსულო, სადაც უნდა მიხვიდე სავიზო გასაუბრებაზე, თუ თქვენი პასპორტი დაიტოვეს და გაძლევენ ვიზას, მერე ეგ პასპორტი ვიზით მივა ფოსტაში აქ: 13: აქ წერია ინფორმაცია, რა მისამართზე უნდა მიხვიდე, რომ წამოიღო ვიზიანი პასპორტები ტნტ-ოფისში, ვიზა დაიბეჭდება 5-7 დღეში და მივა ამ მისამართზე, მიიტან აიდი ბარათს და ამ ფურცელს (ზედ UID კოდია) და მოგცემენ ვიზიან პასპორტებს. (TNT post office) ტნტ-ოფისის ტელეფონი: 032-291-02-20.

ეს ფურცელი საკმარისია 1 ცალი ყველასთვის (თუ ბევრი შედის), იმათი სია წერია ამ ფურცელის მეორე გვერდზე, აქ წერია ვინ შედის საკონსულო, 10: რამდენი ადამიანი შედის ჯამში, ამ ფურცელზე მეორე გვერდზე წერია სრული სია იმ ხალხის ვინც შედის აშშ საკონსულოში ვიზაზე, მეორე გვერდზე წერია ასევე UID კოდი, რომელიც საჭიროა ტნტ ფოსტისთვის, იმისათვის, რომ გამოიტანოთ ვიზიანი პასპორტები ამ ტნტ-ფოსტიდან.

დამატებითი საბუთების შეტანა საკონსულოში:

დამატებითი საბუთებიც შეიძლება-სურვილის მიხედვით (რაც არ იქნება ინგლისურად, უნდა გაკეთდეს მისი ასლი და ასლზე მიეკრას ნოტარიული თარგმანი ინგლისურ ენაზე), ეს საბუთები არ არის სავალდებულო, სურვილის მიხედვით მიაქვს ადამიანს – რაც აქვს (კონსულმა შეიძლება ეს საბუთები არც ნახოს კონსულმა საერთოდ, სავიზო ოფიცერი ძირითადაც ამ საბუთებს არც ნახულობს, 90% არ ნახავს ამ დამატებით საბუთებს საერთოდ):

  • თუ რამე არის ფინანსური დოკუმენტაცია (ბინა, მიწა, აგარაკი, ავტომობილი, ბანკის ცნობა+თარგმანი ინგლისურ ენაზე);
  • უძრავი ქონების საბუთები (ბინა, სახლი, მიწა) – რეესტრის ამონაწერი თარგმანით ინგლისურზე ნოტარიული; www.napr.gov.ge
  • მანქანის ფლობის მოწმობა-ტექპასპორტი ორივე მხარე + ასლი;
  • ძველი პასპორტები (აშშ ან სხვა ვიზებით) ვიზებით ან შტამპებით;
  • ბანკის ცნობა, რომ თანხა გაქვს ანგარიშზე, ინგლისურ ენაზე (ბანკის ცნობა ანგარიშის მდგომარეობის შესახებ);
  • სამსახურის ცნობა ინგლისურზე ან ქართული + ნოტარიული ინგლისურ ენაზე თარგმანით;
  • შპს ან ინდ. მეწარმის ამონაწერი – რეესტრის ამონაწერი თარგმანით ინგლისურზე ნოტარიული; www.napr.gov.ge
  • ბანკის ამონაწერიც შეიძლება;
  • შვილის/შვილების (ვისაც ჰყავს) დაბ მოწმობა + ასლი ნოტარიული ინგლისურ ენაზე თარგმანით;
  • ვისთანაც ერთად მიდიხარ მისი აშშ ვიზის ქსეროქსი ან მისი ბინადრობის მოწმობა-გრინ კარტის მოწმობის ასლი ან აშშ პასპორტის ასლი ან დამატებით წერილი რომ მიგიღებს ინგლისურად ხელმოწერილი და დასკანირებული, მერე ამობეჭდილი;
  • ვინც გაფინანსებს იმის ფინანსური დოკუმენტაციაც;
  • სხვა ქვეყნის პასპორტები, ან ცხოვრების უფლების კარტები სხვა ქვეყნებში – ბინადრობის მოწმობები;
  • სტუდ ბილეთის ასლი;
  • ქორწინების მოწმობა და განქორწინების მოწმობა (თუ გეხება) + ასლი ნოტარიული ინგლისურ ენაზე თარგმანით;
  • თუ შვილთან მიდიხართ და აქვს გრინ კარტი, ასევე შვილის გრინ კარტის ასლი ან დასკაინრებული ამობეჭდილი ვერსია მისი გრინ კარტის;

საკონსულოში არ შეგატანინებენ მობილურს, ფლეშკებს ან რაიმე ელექტრო მოწყობილობებს, შეიძლება დასატოვებელი ადგილიც არ ჰქონდეთ იქ, მარტო შეიტანთ პასპორტს და ქალალდის საბუთებს.

ჩაცმულობაზე, ჩაიცვით უბრალოდ, როგორც დადიხართ გარეთ, მაღაზიაში ან სამსახურში ისე, ძალიან უბრალოდ, ძაან მაგრად თუ დაიზმანები და გექნება ძაან მაგარი ტიპის სტილზე ან ოქროებში ან ოქროს საათებით და ვიპერ მოდელი – ადამიანი, შეიძლება იფიქრონ ეს აფერისტია ვიღაცა და მიტომ დაიძმანა ასე მაგრად.

ავია ბილეთებს არ უნდა ყიდვა ან ჯავშანი არც სასტუმრო არ უნდა იყიდო ან დაჯავშნო, რათგან არ გაქვს ჯერ ამერიკის ვიზა, თუ დაჯავშნი, კონსული ჩათვლის ამას ზეწოლად და წამოხვალ უკან უვიზოთ.

არც ანკეტაში არც პასუხებში არ მოიტყუა, ინფორმაცია იწერება და მერე კიდევ, რომ შეხვალ ამოგიღებენ ინფორმაციას და ტყუილზე მოგთხოვენ პასუხს, გაგიშვებენ სახლში მუდმივი არ-შესვლით ამერიკაში, გააკონტროლე რა შეგივსეს ანკეტაში რა ჩაგიწერეს, იმიტომ რომ შენ აგებ პასუხს ინფორმაციაზე და შენ მოგთხოვენ პასუხს.

ყალბი თუ რაიმე შეიტანე, გაიგებენ და მერე შარში ხარ და გლიჯავენ მუდმივ არ-შესვლას ამერიკაში.

თუ ნასამართლევი ხარ არ მოიტყუო, მაგაზე მუდმივი ბანია, არ მოიტყუო მეუღლე-მყავს-არ მყავს, ან სასამხურზეც არ მოიტყუო, ან ვინმე არ დამალო ოჯახის წევრი, რომ ამერიკაშია – შვილები, და-ძმა, დედა-მამა, მეუღლე, მაგას მოყვება მერე აკრძალვა მუდმივი.

იცოდე ამერიკა, კანადა, ბრიტანეთი, ზელანდია, ავსტრალია ხედავენ ერთმანეთის ანკეტებს, რაც შეავსე ვიზაზე, ან რაიმე იქ თუ მიქარე – დანაშაული, ქურდობა, ან ვიზა-გადაცილება ან დეპორტი ხედავენ ეგენი ყველაფერს არ მოიტყუო.

სანამ არ შეხვალ შენს ანკეტას არავინ წაიკითხავს და მანამდე არავინ გადაწყვიტავს – მოგცენ ვიზა თუ არა.

ოჯახის წევრის ყოლა ამერიკაში უფრო ცუდია თქვენი ვიზისთვის, როგორც მეგობრის ყოლა ამერიკაში, საკონსულო ფიქრობს, რომ შენ იქ დარჩები მათთან.

გასაუბრება თბილისში მიმდენარეობს – ქართულზე, რუსულ და ინგლისურ ენებზე, სხვა ქვეყნებში მაგალითად ამერიკის საკონსულოში ვარშავაში, ბაქოში და ერევანში – ინგლისურად და რუსულად და მაგ ქვეყნების ენებზეც.

ზოგს ქვეყანაში თარჯიმანვს ვერ შეიყვანს, ხათაბალა პროცესია.

სხვა-უცხო ვერ შეყვება სავიზო გასაუბრებაზე აშშ საკონსულოში.

პასპორტს არ უნდა თარგმნა ინგლისურ ენაზე, ის ისედაც ინგლისურ ენაზეა.

საბუთები რაც ასევე არის ინგლისურ ენაზე, არ უნდა თარგმნა ინგლისურ ენაზე.

უარის გასაჩივრება ვერ მოხდება, თავიდან უნდა შეხვიდე და თავიდან გაიარო ინტერვიუ.

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სავიზო ინტერვიუ გაიაროს ნებისმიერ ამერიკის საკონსულოში, იქ იქნება არარეზიდენტი რიგი.

რეზიდენტი არის სადაც შედიხარ მაგ ქვეყნის – პასპორტის მფლობელი ან მუდმივი ან დროებითი ბინადრობის მოწმობის მფლობელი, ან სტუდენტური ან სამუშაო ვიზის მფლობელი.

პასპორტი თუ არ დაიტოვა კონსულმა – ესეიგი უარი გაქვს ვიზაზე.

ვერ გაიგებ ვის აძლევენ ვიზას, სუფთა ლატარეაა, შეიძლება იყოს სკოლის მასწავლებელი და მისცენ ვიზა, ან იყოს ღარიბი ადამიანი და მისცენ ვიზა და შეიძლება შევიდეს მილიონერი და ვიზა არ მისცენ.

შეიძლება ასევე მალევე შესვლა კიდევ, უარი არ არის მუდმივი, შეიძლება სხვა კონსულმა უფრო დადებითი დაინახოს შენში და მოგცეს აშშ ვიზა.

კონსული ბევრს არ გესაუბრება, წინასწარ ლეგენდებით და ზღაპრებით ნუ დაიტვირთავ თავს იმით – ამას ვეტყვი იმას ვეტყვი, შენ არავინ ბევრს არ მოგისმენს, დაგისმევენ სულ 3-4 კითხვარს და გეტყვიან გაძლევენ ვიზას თუ არა, თუ არ გაძლევენ მოგცემენ პასპორტს და წამოხვალ უკან, თუ გაძლევენ ვიზას დაიტოვებენ პასპორს.

კითხები ძირითადათ არის შემდეგი: სად მუშაობ? სად მიდიხარ? რამდენი ხნით? ვინ ჰყავს ამერიკაში? რამდენი გაქვს ხელფასი? კითხვები შვილებზე და მეუღლეზე, კითხვები სად იმოგზაურე მანამდე? რა ქვეყნებში იყავი? სად ცხოვრობ? სად ცხოვრობდი? შვილები სად არიან? სად სწავლობენ? როგორ ჩახვალთ? რაზე მუშაობს თქვენი შვილი ან ოჯახის წევრი ამერიკაში? და ასე შემდეგ, სულ რამოდენიმე კითხვას.

დამატებითი საბუთები შეგიძლია გაიყოლო, შეგიძლია არც წაიღო, რათგან შეიძლება არც ნახონ ეგ საბუთები.

აქცევენ ძალიან სავიზო და სამოგზაურო ისტორიას, თუ არსაც ნორმალურ ქვეყანაში არ ხარ ნამყოფი და მიდიხარ ტურიზმით, ესეიგი არ ხარ ტურისტი თუ არსად არ გივლია, ევროპის ქვეყნები ძირითადათ არ ითვლება, რათგან იქ ჩასვლა და ჩამოსვლა ძალიან იაფი ჯდება.

ამერიკას არ უნდა ღარიბი და გაჭირვებული ტურისტი, ამერიკას უნდა ფულიანი ტურისტი, რომელიც დახარჯავს ფულს ამერიკაში, ეს არ ეხება სტუმრად ვინც მიდის ოჯახის წევრთან – მშობელთან ან შვილთან.

კარგად აძლევენ ვიზებს ვინც დადის ბევრ ქვეყანაში, ასევე მოხუც ქალს და კაცს, ვისი შვილიც ცხოვრობს ამერიკაში, მეზღვაურეებს, შეძლებულ ხალხსაც, რთულად აძლევენ ვიზებს მარტო ხელა ქალებს და კაცებს, რომლებსაც ეტყობა, რომ გარბიან ქვეყნიდან სამუშაოდ.

ამერიკის ვიზით ვერ ჩახვალ კანადაში და კანადის ვიზით ვერ ჩახვალ ამერიკაში.

ტურისტული და სასტუმრო ვიზა არ იძლევა უფლებას, რომ იმუშაო ამერიკაში, არ გაქვს უფლება იმუშაო, არც დისტანციურად.

თუ მანამდე ჰქონდა ამერიკის ვიზა და დადიოდი ამერიკაში, არ არის იმის გარანტია, რომ შენ კიდევ მოგცემენ ვიზას, თუ ამერიკაში იყავი, მიაქცევენ ყურადღებას რამდენი თვე გაჩერდი ამერიკაში, თუ 5-6 თვე გაჩერდი, შეიძლება იფიქრონ, რომ შენ იქ მუშაობდი არალეგალურად და არ მოგცემენ მეორე ვიზას, შეიძლება ეს მოქმედიც გააუქმონ.

საქართველოს მოქალაქეზე გაიცემა 10 წლიანი ვიზები, იშვიათად ნაკლები დროით, ეს არ ნიშნავს, რომ შენ იქ ამერიკაში შეგიძლია გაჩერდე 10 წელი, შენ როცა ჩახვალ ამერიკაში შენ მესაზღვრე გეტყვის, რამდენი ხნით გაჩერებენ ამ შესვლაზე ამერიკაში, არის ძირითადათ – 6 თვე, იშვიათად 1 თვენ ან 2 კვირა.

ვიზას, როცა აიღებ შეგიძლია წახვიდე ნებისმიერ დროს ამერიკაში, ამერიკაში როცა ჩახვალ რამდენი ხანიც გაჩერდი იქ, მინიმუმ იმდენი ორმაგი დრო არ უნდა ჩახვიდე ამერიკაში, ჩახვედი 1 თვით ამერიკაში, როცა ჩამოხვალ 2 თვე მინიმუმ ნუ ჩახვალ.

თუ თქვენს პასპორტს გასდის ვადა სიტყვაზე 2 წელში და ვიზა არის იქ 10 წლიანი, თქვენ, აიღებთ ახალ პასპორტს იგივე სახელი და გვარით ინგლისურად იგივე უნდა იყოს და ივლით ძველი პასპორტით სადაც ამერიკის ვიზაა, და ახალი პასპორტით სადაც მოქმედების ვადა მეტია პასპორტის.

ქორწინებას თუ აპირებთ სასურველია ყველა დარჩეს იგივე გვარზე, ვიდრე მთალი ხათაბალა საბუთებთან, გადააკეთე გადმოაკეთე, იგივე გვარზე დარჩი.

თუ ვიზა ინტერვიუს (თბილისში) დროს თქვენი პასპორტი დაიტოვეს, მასში ჩააკრავენ აშშ ვიზას (თუ საკონსულოში დაგიბრუნეს პასპორტი – მაშინ უარია ვიზაზე) და მერე ეგ ვიზიანი პასპორტი მივა ფოსტაში ტნტ-ოფისში (TNT postal office), https://g.co/kgs/jS7hNYh , შეგიძლიათ დაურეკოთ: 032-291-02-20 (+995-32-291-02-20)(TNT/Fedex) ოფისში და კითხოთ თქვენი ვიზიანი პასპორტის შესახებ (გამოტანისას უნდა ჰქონდეთ აიდი ბარათი ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ პასპორტი არის არასრულწოვანი შვილის – მისი დაბადების მოწმობა! ტნტ-ოფის უნდა უთხრათ თქვენი UID კოდი! ეგ კოდი წერია “ვიზიტის ფურცელში” “APPOINTMENT CONFIRMATION” და იქ წერია იმ ტნტ-ფოსტის ფილიალი სადაც მივა თქვენი ვიზიანი პასპორტი).
იმისათვის, რომ ნახოთ აშშ ვიზა ჩააკრეს თუ არა უკვე პასპორტში, თქვენ უნდა გადახვიდეთ ამ გვერდზე (Nonimmigrant visa): https://ceac.state.gov/CEACStatTracker/Status.aspx?App=NIV , აქ აირჩევთ ქვეყანას და ქალაქს სადაც გაიარეთ ვიზა-ინტერვიუ: Georgia, Tbilisi (თუ თბილისში), მერე იქ: Application ID or Case Number: ჩაწერთ (“ONLINE NONIMMIGRANT VISA APPLICATION DS-160 CONFIRMATION” გვერდიდან Confirmation No: ნომერი, ეგეთი იქნება: AA00——, “ცარიელი სიბოლოები ბოლოში არ ჰქონდეს, სპეისი”), მერე პასპორტის ნომერი Passport number: (“ONLINE NONIMMIGRANT VISA APPLICATION DS-160 CONFIRMATION” გვერდიდან (პასპორტშიც წერია ზემოთ მარჯვნივ) Passport No: “ცარიელი სიბოლოები ბოლოში არ ჰქონდეს, სპეისი”), მაგ: 23AB12345, მერე First 5 Letters of Surname: აქ ჩაწერეთ თქვენი გვარის პირველი 5 ასო ინგლისურად, როგორც წერია პასპორტში! მერე ქვემოთ კოდი, რაც გვერდზეა სურათზე, მერე ღილაკი “Submit”-ს, გამოვა ფანჯარა, ფანრაჯაში ლურჯათ იქნება ასეთი სტატუსები: Refused – უარი ან დროებითი უარიც, Approved – აშშ ვიზაზე თანხმობა, Issued – ვიზა ჩაკრულია უკვე პასპორტში და 1-2 სამუშაო დღეში მივა უკვე ტნტ-ოფისში (TNT postal office), იმ ფილიაში, რომლის მისამართი წერია აქ “ვიზიტის ფურცელის” “APPOINTMENT CONFIRMATION” DOCUMENT DELIVERY INFORMATION-ში.

როგორ შევამოწმოთ ამერიკის ვიზის სტატუსი: უარია ვიზაზე? მივიღე ვიზა? დაიბეჭდა ვიზა?

https://ceac.state.gov/ceac

ყველა ვინც შედის შანსები აქვს 10-30% რომ მიიღოს აშშ ვიზა, ბევრი უარის რათღან ხალხი გარბის ქვეყნიდან სამუშაოდ და მიტომ არის ამდენი უარებიც ვიზებზე.

იყო შემთხვევა გოგო შევიდა ვიზაზე საკონსულოში და მიიღო უარი, მერე 2 კვირაში კიდევ შევიდა ვიზაზე სხვა საკონსულოში და მიიღო უარი, მერე კიდევ შევიდა 2 კვირაში საკონსულოში და მიიღო ვიზა.

შესვლის რაოდენობა არ არის დროით შეზღუდული, შეიძლება სხვა კონსულთან მოხვდე და რა თვალით დაინახოს შენი ანკეტა და მოგცეს ვიზა.

ყველა ახალ შესვლაზე აშშ საკონსულოში ანკეტა ივსება თავიდან და აშშ სავიზო მოსაკრებელს იხდით თავიდან, რამდენიც გინდა შედი, გადაიხადე და შედი თუ არის ადგილები.

ეს უნდა ჰქონდეს ONLINE NONIMMIGRANT VISA APPLICATION DS-160 CONFIRMATION (ანკეტის შევსების დასტური) ყველას თავისი და სავიზო მოსაკრებლის ჩეკიც ყველას თავისი.

ვიზა ნიშნავს საზღვრამდე მისვლას, შეგიშვან თუ არა ამერიკაში მაგას წყვიტავს მესაზღვრე, თუ სიტყვაზე ვიზის მოქმედება მთავრდება ხვალ, დღეს შეგიძლია ბოლო დღეს გაფრინდე ამერიკაში, მესაზღვრე ზემოდან გაძლევს იქ ყოფნის უფლებას ამერიკაში, რუსულ ვიზებში ეგრე არ არის.

უკანა ბილეთი სავარაუდოთ გინდა, შეიძლება მესაზღვრემ იკითხოს როდის მიდიხარ უკან, ვიზა გაძლევს ცოტა ხნით ყოფნას ამერიკაში და ითხოვს შენს დაბრუნებას უკან სამშობლოში, ეგ არის არა-საიმიგრაციო ვიზა.

მე და ცოლს გვაქვს აშშ ვიზა, გვინდა 5 წლის შვილს გავუკეთოდ აშშ ვიზა, შეიძლება? კი, შეიძლება მაგრამ საკონსულო იფიქრებს რომ თქვენ იქ რჩებით ყველა და შეიძლება ვიზები გააუქმოს, 5 წლის შვილს არ სჭირდება ამერიკაში ტურისტულად კატაობა.

რატომ გაიცემა ვიზები რთულად? იმიტომ, რომ ეკონომიკური სიტუაცია არ არის კარგი და ხალხი გარბის სამუშაოდ განვითარებულ ქვეყნებში სადაც მეტია ხელფასი.

აშშ საკონსულოში მინდა შესვლა და მეუღლესთან ერთად ჯობია თუ მარტო? მეუღლესთან ერთად, მარტო ადამიანი – ფიქრობენ მიდის დასარჩენად, ორის შესვლა მეტი ჯდება.

მაქვს ბევრი ქონება, მაქვს ბევრი ფული, კარგი სამსახურიც, მომცემენ აშშ ვიზას? მაგ საბუთებს არც უყურებენ ზოგჯერ, უყურებენ რა ქვეყნებში ხარ ნამყოფი, უნდა დადიოდე ძვირიან ქვეყნებში: ემირატები, ეგვიპტე, ტაილანდი, ირლანდია, ბრიტანეთი და მაშინ მეტი შანსი გაქვს, ქონება არ ნიშნავს რომ ვიზას მოგცემენ, რათგან შენ არ გავხარ ტურისტს, ფული გაქვს და არ ხარჯავ არსად არ დადიხარ, ეგეთი კატეგორია არ უნდათ ამერიკაში, უნდათ მდიდარი ტურიზტი, რომელიც ფულს დახარჯავს.

ევროპაში ჯობია შესვლა თუ საქართველოში საკონსულოში? იგივეა, უცხოეთში წასვლა ხარჯია და შეიძლება მაინც არ მოგცენ ვიზა, სხვა საკონსულოები საბუთებს მაინც უყურებენ და უფრო გასცემენ ვიზებს.

ირანში მინდა წავიდე და მერე პრობლემა მექნება აშშ ვიზაზე? კი, არ მოეწონებათ შენი იქ ბოდიალი.

ქმარი დარჩა ამერიკაში არალეგალად, მომცემენ ვიზას? ალბათ არა, ოჯახს აღარ ენდობიან უკვე, მაგრამ მაინც სცადე, იქნებ და გაძლევენ ვიზას.

პოლიტიკური სიტუაცია არ მოქმედებს ვ იზებზე, ეგ ცალკე თემაა, ყოველთვის რთულად გაიცემოდა, ყველას აძლევენ აძლევენ ვიზას ეგ არის ტყუილი.

შვილი ჩავიდა ამერიკაში მექსიკით და მე მოხუც დედას მომცემენ აშშ ვიზას? იძლევიან ვიზებს, მოხუცი დედა ან მამა არ დარჩება ამერიკაში და მიტომ აძლევენ ვიზებს.

არ მყავს მეუღლე, არც შვილი, არც სამსახური მაქვს, არც საზღვარგარეთ ვარ ნამყოფი, მინდა ამერიკაში ტურისტულად, გამიშვებენ? არამგონია, არ ხარ კაი მდგომარეობაში.

მაქვს ნასამართლეობა, ვიზას მომცემენ? თუ ქურდობა ჩაიდინე, ნარკოტიკი-ან-პლანი მოწიე, ან ყაჩაღობა, თაღლითობა, ან გადასახადები არ გადაიხადე, და მძიმე დანაშაულს ჩაიდეს, ამერიკა შენ გლიჯავს მუმივ უარს ამერიკაში შესვლაზე.

დავკარგე ვიზიანი პასპორტი და ვიზა თავიდან უნდა ავიღო? თავი რატომ არ დაკარგე, კი ახალი ვიზა უნდა აიღო.

ავიღე აშშ ვიზა, ვალდებული ვარ წავიდე იმ პერიოდში რაც მივუთითე ანკეტაში? არა, შეგიძლია მერეც წახვიდე და იმ აეროპორტში ჩახვიდე სადაც გინდა, მთავარია ვიზა იყოს მოქმედი.

აშშ ვიზას გასდის ვადა 1 კვირაში, წავალ ამერიკაში? კი, წახვალ ამერიკაში, ზემოდან დამიმატებენ ყოფნას საზღვარზე 6-თვიანს სავარაუდოთ, პასპორტი უნდა იყოს მექმედი მინიმუმ 6 თვე, თუ ისიც ხანმოკლეა, უნდა აიღო ახალი პასპორტი და ძველი-ვიზიანი პასპორტით ივლი.

ამერიკაში მყავს ოჯახის წევრი (ძმა, და, დედა, მამა ან შვილი) და ანკეტაში ეს დავმალე, რა მელოდება? თუ გაიგეს აფერისტობ ამერიკა გლიჯავს მუდმივ არ შესვლას ამერიკაში.

რა შემთხვევაში ამერიკა დამბლოკავს სამუდამოდ (მხევს ამერიკაში მუდმივ არ შესვლას)? მაშინ, როცა შენ მოიტყუები საბუთებში ან ანკეტაში, ყალბი საბუთი ან დამალავ ანკეტაში ოჯახის წევრს (ძმა, და, დედა, მამა ან შვილი) რომელიც ამერიკაშია, მოიგონებ ვითონ მეუღლე ჰყავს, მოიგონებ ანკეტაში ვითონ სადღაც მუშაობ კაი სამსახურში, დამალავ დეპორტს, დამალავ რომ იყავი რაღაც ქვეყნებში, ნასამართლეობა, როცა მწარედ მოიტყუები.

უკანა ბილეთი ან ფული მინდა საზღვარზე, თუ მიდიხარ არასაიმიგრაციო მიზნებისთვის: ტურიზმი, ბინზესი, სასტუმრო ჩასვლა, მაშინ უნდა უკანა ბილეთიც და თანხაც.

თუ დავრჩი ვიზით ამერიკაში, რა მოხდება? თუ დარჩი და გადააცილე 6 თვეს, რაც მოგცეს საზღვარზე ამერიკაში ყოფნა, შენ იქნები არალეგალი და თუ დაგიჭირეს – დეპორტი გემუქრება, თუ 1 წლამდე დარჩი – მაშინ 3 წლიანი დეპორტი-აკრძალვა გაქვს ჩასვლაზე, თუ მეტი დრო – მაშინ 10 წლამდე, მაგრამ მერე სავარაუდოთ უკვე აღარ მოგცემენ ვიზას, არც კანადა, არც ამერიკა, არც ბრიტანეთი, არც ზელანდია, არც ავსტრალია, ყველა ესენი ხედავენ სად რა ჩაიდინე და დაემშვიდობე კაი ვიზებს.

თუ გაქვს დამატებითი საბუთები საკონშულოში, სანამ კონსული რაიმეს არ მოგთხოვს არ შეტენო ძალით.

ნუ შეხვალ თავდაჯერებული, რომ ვიზას მოგცემენ და ნურც იმედგაცრუებულად რომ ვიზას ვერ აიღებ.

ზედმეტი საუბრებს და ფიქრებს დაანებე თავი, რაც არ უნდა ისაუბრო ან იბოდიალო, თუ ვიზა მოსაცემია მოგცემენ თუ არა არ მოგცემენ, შენ რაც არ უნდა ისაუბრო ან დაგეგმო კონსულის გადაწყვეტილებაზე ეგ არ იმოქმედებს.

პასუხები კონსულს უნდა გასცეთ სრულად, არ მოიგონოთ ლეგენდები და ზღაპრები, აფერისტობას მოკლე ფეხები აქვს, ხედავენ ამას, არც შენი მაღალი ხელფასი გააკვირებთ არც დაბალი, როგორც არის სიმართლე ესაუბრე, არ გინდა ტყუილები.

თუ არ მოგცემენ ვიზას, არ გინდა ტრაგედიის მოწმობა, ცხოვრება გრძელდება, არ გინდა ასჯერ დარეკვა ათას ადამიანებთან და ტირილი და ვაება, ეს გადაწყვეტილებას მაინც არ შეცვლის, ჯობია იფიქრო მეორედ შესვლაზე ცოტა დროის მერე.

კონსული მანამდე არ იღებს გადაწყვეტილებას მიიღო ვიზა თუ არა, ის იმას იძახის ინტერვიუზე, თუ ჩხუბს დაუწყებთ ან რაიმეს – გამოგაგდებენ და მეორედ ვეღარ შემოხვალ.

ჯამში აჯამებენ ყველაფერს – რამდენი გაქვს შემოსავალი, ოჯახი თუ ჰყავს, უძრავი ქონება, რა ქვეყნებში იყავი – ეგ დიდი პლუსია, სამსახური, რამდენი ხანი მუშაობ, ახალგაზრდა ხარ თუ არა, ხარ თუ არა დამრჩენი ამერიკაში – გაფასებენ და მერე – გამოდის გადაწყვეტილება მოგცენ თუ არა ვიზა.